ესფიგმენის მონასტერი ფანართან კავშირის აღდგენას ითხოვს

esfigmen

საინფორმაციო სააგენტო romfea.gr-ს ცნობით ესფიგმენის მონასტერმა ფანართან კავშირის აღდგენა ითხოვა.
სააგენტოს ცნობით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი მღვდელმთავრები ხვალ ჩავლენ ათონის მთაზე მონასტრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ესფიგმენის მონასტერს 1972 წლიდან არ აქვს კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან და ათონის მთის სხვა მონასტრებთან. დაადანაშაულეს რა მსოფლიო საპატრიარქო, რომლის იურისდიქციაშიცაა მთლიანად ათონის მთა, საღვთისმეტყველო ცდომილებებში (მაგ. კალენდრისა და არამართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხები), გაწყვიტეს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლელ მღვდელმთავართან, სხვა მართლმადიდებელ საპატრიარქოებთან და მონასტერში ჩაიკეტნენ. მას შემდეგ საბერძნეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა შტურმით აეღო მონასტერი, მაგრამ მონოზვნები “მოლოტოვის კოქტეილებითა” და სხვა საშუალებებით ახრეხებდნენ ხელის შეშლას. ფანატიკურ წრეებში ესფიგმენი მიიჩნეოდა ერთადერთ მონასტრად, რომელიც დარჩა “ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე” ლოზუნგით – “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი”.
საინტერესოა, რომ მონასტრის იღუმენმა მეთოდემ მსოფლიო პატრიარქის და რომის პაპის ინტენსიური შეხვედრების ფონზე ითხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.
ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რაც იქნება იმ ფაქტის კიდევ ერთხელ დამოწმება, რომ მართლმადიდბელ ეკლესიაში ფანატიზმის ადგილი არ არის.

Print Friendly

Tags: , , ,

Comments are closed.