ერევანში რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვს

07/06/2018
By

ერევანში რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვს”gareginii_ერევანში რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის პატრიარქის გადადგომას ითხოვს”რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, მათ შორის სასულიერო პირებმა, რომლებიც დღეს ერევნის ცენტრში შეიკრიბნენ, ყოველთა სომეხთა პატრიარქისა და კათალიკოსის, გარეგინ მეორის ნებაყოფლობით გადადგომა მოითხოვეს.

ეჩმიაძინის პრეს-კანცელარიის ხელმძღვანელმა „ტასს“-თან საუბარში განაცხადა, რომ გარეგინ მეორემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა.

სომხეთის ეკლესიის კანონით, კათალიკოსი სამუდამო ვადით ირჩევა. გარეგინ მეორე 1999 წელს ყოველთა სომეხთა კათალიკოსად უმაღლესმა სასულიერო საბჭომ აირჩია

წყარო: http://www.interpressnews.ge
Print Friendly

Comments are closed.