მიტროპოლიტი ილარიონი – დიალოგი კათოლიკეებთან

ilarion22012 წლის 30 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთ უძველეს კათოლიკურ უნივერსიტეტში, ვილლანოვაში წაიკითხა მოხსენება „წარსული და აწმყო მართლმადიდებელ – კათოლიკური დიალოგისა“ გთავაზობთ ამ მოხსენების ძირითად ნაწილს.

თარგმნა ბექა ებრალიძემ

“პირველი ათასწლეულის მამათა სწავლება, გვევლინება იმ საიმედო ფუნდამენტად, რომელზედაც წარმატებით შეიძლება ხორცშესხმა ქრისტიანთაშორისი დიალოგისა. ჩემი ღრმა რწმენით, ქრისტიანული ტრადიცია, მისი უწყვეტობის შენარჩუნება ეკლესიის ცხოვრებასა და სწავლებაში, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქრისტეს მოციქულთა (ანუ ქრისტიანთა) შორის ერთობის აღდგენას.”

პირველი ათასწლეულის მამათა სწავლება, – როდესაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესია ჯერ კიდევ ერთობაში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთობა ბევრჯერ დამდგარა სერიოზული გამოცდის წინაშე, – გვევლინება იმ საიმედო ფუნდამენტად, რომელზედაც წარმატებით შეიძლება ხორცშესხმა ქრისტიანთაშორისი დიალოგისა. ჩემი ღრმა რწმენით, ქრისტიანული ტრადიცია, მისი უწყვეტობის შენარჩუნება ეკლესიის ცხოვრებასა და სწავლებაში, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქრისტეს მოციქულთა (მიმდევართა) შორის ერთობის აღდგენას.

სწორედ რამდენიმე პროტესტანტული დენომინაციისა და ანგლიკანური ერთობის მიერ საეკლესიო ტრადიციებზე უარის თქმის გამო, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სულ უფრო რთული ხდება თანამშრომლობა მათთან. ჩემთვის სამწუხაროა, მაგრამ ის დიალოგი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აწარმოებდა პროტესტანტებთან და ანგლიკანებთან იმყოფება საფრთხის ქვეშ, ჩრდილოეთში და დასავლეთში პროტესტანტებთან მიმდინარე პროცესების გამო. მე მხედველობაში მაქვს განგრძობითი ლიბერალიზმი ღვთისმეტყველებაში, ეკლესიოლოგიასა და ზნეობრივი სწავლებებში. რამდენიმე დენომინაციამ დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება და ისეთი ადამიანების ხელდასხმა, რომელნიც ღიად აცხადებენ თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ჩვენ ამის თქმა გვიწევს იმიტომ, რომ გვსურს შევინარჩუნოთ ის, რასაც დიალოგის გზით მივაღწიეთ ერთის მხრივ პროტესტანტებთან, მეორეს მხრივ ანგლიკანებთან. ვიცავთ რა ეკლესიის ორიათასწლოვან გარდამოცემას, ვრჩებით ერთგულნი დიალოგისა, მაგრამ ამასთანავე ვხედავთ თუ როგორ ღებულობენ პროტესტანტები და ანგლიკანები იმ ინოვაციებს რომელნიც ჩვენთვის მიუღებელია.

მე ამას ვამბობ  კათოლიკური უნივერსიტეტის კედლებში არა იმიტომ, რომ მეშინია ანგლიკანებისა და პროტესტანტების პირისიპირ კრიტიკისა, არამედ,  პირიქით, როგორც კი მეძლევა საშუალება პირისპირ ვეუბნები ჩვენს ძმებს პროტესტანტული და ანგლიკანური ერთობებიდან, ჩვენი შეშფოთების შესახებ. ასე მაგალითად, 2010 წლის სექტემბერში, ლონდონში ნიკეის კლუბში, სადღესასწაულო ვახშამზე, კენტერბერიის მთავარეპისკოპოს როუენ უილიამსის თანდასწრებით ავღნიშნე სამწუხარო ფაქტი რომ „მართლმადიდებლობა და ანგლიკანობა იმყოფებიან იმ უფსკრულის სხვადასხვა მხარეს, რომელმაც ქრისტიანობა გაყო ტრადიციულ და ლიბერალურ ფრთებად“. რამდენიმე დღის წინ ამერიკის უძველეს ანგლიკანურ სემინარიაში, Nashotah House რომელიც თქვენი უნივერსიტეტის ხნისაა, სწორედ იგივე ავღნიშნე.

ანგლიკანებთან და პროტესტანტებთან ჩიხში შესული დიალოგის საპირისპიროდ მე მიმაჩნია, რომ დიალოგი რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან ერთობ პერსპექტიულია – სწორედ იმიტომ, რომ როგორც მართლმადიდებლური ისე კათოლიკური ეკლესიები არ განაშორებენ თავს გარდამოცემას და მიისწრაფვიან იცხოვრონ და ასწავლონ ტრადიციით, რომელიც გარდამოგვეცა ჩვენ მოციქულთაგან და წმინდა მამათაგან. ჩემი შეხედულებით უკანასკნელ წლებში ჩვენს ეკლესიებს შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და გამყარებული ურთიერთობები შედეგია სულ უფრო უკეთესი გააზრებისა, რომ ჩვენ ერთი მემკვიდრეობა გვაერთიანებს, რომლის წყალობითაც კათოლიკეებსაც და მართლმადიდებლებსაც შეუძლიათ და უნდა გააკეთონ კიდეც – სამყაროს უქადაგონ სახარების განუქარვებელი ფასეულობები.

კათოლიკეებიცა და მართლმადიდებლებიც ღებულობენ ერთიდაიგივე გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვეობა უყენებს ტრადიციული ცხოვრების რეჟიმს. მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა საღვთისმეტყველო საკითხებზე, არამედ აწმყოსა და მომავლის ადამიანურ თანამეგობრობაზე. ეს სწორედ ის სფეროა, რომელშიც შესაძლებელია ურთიერთქმედება, საკუთარი ეკლესიის იდენტობისათვის ზიანის მიუყენებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არა ერთ ეკლესიად მყოფთ, არამედ განყოფილთ განსხვავებული საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური საკითხებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვნახოთ თანამშრომლების ფორმები იმისათვის, რომ ერთად ვუპასუხოთ თანამედროვეობის გამოწვევებს.

ჩვენ შეგვიძლია ერთად დავეხმაროთ ხალხს იმის გაცნობიერებაში, რომ ისეთი ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობები, როგორიცაა ოჯახი, ადამიანის სიცოცხლის ფასი, შვილების აღზრდა, ქორწინების სიმრთელე და სიმტკიცე – ერთობ მნიშვნელოვანი კონცეფციებია. ყველა ამ გაგებას, თანამედროვე სეკულარულ სამყაროში ემუქრება რადიკალური გადაფასება. დღეს დასავლურ საზოგადოებაში ტრადიციული ოჯახური ცხოვრება ფაქტების მიხედვით დარღვეულია, რის შედეგადაც დასავლეთ ევროპის ეროვნებათა რიცხოვნება ნელნელა მცირდება. ეს ამა თუ იმ ერის სულიერი დაავადების ძალიან უბრალო და რეალური მაჩვენებელია. თუ ერის რიცხოვნება იზრდება, მაშინ იქ არიან ჯანმრთელი ძალები, რომელნიც აძლევენ მას გამრავლების საშუალებას, თუ რიცხოვნება მცირდება – ეს ნიშანია დაავადებისა. ამ შემთხვევაში კი დაავადების არსი ისაა, რომ საზოგადოებაში დაიკარგა ტრადიციული წარმოდგენები ოჯახზე.

ძირითადში მოცემული მსოფლმხედველობა მდგომარეობს ტრადიციული ოჯახური ცხოვრების დანგრევაში. თუ ვისაუბრებთ ქრისტიანულ ერთობებზე, დღეს მხოლოდ მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიები ქადაგებენ ამ ტრადიციებს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეკლესიათა ყოველი წევრი ასე ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე სწორედ კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიები იცავენ ქორწინების სიმრთელეს, თვლიან ცოდვად აბორტს და მოუწოდებენ მისი აღმოფხვრისაკენ, დაუშვებლად მიაჩნიათ ევთანაზია. თუ თქვენ შეადარებთ მაგალითად „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალურ საფუძვლებს“ და კათოლიკურ კატეხიზაციას, ორივეგან არის საუბარი უამრავ მორალურ და სოციალურ საკითხებზე, პრაქტიკულად ყველგან დაინახავთ პოზიციათა თანხვედრას. ეს იმაზე მერტყველებს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალები, რათა ერთად დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, ისეთი როგორიცაა ოჯახი, ბავშვების დაბადება და აღზრდა, ქორწინების სიმტკიცე. ეს ის რეალური სფეროა, რომელშიც უნდა ვითანამშრომლოთ.

რამდენიმე კვირის წინ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ ამერიკაში ლესბიანური წყვილი, აყვანილ შვილს, ტომის აძლევდა პრეპარატებს, რომელიც აჩერებს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას. წყვილი აცხადებს, რომ ბიჭუნას სამი წლიდან აქვს სქესობრივი თვითიდენტაციის პრობლემა და ის უკვე დიდი ხანია თავს გოგოდ მიიჩნევს. ღმერთმა იცის, რა მეთოდები გამოიყენა ამ ორმა ქალმა, რომ თავისი შვილობილი მათ დამსგავსებოდა. ანტიჰორმონული „თერაპია“ გრძელდება 15 წლამდე, სანამ ტომი თავად არ გააკეთებს საბოლოო არჩევანს თავისი სქესის შესახებ. გვერდზე დავტოვებ სამედიცინო პრობლემატიკას და მხოლოდ ამ ინციდენტის ეთიკურ მხარეზე შევჩერდები. არასრულწლოვან ბიჭუნას მიმღები მშობლები „ეხმარებიან“ გააკეთოს არჩევანი სქესის შეცვლის სასარგებლოდ. ჩემი შეხედულებით ეს საქციელი საშინელი დანაშაულია, რისთვსაც ეს ორი ქალი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. თუმცაღა სახელმწიფო არ ერევა სიტუაციაში.

ამასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ყველა ქრისტიანული კონფესიის და პირველ რიგში მართლმადიდებელი და რომაულ-კათოლიკური ეკლესიების თანამშრომლობა აუცილებელია, ადამიანური ცხოვრების, მისი ღირებულებებისა და ასევე ოჯახის დასაცავად. ასე რომ, ჩვენ გაერთიანებულებმა ქრისტეს რწმენითა და ორიათასწლოვანი ქრისტიანული ტრადიციით ახალი ძალით უნდა მივუტანოთ ღვთის ქმნილებებს კეთილი უწყება მშვიდობაზე, ოჯახზე და ქორწინებაზე. დღევანდელი გამოწვევების მიმღები ქრისტიანული ოჯახი ძველებურად უნდა იყოს იმედი და გარანტი ქრისტიანული ცივილიზაციისა. აუცილებელია დავიცვათ და ხელი შევუწყოთ ოჯახისათვის საკეთილდღეო კულტურას და ტრადიციას, ქორწინების დაურღვევლობას, ცოლ-ქმრული ურთიერთობის ერთგულებას, აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ოჯახისათვის ხელსაყრელი გარემოსა და კანონმდებლობის შექმნაში.

სამწუხაროდ არაბულ ქვეყნებში და ასევე ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში, აზიაში, აფრიიკაში და ოკეანეთში ქრისტიანები იმყოფებიან დევნის, შევიწროვებისა და დისკრიმინაციის ქვეშ. ეს უხეში ფაქტები სისტემატურად იბლოკება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, რომელნიც არჩევენ იგნორირება გაუკეთონ მოცემულ პრობლემას. უფრო მეტიც, იგეგმება რა საბრძოლო მოქმედება არაბული სამყაროს ამა თუ იმ ქვეყანაში, ან რეჟიმის დამხობის მზადება გარე ძალების დახმარებით, დასავლელი სტრატეგები, როგორც ჩანს საერთო არ უწევენ ანგარიშს იმ ფაქტს, რომ მთავარ მსხვერპლად სწორედ ადგილობრივი ქრისტიანები გვევლინებიან.

ამის მაგალითი მრავალრიცხოვანია. ერაყში ჯერ კიდევ ათი წლის წინ მცხოვები მილიონნახევარი ქრისტიანი მოსახლიდან  დღეს  მხოლოდ ერთი ათეული ათასი დარჩა. ეგვიპტეში მოწმენი ვხდებით ქრისტიანთა მასიური გადასახლებისა. ლიბიაში პრაქტიკულად აღარ დარჩნენ ქრისტიანები. ქრისტიანთა 95%-მა დატოვა აჯანყებულების მიერ დაკავებული სირიული ჰომსი. ჩვენ მართლმადიდებლებმა და კათოლიკეებმა ერთად უნდა ავიმაღლოთ ხმა დევნის საშიშროების ქვეშ მცხოვრები ქრისტიანების დასაცავად ჩამოთვლილ ქვეყნებში, ასევე პაკისტანში, ავღანისტანში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ნიგერიაში, ფილიპინებსა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. ევროპული სახელმწიფოები, ტრადიციულად იცავდნენ ქრისტიანობის ინტერესებს, მაგალითად შორეულ აღმოსავლეთსა და აზიაში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევრპოპარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტი დადგენილება „ქრისტიანთა მდგომარეობა რელიგიური თავისუფლების კონტექსტში“ მოიტანს პრაქტიკულ შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ც შეუერთება ქრისტიანთა დაცვის მოძრაობას.

2011 წელს, მოსკოვში რუსეთის საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „აღმსარებლობის თავისუფლება: დისკრიმინაციის პრობლემა და ქრისტიანთა დევნა.“ სასიხარულოა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რომაულ-კათოლიკურმა ეკლესიამ რუსეთის, პაკისტანის და აღმოსავლეთის უმაღლესმა იერარქებმა, რომელნიც წარმოადგენდნენ წმიდა საყდარს.

დღეს ქრისტიანები დევნის ობიექტები არიან არამარტო იმ ქვეყნებში, სადაც უმცირესობას წარმოადგენენ, არამედ იმ ქვეყნებშიც, სადაც ქრისტიანობა უძველესი ტრადიციული რელიგიაა. ზოგიერთი დასავლეთევროპული სახელმწიფო ცდილობს შემოზღუდოს ქრისტიანული სარწმუნოების გამოვლინება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმ მოსაზრებით, რომ დაიცვას სხვა რელიგიის მიმდევრებისა და ათეისტების უფლებები. მსგავს სიტუაციაში მართლმადიდებლობისა და კათოლიკობის მხრიდან საჭიროა სოლიდარობა და ქმედება ქრიტიანული იდენტობის დასაცავად ევროპასა და ამერიკაში.

კათოლიკე ეპისკოპოსთა მეცამეტე სინოდზე, ჩემს მისასალმებელ სიტყვაში მივმართე ძმა კათოლიკეებს, შევქმნათ საერთო ფრონტი ქრისტიანული სარწმუნოების დასაცავად, ყველა ქვეყანაში, სადაც არის შევიწროება და დევნა. ქრისტიანული საზოგადოება სირიისა და სხვა ახლო აღმოსავლეთისა, აცხადებს ამ პრობლემების შესახებ, მაგრამ დასავლეთის მასმედია ამ ფაქტზე არ რეაგირებს. პოლიტიკოსებიც თვალს ხუჭავენ ამ არნხული დევნის ტალღაზე. ჩვენ, მართლმადიდებელნი და კათოლიკენი ვალდებულნი ვართ ავიმაღლოთ ხმა ახლოაღმოსავლეთის ქრისტიანთა დასაცავად. ჩვენი მოვალეობაა მუდმივად შევახსენოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მასმედიასა და პოლიტიკურ ლიდერებს ჩვენს თვალწინ მიმდინარე ჰუმანიტარული ტრაგედიის შესახებ. მინდა ვთქვა რომ ჩემმა სიტყვამ სინოდლურ მამებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების წარმომადგენლებში, სადაც ქრისტიანებს ავიწროვებენ.

————————————–

სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბლოგს Junior Theologians

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.