ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი[1]

ვაგრძელებთ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებული საღვთისმეტყველო, ისტორიული და კანონიკური ხასიათის პუბლიკაციების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ ფრანგი მართლმადიდებელი მღვდელმთავრის, ნიუ იორკისა და ნიუჯერსის მთავარეპისკოპოსის (ამე) – პეტრე ლ’იულეს ნარკვევს, რომელშიც განხილულია ნიკეისპირველი მსოფლიო საეკლესიო კრების პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ამ საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო კრების წინაშემ მდგარი პრობლემები და საეკლესიოკრებისა და წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის დამოკიდებულება აღდგომის დღესასწაულის თარიღის გამოთვლისა და აღნიშვნის წესთან დაკავშირებით.
პუბლიკაცია, სპეციალურად ბლოგისთვის, რუსულიდან თარგმნა,შენიშვნები და კომენტარები დაურთო არჩილ მეტრეველმა  
აქვე შეგახსენებთ,რომ ჩვენმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა რამდენიმე პუბლიკაცია საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით:
ავტორის შესახებ – ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის მთავარეპისკოპოსი პეტრე (Peter(L’Huillier) the Archbishop of New York and New Jersey (OCA). 1981–2005), ერისკაცობაშიპოლ ლ’იულე, დაიბადა 1926 წელს, პარიზში. განათლება მიიღო პარიზის წმ. დიონისეს მართლმადიდებლურსაღვთისმეტყველო ინსტიტუტსა და სორბონასთან არსებული რელიგიათმცოდნეობის სკოლაში.1985 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში დაიცვა ღვთისმეტყველების დოქტორის აკადემიურიხარისხი თემაზე – „პირველი კრებების ეკლესია:პირველი ოთხი მსოფლიო კრების დისციპლინარული შრომები“ („The Church of the Ancient Councils: TheDisciplinary Work of the First Four Ecumenical Councils“). წმ. ვლადიმერის სემინარიის პროფესორი.ორმოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი კანონიკურ სამართალში. ხანგრძლივი ავადმყოფობისშემდეგ გარდაიცვალა 2007 წელს.
მიმდინარე ნარკვევიამოღებულია მისი სადოქტორი ნაშრომის მიხედვით შედგენილი წიგნიდან: „პირველი ოთხი მსოფლიო კრების კანონები“ (რუსულითარგმანი: Архиепископ Петр (Л’Юилье) Правила первых четырех Вселенских Соборов.Авториз. пер. с франц.; Под ред. прот. Владислава Цыпина. — М.: Изд.Сретенского монастыря, 2005. сс. 53-64.)
—————————————————————————————————————
ნიკეისპირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი[1]


[ნიკეის პირველიმსოფლიო საეკლესიო კრების] დღისწერიგის მიხედვით, კრებას, [სხვა საკითხებთან ერთად],აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთანმიმართებით არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებული ურთულესი პრობლემაც უნდა გადაეწყვიტა[2]. აღდგომასთან დაკავშირებულმა პირველმადავამ ეკლესია ჯერ კიდევ II საუკუნეში შეძრა: ასიის თემები აღდგომას ნისანის 14-ში ზეიმობდნენ, მიუხედავად იმისა, თუ კვირის რომელდღეს უწევდა ეს თარიღი, მაშინ, როდესაც დანარჩენი ეკლესიები დღესასწაულს კვირა დღესაღნიშნავდნენ [3]. თუმცა კი კონფლიქტი განსაკუთრებით მწვავე ფორმებს იძენდა, ის მაინცსწრაფად იქნა დარეგულირებული. ეკლესიები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის ნისანის 14-ში, კვირის დღის განურჩევლად, აღნიშვნისპრაქტიკას მისდევდნენ, საერთო ჩვეულებას დამორჩილდნენ. შემორჩა მხოლოდ უდრეკთა უმნიშვნელორაოდენობა. „მეთოთხმეტიანელებმა“, როგორც მათ უწოდებდნენ, უთანხმოებაში მყოფთა უმნიშვნელოთემები შექმნეს, რომელთაგანაც კათოლიკე ეკლესიაში მიღება ხდებოდა მირონცხებით, მასშემდეგ, რაც ისინი საკუთარ ცდომილებას გაემიჯნებოდნენ.

            მეათოთხმეტიანნი:ესენი ყოველთვის წელიწადის ერთსა და იმავე დღეს აღასრულებენ პასექს, და რომელ დღესაც არ უნდა მოუწიოს მთვარის მეთოთხმეტედღემ, გინდ შაბათი იყოს, გინდაც საუფლო დღე, სწორედ მაშინ დღესასწაულობენ მარხვითადა ღამისთევით“ [4].

            „მწვალებლები – ნოვატიანნი, ფოტიანნი და მეთოთხმეტიანელნი – თუ მოიქცევიან და გახდებიანკათაკმეველები ან მორწმუნეები, არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაცთვით არიან შეპყრობილნი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონსარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულიქნენ წმინდა საცხებლით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს“ [5].

            „მწვალებლებს, რომელთაც სურთ გახდნენ მართლმადიდებელნი, ეკლესიაშეიწყნარებს სხვადასხვა წესით: არიანელნი, მაკედონიანელნი, სავატიანელნი, ნავატიანელნი(წმინდანელი ანუ მარცხენენი), მეთოთხმეტიანელნი(ტეტრადიტები), აპოლინარელნი შეიწყნარებიან წერილობითი მოწმობით, ლიველონით (ქარტა სიმტკიცისა). ამ მოწმობაში ანუქარტაში ისინი შეაჩვენებენ თავიანთ შეხედულებებსდა ყოველნაირ მწვალებლობას. შემდეგ მათ სცხებენმირონს შუბლზე, თვალებზე, ცხვირზე, პირსა და ყურებზე [მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა,რადგან ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან] (…)“ [6].

ასიელთა განსაკუთრებულიჩვეულების გამო წამოჭრილ დავათა მსვლელობისას, ამ უკანასკნელთ „ურიაობაში“ არავინ ადანაშაულებდა,რამდენადაც მეთოდს, რომლითაც იუდეველები საკუთარი დღესასწაულის – პასექის თარიღს ითვლიდნენ, ეჭვის ქვეშ არავინაყენებდა; სწორედ ამ მეთოდს ეყრდნობოდნენ ქრისტიანული დღესასწაულის თარიღის ყოველწლიურიდადგენისას. თუმცა, შეუძლებელი იყო, რომ გამოთვლის იუდაურ მეთოდზე ორიენტირებას ახლომომავალში პრობლემები არ გამოეწვია. სიმონ ბარ-კოხბას მეთაურობით ორგანიზებული აჯანყებისჩახშობის შემდეგ (135 წ.) იუდაიზმმა არსებითად გაწყვიტა კავშირი პალესტინასთან. მიუხედავადიმისა, რომ ბიბლიაში ნათქვამია, თუ როდის უნდა აღინიშნის პასექი, მასში გაზაფხულის დღეღამტოლობა ნახსენები არ არის, მაგრამ იმისგათვალისწინებით, რომ მოითხოვებოდა პირველმოწეული ნაყოფის შეწირვა, დღესასწაულის დღეღამტოლობამდეაღნიშვნა შეუძლებელი იქნებოდა (შდრ: გამოს. 12:1-3; ლევ. 23:9-14; რიცხვ. 27:16)[7]. თუმცა, კონკრეტული გეოგრაფიული ცენტრის მოშლის შემდეგ ამ კრიტერიუმმა დაკარგასიზუსტე და აქედან გამომდინარე წარმოიშვა გაურკვევლობა. II ს.  დასასრულსა და III ს. დასაწყისში იუდეველები პასექის თარიღის დასადგენ ახალ სისტემას ქმნიან,რომელიც გაზაფხულის დღეღამტოლობას საერთოდ არ ითვალისწინებს; როგორც არ უნდა ყოფილიყო,სამიდან ერთ შემთხვევაში მაინც დღესასწაულის აღნიშვნა დღეღამტოლობამდე უწევდა [8].ამით ბევრი ქრისტიანი იყო შეშფოთებული: რატომ – კითხულობდნენ ისინი – უნდა ვიზეიმოთვნებისა და აღდგომის ხსენება იმ გამოთვლაზე დაყრდნობით, რომელიც იესო ქრისტეს დროს მოქმედისგან განსხვავდება?ამას გარდა, იუდეველთა ახალი სისტემით, თუკი მას დღეღამტოლობიდან დღეღამტოლობამდე პერიოდებისთანმიმდევრულობის კუთხით განვიხილავთ, ორი სახის ცდომილება წარმოიშვება: პასექი ანერთ წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა, ანუ ერთი გაზაფხულის დღეღამტოლობიდან  მეორემდე, ან დღეღამტოლობიდან დღეღამტოლობამდე  ის საერთოდ არ აღინიშნებოდა. მთლიანობაში, ქრისტიანებიდიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აღდგომის გაზაფხულისდღეღამტოლობასთან კავშირს ვნებათა მოხსენიებისათვის,რომელთა თანმიმდევრობაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია შესაქმისეულ „ექვს დღესთან“[9].

გარდა ამისა, რაცუფრო იზრდებოდა განხეთქილება ეკლესიასა და სინაგოგას შორის, ქრისტიანთა უმრავლესობასაღდგომის თარიღის გამოთვლისას იუდეველებზედამოკიდებულება მით უფრო არასანდოდ ეჩვენებოდა. ეს აზრი III საუკუნეში შექმნილი ბევრითხზულების საფუძველში დევს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა, როგორც აღმოსავლეთში,ასევე დასავლეთში [10]. ამგვარად, ალექსანდრიელმა სწავლულმა ანატოლიმ, რომელიც სირიისლაოდიკიის ეპისკოპოსი გახდა, აღდგომის თარიღისდასადგენად ქ. შ-მდე 432 წელს ათენელი ასტრონომის მეტონის მიერ შემუშავებული ცხრამეტწლიანიციკლი შემოიღო [11]. ეს ციკლი მოგვიანებით მთელი ქრისტიანული სამყაროს მიერ იქნა მიღებული.გამოთვლის ამ მეთოდის მიხედვით აღდგომისთარიღი ყოველთვის გაზაფხულის დღეღამტოლობის შემდგომ პერიოდს უნდა დამთხვეოდა.

IV საუკუნეში იუდეველებმაშეცვალეს პასექის გამოთვლის საკუთარი სისტემა,იმგვარად, რომ დღესასწაულის ყველა სავარაუდო თარიღი მარტში უწევდა, რაც მნიშვნელოვნადაძლიერებდა პასექის გაზაფხულის დღეღამტოლობამდეაღნიშვნის ალბათობას [12]. თუმცა, მაშინ, როცა ეკლესიათა უმრავლესობამ უკვე დიდი ხნითადრე შეწყვიტა იუდეველთა პასქალური გამოთვლების გათვალისწინება, უმცირესობა, საკმაოდმრავალრიცხოვანი ანტიოქიის ოლქში, სწორედ ამ პრაქტიკის დაცვას აგრძელებდა. ასეთი მიდგომის მომხრეები მოციქულებს შემდეგ გამონათქვამსმიაწერდნენ: „თქვენ ნუ გამოთვლით, მაგრამ როცა თქვენი წინდაცვეთილი ძმები საკუთარ პასექს აღასრულებენ, აღასრულეთ თქვენიც…და ისინი რომც ცდებოდნენ, თქვენ ნუ იღელვებთ“ [13].

ამ მნიშვნელოვანიგანხეთქილების გვერდით, აღდგომის თარიღისდადგენასთან დაკავშირებით, არსებობდა ასევე სხვა, უფრო მცირე, განსხვავებები რომსადა ალექსანდრიას შორის [14]. 314 წელს არლის კრებამ რომის ეპისკოპოსს შესთავაზა, რომმთელი ეკლესიისთვის მას მიეთითებინა აღდგომისდღესასწაულის აღნიშვნის ყოველწლიური თარიღი [15]. იმპერატორი კონსტანტინე შეშფოთებულიიყო არა მხოლოდ ლოგოსის ღმრთეებასთან დაკავშირებულიგანხეთქილებით, არამედ იმ განყოფებითაც, რაც აღდგომისდღესასწაულის აღნიშვნასთან იყო დაკავშირებული. ისტორიკოს სოზომენეს თანახმად, მან ამორი პრობლემის შესასწავლად ალექსანდრიაში საეკლესიო საკითხებში საკუთარი მრჩეველი ოსიაკორდუბიელიც კი მიავლინა [16].

ამგვარად, ეს საკითხიდასმული იქნა ნიკეაში შეკრებილი მამების წინაშე. კრების ოქმების დედნები არ შემონახულა.თუკი სხდომათა პროტოკოლი საერთოდ წარმოებდა, მაშინ, ეს ჩანაწერები დაკარგულია. ჩვენამდემოღწეული დოკუმენტები, რომლებიც უდავოდ კრების მიერაა შედგენილი, ესაა რწმენის სიმბოლო, 20 კანონი, კრების მონაწილეთასია, რაც ეჭვგარეშეა, რომ სრული არაა, და კრებისმიმართვა ალექსანდრიის ეკლესიისთვის [17]. იოანე სქოლასტიკოსის მიერ მისსავე „სინაგოგის“დანართში ჩართული აღდგომის დღესასწაულთანდაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთის მიერ კრების „დადგენილებებთანაა“ გაიგივებულიდა რომელსაც ანტიოქიის კრების მამები მიუთითებენ, როგორც მიიჩნევენ, ყალბი არ არის;ის წარმოადგენს გაურკვეველი წარმოშობის რედაქტორის მიერ დამუშავებულ ვარიანტს – ჩვენამდედედნის სახით მოღწეულ დოკუმენტებზე დაყრდნობილ კომპილაციას [18]. ამდენად, ის არ შეიცავსამ უკანასკნელ დოკუმენტებზე უფრო მნიშვნელოვან ცნობებს. ტექსტი:

„ნიკეის წმინდაკრება წმინდა აღდგომის შესახებ: ამგვარადიქნა აღსრულებული წმინდა კრებაზე ყველა შეკრებილის მიერ გადაწყვეტილი, კეთილკრძალულიდა დიდებული იმპერატორის კონსტანტინეს დროს, რომელმაც არა მხოლოდ შეკრიბა ყველა ხსენებულიეპისკოპოსი ჩვენს ხალხში მშვიდობის დასამყარებლად, არამედ მათ კრებას თავადაც ესწრებოდა,მათთან ერთად იკვლევდა თუ რა იქნებოდა კათოლიკე ეკლესიისთვის სასარგებლო. ამგვარად,აღდგომის დღესასწაულის მთელი მიწიერი ეკლესიისმიერ შეთანხმებულად (συμφώνως) აღნიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებულისაქმის განხილვისას აღმოჩენილ იქნა, რომ სამყაროს სამი ნაწილი რომთან და ალექსანდრიასთანშეთანხმებულად იქცევა და მხოლოდ აღმოსავლეთის ერთი ოლქი მოწინააღმდეგობს. ყოველმხრივიგამოკვლევისა და განხილვის შემდეგ გადაწყვეტილ იქნა, რომ დაე ძმები აღმოსავლეთში იქცეოდნენისე, როგორც რომაელები, ალექსანდრიელები და ყველა დანარჩენი, დაე ყველა ერთხმად, ერთსადა იმავე დღეს აღვუვლენდეთ ლოცვებს აღდგომისწმინდა დღეს. და ხელი მოაწერეს აღმოსავლელებმა, რომლებიც [ადრე] სხვებს არ ეთანხმებოდნენ“[19].

არსებობდა კი რეალურად„დადგენილება“ წერილობითი დოკუმენტის ფორმით, რომლის ტექსტიც დაკარგულია? ამ კითხვაზეკატეგორიული პასუხის გაცემა ძნელია. თუკი ასეთი დადგენილება რეალურად არსებობდა, ძნელიწარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა დაკარგულიყო ასეთი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი,მაშინ, როცა კრების 20 კანონი ჩვენს დრომდე იქნა შემონახული. თუმცა, ანტიოქიის კრებაიხსენიებს „ნიკეაში შემდგარი წმინდა და დიდი კრების განსაზვრებებს… გამომხსნელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის შესახებ“ (τον ορον της αγιας και μεγαλης συνοδον τες εν Νικαιασυγκροτεθεισες… περι της αγιας εορτης του σωτεριωδους Πασχα) [20]. გარდაამისა, წმინდა ათანასე თავის De synodis– ში მიუთითებს სხვა წაყაროებით უცნომტექსტს, რომელიც იწყება სიტყვებით: „Εδοξετα υποτεταγμενα“ [21].იმის გათვალისწინებით თუ რა წყაროებიდანარიან ამოღებული და მათი სიძველის გამოც ეს მოწმობები მიღებულ უნდა იქნას. ანტიოქიისკრება, რომელმაც აღდგომის შესახებ გამოსცა კანონი

„ყველა, ვინც გაბედავს [და დაარღვევს] წმინდა და დიდინიკეაში შეკრებილი კრების განსაზღვრებას (რომელიც შედგა კეთილმსახური და ღმრთისმოყვარემეფის კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს, საცხოვნებელი აღდგომის წმინდა დღესასწაულის გამო),უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან, თუ განაგრძობს კეთილად განსაზღვრულსაქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ერისკაცების შესახებ ეს უკვე ნათქვამია.

თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონიამ განსაზღვრების შემდეგ ერის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შესაშფოთებლად გაბედავსგანცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) ერთად აღდგომის აღსრულებას, მას წმინდა კრებაამიერიდან ეკლესიისათვის უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთაგახრწნის და გზის გამრუდების საბაბს. და არა მხოლოდ მათნაირებს განკვეთს მღვდელმსახურებისაგან,არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილებიკარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმინდა კანონმა და ღმრთის საკურთხეველმა მიანიჭამათ“ [22].

არ უნდა აგვერიოსsynodusin encaeniis-ში[„განახლების“ კრებაში], რომელიც ამავე ქალაქში 341 წელს შედგა; ხსენებულ კრებას ადგილიჰქონდა თორმეტი წლით ადრე, ასე რომ ქრონოლოგიურად ის საკმაოდ ახლოსაა ნიკეის კრებასთან[23]. თუმცა, ტერმინი oroςშეიძლება ატარებდეს „გადაწყვეტილების“, „მიღებული ზომების“ მნიშვნელობას და სულაც არარის აუცილებელი, რომ წერილობით დადგენილებას ნიშნავდეს. რაც შეეხება Desynodis-ში მოცემულ მითითებებს, რომელიც 359 წელსაა დაწერილი, ის საკმაოდ „დახშულია“ იმისთვის,რომ მის მიხედვით შესაძლებელი იყოს იმის დასკვნა, რომ ის ნამდვილად ნაგულისხმევ განსაზღვრებასეხება. წმ. ეპიფანეს „პანარიონის“ ერთ ადგილას დადგენილია განსხვავება ნიკეის კრებისმამათა მიერ მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებათა შორის:

„კრების მსვლელობისასმათ გამოსცეს რიგი საეკლესიო კანონები; გარდა ამისა, მათ დაადგინეს (ωρισαν) აღდგომის შესახებ ერთიანობა და თანხმობა, წმინდადა ყოვლადსათნო ღვთის დღესთან დაკავშირებით“ [24].

როგორც ჩანს, მელეტიანურიგანხეთქილების საქმის მსგავსად, აღდგომისსაერთო თარიღის განსაზღვრის შესახებ დადგენილება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გამოცემულიარ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მტკიცებულების მიხედვით, შესაძლებელია დადგინდესთუ ზუსტად რა იქნა განსაზღვრული ამ საკითხთან დაკავშირებით. ალექსანდრიის ეკლესიისთვისგაგზავნილი კრების ეპისტოლეში ნათქვამია:

„მთელი აღმოსავლეთისძმები, რომლებიც პირველად არ ეთანხმებოდნენ არც რომაელებს და არც ჩვენ, და ყველას დასაბამიდან[მარხვის] დამცველებს, ამიერიდან პასექს თქვენთან ერთად იდღესასწაულებენ“ [25].

იმპერატორ კონსტანტინესსაოლქო ეპისტოლე ეკლესიათა მიმართ ნიკეის კრების შესახებ, რა თქმა უნდა, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაცეხება; მასში მოიხსენიება მიღებული გადაწყვეტილებაც:

„(…) აქ უწმინდესი პასექის დღის შესახებაც იყო გამოკვლევა.საერთო აზრმა გადაწყვიტა, რომ კარგი იქნებოდა, ყველგან ყველას ერთ დღეს აღესრულებინა.რადგან ჩვენთვის რა არის მშვენიერი, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, თუ არა ის,რომ ეს დღესასწაული, რომლისგანაც მივიღეთ უკვდავების სასოება, ერთი წესითა და ნათელიაზრით ყველასთან უშეცდომოდ იყოს დაცული? და პირველ რიგში უღირსად მიიჩნიეს, რომ ესუწმინდესი დღესასწაული იუდაური ჩვეულების მიდევნებით აღსრულებულიყო, რომლებმაც თავიანთიხელები ურჯულო, უწესო საქციელებით გაისვარეს, ამ უწმინდურებმა თავიანთი სულები ნებაყოფლობითდააბრმავეს. ნებადართულია, რომ მათი ჩვეულებები ამოიძირკვოს, და დადგინდეს უფრო ჭეშმარიტიწესით და მომავალი საუკუნეებისათვისაც მისი მიდევნებით აღსრულება, რასაც [უფლის] ვნებისდღეების ჟამიდან ახლანდელ დრომდე ვიცავთ. აწ არაფერი არ გვქონდეს საერთო იუდეველთაყველაზე მტრულ ერთან. რამეთუ მხსნელისაგან სხვა გზა გვაქვს მიღებული. წინ უდევს ჩვენსუსამღვდელოეს მსახურებას შესაფერისი სარბიელიცა და რჯულიც. ყველაზე პატივცემულო ძმანო,ამის ერთსულოვნად მიმღებებმა საკუთარი თავი განვაშოროთ ამ სამარცხვინო სინდისისაგან.რადგან ნამდვილად ყველაზე უფრო უჯერო არის, რომ ისინი იქადოდნენ, თითქოს მათი მოძღვრებისგარეშე ამის დაცვა არ ძალგვიძს. რისი მართებულად ფიქრი შეუძლიათ უფლის ამ მკვლელობისშემდეგ გონებაცთომილთ, რომლებიც წარიმართებიან არათუ რაიმე აზრით, არამედ დაუცხრომელიაღძვრით, სადაც კი მიაქანებს მათ მათში ჩანერგილი სიშლეგე? ამიტომ, ნაწილობრივადაცვერ ხედავენ ჭეშმარიტებას, ისე რომ მუდამ დიდწილად შემცდარი არიან ისინი, სათანადოგამოსწორების ნაცვლად ერთსა და იმავე წელს მრავალგზის ზეიმობენ პასექს. ასე რომ, რატომუნდა მივსდიოთ მათ, რომლებიც აღიარებულია, რომ საშინელი საცთურით არიან დასნეულებული?რადგან ერთ წელიწადში მეორე პასექის აღსრულების ნებას ვერასოდეს დავრთავთ. მაგრამ თუეს არ ხდება, თქვენი გონებამახვილობა განუწყვეტელი მოშურნეობითა და ლოცვით ფრთხილადუნდა იყოს, რომ თქვენი სულის სიწმინდე არასოდეს არანაირი მსგავსებით არ ეზიაროს ყოვლადბოროტი ადამიანებისას.

ამას გარდა იმისათვისარის ეს ერთობლივი განხილვაც, რომ უკანონო არის ესოდენ დიდ საკითხში და ასეთი მსახურებისდღესასწაულში უთანხმოების არსებობა. რამეთუ ჩვენმა მხსნელმა გადმოგვცა ჩვენი თავისუფლებისერთი დღე, რაც არის მისი უწმინდესი ვნებების [დღე]. განზრახულია, რომ იყოს მისი ერთიკათოლიკე ეკლესია, და თუმცა მისი ცალკეული ნაწილები მრავალ და სხვადასხვა ადგილებზეარის დანაწილებული, მაინც ერთი სულით, ესე იგი საღვთო ნებით, ხურდება. გაიაზროს თქვენმაუწმინდესმა მახვილგონიერებამ, როგორი საშინელი და შეუფერებელი არის, რომ ამ დღეებშისხვები მარხვებს მისდევდნენ, სხვები ნადიმებს აღასრულებდნენ ერთად, და პასექის დღეებისშემდეგ სხვები დესასწაულებსა და დასვენებებზე აღმოჩნდნენ, ხოლო სხვები განჩინებულ მარხვებსუძღვნიდნენ თავს. ამიტომ [ამის] სათანადოდ გამოსწორება და ერთ წესზე მოყვანა ინებასაღვთო წინაგანგებამ, როგორც მე ვფიქრობ, და ყველაფერს ერთად განიხილავთ. ვინაიდანამ საქმეს ამგვარი გამოსწორება შეშვენის, რათა ამ მამისა და უფლის მკვლელებთან საერთოარაფერი გვქონდეს. კეთილმშვენიერი წესი არის დაცული მსოფლიოს დასავლეთის, სამხრეთისადა ჩრდილოეთის მხარეების ეკლესიებისა და აღმოსავლეთის ადგილებიდან ზოგიერთების მიერ,რომელთა გამო დღემდე მისი კეთილად პყრობა ყველას ესათნოვა, და თავად მეც მხარი დავუჭირე,რომ თქვენი მახვილგონიერება მოიწონებდა; რადგან იმას, რასაც რომაელთა ქალაქი, იტალიადა მთელი აფრიკა, ეგვიპტე ესპანეთი, გალია, ბრიტანეთი, ლიბია, მთელი საბერძნეთი, ასიისადა პონტოს მოსახლეობა, და კილიკია ერთმანეთთან თანხმობითა და ერთი ზრახვით იცავს, თქვენიშეგნებაც სიხარულით მიიღებს არა მხოლოდ ეკლესიათა ზემოთ ჩამოთვლილ ადგილთა სიმრავლეზეფიქრით, არამედ იმაზეც, რომ ეს არის ყველას საერთო უწმინდესი ზრახვა, რასაც, ჩანს,მოითხოვს ზუსტი აზრი, და რასაც არავითარი ზიარება არ გააჩნია იუდეველთა ცრუ ფიცთან.

შეჯამებულად რომ მოვუყარო თავი, ვიტყვი რომ ყველამ ერთობლივადგანსაჯა, პასექის უწმინდესი დღესასწაული აღსრულდეს ერთსა და იმავე დღეს. რადგან არშეშვენის, რომ ასეთ სიწმინდესთან დაკავშირებით იყოს უთანხმოება, და რომ კარგია ამ აზრისმიდევნება, რომელშიც უცხო საცთურთან და ცოდვასთან არავითარი აღრევა არ არის როდესაცამგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხები, სიხარულით მიიღეთ ციური მადლი და ჭეშმარიტადსაღვთო მცნება. რადგან ყველაფერი, რაც აღსრულდება ეპისკოპოსთა წმინდა შეკრებაზე, ესსაღვთო ნებასთან მიმართებაში იმყოფება. ამიტომ, როცა ყველა საყვარელ ძმას წარმოუჩენთზემოთ დაწერილს, მოვალე ხართ, ზემოთ ნათქვამი სიტყვა და უწმინდესი დღის დალოცვა მიიღოთდა დააწესოთ, რათა შემდეგ ამისრულდეს თქვენი კეთილგანწყობის ხილვის ჩემი დიდი ხნისწადილი, და შესაძლებელი იყოს ერთსა და იმავე დღეს თქვენთან ერთად წმინდა დღესასწაულისაღსრულება; და ყოველივე თქვენთან ერთად მეც სათნო მიჩნდეს, როდესაც ვიხილავ, თუ როგორგაანადგურა საღვთო ძალამ ჩვენი საქმეების მეშვეობით ეშმაკის სისასტიკე; როდესაც ყველგანიქნება აღზევებული ჩვენი სარწმუნოება, მშვიდობა და ერთსულოვნება. ღმერთმა დაგიცვათ,საყვარელო ძმებო“ [26].

თუმცა, წმინდა ათანასემკილიკია მოიხსენა, როგორც ერთი იმ პროვინციათაგანი, სადაც აღდგომის იუდაური გამოთვლების მიხედვით აღნიშვნის ტრადიცია არსებობდა[27]. რეალურად, აქ თანაარსებობდა ორივე ტრადიცია, ისევე როგორც სხვა ბევრ ადგილას,რასაც მოწმობს სოკრატე [28]. ანტიოქიის კრების პირველ კანონში მოიხსენიება ნიკეის კრებისგანსაზღვრების შესახებ, თუმცა მისი შინაარსი მითითებული არ არის; ის ასევე ითვალისწინებსსერიოზულ ზომებს – საეროთა ეკლესიიდან განკვეთა და ღვთისმსახურთა დასიდან განკვეთა- „იუდეველებთან ერთად“ აღდგომის დღესასწაულისაღნიშვნის ამკრძალავი დადგენილების დამრღვევთათვის.

IV საუკუნის მეორენახევარში შედგენილი „მოციქულთა დადგენილებები“ თვალსაჩინოს ხდიან თუ როგორ გადამუშავდა„დიდასკალიის“ ტექსტი და ნიკეის კრების განსაზღვრებასთან თანხმობაში იქნა მოყვანილი.მასში ნათქვამია შემდეგი:

„ამგვარად, თქვენ, ქრისტეს მიერ სისხლითგამოსყიდულო ძმებო, პასექის (აღდგომის) დღეები ზედმიწევნითი სიზუსტითა და სიფრთხილით დღეღამტოლობის შემდეგ უნდა იზეიმოთ,რათა ერთი ვნების ხსენება წელიწადში ორჯერ არ აღსრულდეს, არამედ, რათა ერჯერ მომკვდარსწელიწადში ერთჯერ მოვიხსენიებდეთ, რათა ამიერიდანაღარ ვხედავდეთ იუდეველებთან ერთად დღესასწაულის აღნიშვნას, რადგან ჩვენ მათთანუკვე არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, იმიტომ, რომ ისინი დროის გამოთვლაშიც კი ცდებიანდა მცდარის მართებულად მიჩნევის გამო ყველა მიმართულებით შემცდარნი ჭეშმარიტებისგანაცგანდგებიან.

თქვენ კი ყურადღებით დააკვირდით გაზაფხულისდროის დღეღამტოლობის დაბრუნებას, რომელიც მეთორმეტე თვის, დისტროსის [მარტის], ოცდამეორედღეს სრულდება, მთვარის ოცდამეერთე დღემდე გათვლით, რათა მთვარის მეთოთხმეტე დღე რომელიმესხვა შვიდეულს არ დაემთხვეს და უცოდინრობით შემცდრებმა წელიწადში ორჯერ არ აღვასრულოთპასექი (აღდგომის დღესასწაული) ან ჩვენი უფალი იესოს აღდგომის დღე არ ვიდღესასწაულოთრომელიმე სხვა, თუ არა საუფლო დღეს (კვირა დღეს)“[29].

„მოციქულთა დადგენილებების“ბოლოში არსებული წმ. მოციქულთა კანონები მომდინარეობს იმავე გარემოდან – ჩრდილოეთ სირიიდან.მე-7 კანონში ნათქვამია: „თუეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი აღდგომის წმინდა დღეს იდღესასწაულებს გაზაფხულის ბუნიობისწინ, ურიებთან (იუდეველებთან) ერთად, განიკვეთოს“ [30]. წმ. ეპიფანე უარყოფს რა ავდიელთასექტის პოზიციას აღდგომის დღესასწაულისაღნიშვნასთან დაკავშირებით, ისხენიებს სამ პრინციპს, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონმართლმადიდებლებმა დღესასწაულის თარიღის დადგენისას: სავსემთვარობა, დღეღამტოლობა,კვირა დღე [31].

ამგვარად  Iმსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების ძირითადი დებულებები აღდგომის შესახებ შეიძლება ამგვარი სახით იქნას აღდგენილი: 1. ეს დღესასწაულიაღნიშნული უნდა იქნას მთელი ეკლესიის მიერ ერთსა და იმავე კვირა დღეს; 2. საჭიროა გამოვიდეთგაზაფხულის დღეღამტოლობის შემდგომი სავსემთვარობიდან; 3. ამის შესაბამისად აღმოსავლეთისიმ ეკლესიებმა, რომლებიც ემყარებოდნენ პასექისგამოთვლის იმდროინდელ იუდაურ მეთოდს, უარი უნდა თქვან ამ ტრადიციაზე. სხვამხრივ, კრებააღდგომის თარიღის დადგენის წვრილმანებშიარ შედიოდა და ამდენად, ცხრამეტწლიანი ციკლის გამოყენებასაც არ მოითხოვდა დაჟინებით.როგორც, სრულიად სამართლიანად, შენიშნავს პროფესორი დ. პ. ოგიცკი, „პასქალური გამოთვლებისდეტალური და ამომწურავი რეგლამენტაცია (იულიუსის კალენდრის უზუსტობით გამოწვეული პრობლემისგადაწყვეტა) კრების კომპეტენციაში არ შედიოდა“ [32].

ამის მიუხედავად, თანდათანობით მყარდებოდა მოსაზრება,რომ ალექსანდრიული ცხრამეტწლიანი ციკლი ნიკეის კრების მამათა მიერ არის მიღებული. როგორცჩანს, ასეთი აზრი უკვე წმ. ამბროსის ჰქონდა [33]. ეს შეხედულება საბოლოოდ VI საუკუნისდასაწყისიდან გამყარდა. დიონისე მცირე უაპელაციოდ ამტკიცებდა, რომ ხსენებული ციკლიდადგენილი იყო ნიკეის კრების მამათა მიერ non tam peritia saeculari quam SanctiSpiritus illustratione [არა იმდენად ადამიანური გონით, რამდენადაც სულიწმიდის შთაგონებით][34]. VII საუკუნეში Chronicon Paschale-ს ავტორი ამტკიცებდა, რომ ეს ციკლი, რომელსაცის „გასაოცარსა და დაუვიწყარს“ უწოდებს I მსოფლიო კრებაზე ყოფილა მიღებული სულიწმიდისშთაგონებით (Θεοπνεύστως)[35]. დიონისეს გავლენამდასავლეთი იქამდე მიიყვანა, რომ ცხრამეტწლიანი ციკლი იქ ყველგან გახდა გამოყენებადი.კარლ დიდის მმართველობისას ის მთელი ლათინური ქრისტიანული სამყაროს მიერ იქნა მიღებული.მას შემდეგ, აღდგომის დღესასწაულის ვადებთანდაკავშირებით ლათინურ დასავლეთსა და ბიზანტიურ აღმოსავლეთს შორის სრული თანხმობა სუფევდა.ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 1582 წლამდე, როდესაც რომის კათოლიკურ ეკლესიაში გრიგორიანულიკალენდარი იქნა შემოღებული.

„იუდეველებთან ერთად“ (μετατωνΙουδαιων) აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის აკრძალვა,
„თუ ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი აღდგომის წმინდადღეს იდღესასწაულებს გაზაფხულის ბუნიობის წინ, ურიებთან (იუდეველებთან) ერთად, განიკვეთოს“ [36].

ძველ კანონიკურ ტექსტებში იმას გულისხმობდა, რომ არშეიძლებოდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაიუდაური გამოთვლების მიხედვით, თუმცაღა, იმ შეხედულების საპირისპიროდ, რომელიც უკვემოგვიანებით იქნა ჩამოყალიბებული, ეს სრულიადაც არ გამორიცხავდა თარიღთა შემთხვევითდამთხვევას. ეს, მთელი სიცხადით, გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ IV საუკუნის განმავლობაშიიუდაური პასექი და ქრისტიანული აღდგომა არაერთხელ დაემთხვა [37]. წმ. ათანასე,მოიხსენიებს რა მათ, ვინც აღდგომის თარიღისგანსაზღვრისას იუდაურ გამოთვლებს მისდევენ და რომელთაც ამის კვალდაკვალ „პროტოპასქიტებს“უწოდებენ, არ ამბობს, რომ ისინი დღესასწაულს იუდეველებთან ერთად ერთსა და იმავე დღესაღნიშნავდნენ, არამედ ერთსა და იმავე ვადებში [38]. შუა საუკუნეებში, როდესაც იუდაურპასექსა და ქრისტიანულ აღდგომას შორის დამთხვევა შეუძლებელი გახდაიულიუსის კალენდრის ჩამორჩენის გამო, გავრცელდა აზრი, რომ ასეთი დამთხვევა საეკლესიოხელისუფლების მიერ იქნა აკრძალული; ეს აზრი ეფუძნება გამოთქმის μετατωνΙουδαιων (იუდეველებთან ერთად) ბუკვალურ, მაგრამ მცდარ გაგებას.ამგვარად, ზონარა მოციქულთა მე-7 კანონის კომენტირებისას იუდეველთა შესახებ ამბობს:„საჭიროა, რომ პირველად იყოს მათი არასაზეიმო დღესასწაული (ανεορτονεορτην),და უკვე მას მოჰყვეს ჩვენი აღდგომა“[39]. მათე ბლასტარი, აჯამებს რა იმ ცოდნასა და მოსაზრებებს, რაც მის დროს აღდგომისსაკითხის შესახებ არსებობდა, ნორმათა შორის, რომელთა დაცვაც აუცილებელი იყო აღდგომისთარიღის დასადგენად, მიუთითებს მის იუდაურ პასექთანარდამთხვევას [40].

ნიკეის კრების გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაცპროტოპასქიტები ვალდებულნი იყვნენ უარი ეთქვათ საკუთარ ტრადიციაზე, შესრულებისას სერიოზულწინააღმდეგობებს წააწყდა. ამის გაცილებით უფრო ძველ მოწმობას ანტიოქიის კრების პირველიკანონი წარმოადგენს. თეოდორიტე კვირელი ერთი განდეგილის, სახელად აბრაამის შესახებწერს:

„თავისი უბრალოებით ის თავიდან აღდგომას ვადაზე ადრეაღნიშნავდა, როგორც ჩანს არ იცოდა თუ რა დაადგინეს მამებმა ნიკეაში და ძველი წესისდაცვას ცდილობდა. სიმართლე რომ ითქვას იმ დროს ბევრი სხვაც იყო მსგავს უმეცრებაში“[41].

თუმცა, ზოგიერთისთვის ეს ნიკეის გადაწყვეტილების ცნობიერიმიუღებლობა იყო; ასე იდგა საკითხი ავდიელებთანაც. ისინი იქამდეც კი მიდიოდნენ, რომოფიციალურ ეკლესიას ბრალს სდებდნენ პასქალური გამოთვლების იმპერატორ კონსტანტინეს სასარგებლოდშეცვლაში, რაც, უნდა ითქვას, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო [42]. თუმცა, აღდგომის დროის იუდაური გამოთვლები ქრისტიანულითემისთვის მომხიბლავი იყო, განსაკუთრებით აღმოსავლეთ დიოცეზში, მაშინ, როდესაც ალექსანდრიულიპასქალიით აღდგომა გვიან უწევდა, ანუ დღეღამტოლობიდანერთი თვით გვიან. წარმოიშვებოდა გაუგებრობა. ასე იდგა საკითხი 387 წელს, როდესაც ქრისტიანულიაღდგომა 25 აპრილს მოუწია, მაშინ, როდესაციუდაური პასექის დღესასწაული 20 მარტს აღინიშნებოდა.წმ. იოანე ოქროპირმა, რომელიც იმ დროს ანტიოქიაში ხუცესი იყო, წარმოთქვა ქადაგება Εις τους τα προτα νηστευοντας (წინდაწინ მემარხულეთა შესახებ), სადაც ის საუბრობდანიკეის კრების განსაზღვრებაზე და სუფთა დისციპლინარული თვალსაზრისით მიუთითებდა: „მაშინაცკი თუ ეკლესია ცდება, დროითი სიზუსტის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაცგანყოფისა და განხეთქილების დანაშაული“ [43]. იმ წელს გვიანი აღდგომის შესახებ წარმოთქმულიიქნა კიდევ ერთი საინტერესო ქადაგება. ავტორი, აღმოსავლეთის ეკლესიის უცნობი წარმომადგენელი,ცდილობს დაასაბუთოს აღდგომის დღესასწაულისაღნიშვნის დროის გამოთვლისას დღეღამტოლობის დროის გათვალისწინების სამართლიანობა. ისშემდეგნაირად აჯამებს კანონებს, რომელთა დაცვა საჭიროა აღდგომის თარიღის დადგენისას:

„არსობრივად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, რომ მთვარის14 დღე გაზაფხულის დღეღამტოლობას არ უსწრებდეს, რომ აღდგომის დღედ დადგენილი კვირა დღე დამოუკიდებელი იყოს 14 რიცხვისგან,რადგან ეს 14 საკმაოდ ართულებს საქმეს მათთვის ვისაც გამოთვლა არ შეუძლია. საჭიროა,რომ 14 უწევდეს იმ კვირად [შვიდ დღეს], რომელიც წინ უსწრებს იმ დღეს, რომელიც უნდაიყოს აღდგომის დღე. თუკი ის შვიდიდან ერთ-ერთდღეს ემთხვევა, გადაწყვეტილება ძალიან მარტივია; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ ისკვირადღეს უწევს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ზოგჯერ უშვებენშეცდომას, მიიჩნევენ რა, რომ ეს არ არის მთვარის მე-14 დღე, არამედ მე-15. სწორედ ასეხდება ახლაც“ [44].

ეს ტექსტი გვაჩვენებს, თუ როგორ ესმოდათ და როგორ იყენებდნენნიკეის კრების დადგენილებას აღმოსავლეთში მართლმადიდებლები.

დროთა განმავლობაში პროტოპასქიტების პრაქტიკამ ძალადაკარგა. ყველაფერთან ერთად ამას ხელი სამოქალაქო კანონმდებლობამაც შეუწყო: 413 წლის21 მარტის კანონის თანახმად, ყველა ვინც აღდგომას იდღესასწაულებდა კათოლიკე ეკლესიისაგანგანსხვავებულ დროს, გადასახლებას ექვემდებარებოდა. ეს ნორმა  423 წლის 8 ივნისის სხვა კანონითაც დამტკიცდა[45].


—————————————————————————————————————  
შენიშვნები

1.     სათაურიშერჩეულიჩვენსმიერ (..). ნათარგმნიტექსტიამოღებულიანაშრომისპირველითავისПервый Вселенский Собор, პირველიქვეთავიდანПредварительные замечания. Ход заседанийНикейского Собора დაცაკლესათაურიარაქვს.
2.     Athanasius Alexandrinus. Epistula ad Afros episcopos, 2,RG 26. 1032C.
3.     Eusebius Caesariensis. Historia ecclesiastica V,XXIII-XXV// SC, 41, P. 66-72.  Смчпоэтомувопросу: Strobel A. Ursprung und Geschichte des frühchridtlichrn Osterkalendars // TU, 121. Berlin,1977. S.17-69. По словам Иеремиаса, «в праздновании Пасхи квартодециманами сохраниласьпрактика празднования Пасхи в первохристианской общине» (JeremiasJ. Ladernièrecène. LesparolesdeJésus. Paris, 1972. P. 139).
4.     წმ.იოანედამასკელი.მწვალებლობათაშესახებ (მოკლედ). /სიტყვამართლისასარწმუნოებისა. . IV. გამომც: „ხელოვნება“. თბ. 1992 . გვ. 127. 
5.     ლაოდიკიისადგილობრივისაეკლესიოკრებისმე-7 კანონი.
6.     კონსტანტინეპოლისIIმსოფლიოსაეკლესიოკრებისმე-7 კანონი.
7.     После Исхода месяц авивь то есть месяц колосьев, сталназываться нисан. См.:Haag H. Art. «Pâque» // Dictionnariede la Bible. Paris, 1960. T. 6. Col. 1120-2249.
8.     Grumel V. Le problèm de la date pascale auIIIe et IVe siècles // REB, 17. 1960. P. 165-166.
9.     Эта тема развивалась особенно в одной анонимной проповедиконца IV в.:Homeliepascales, III. Une homélie anatolienne sur ladata de Pâques en I’n 387 / Étude, édition et traduction par F. Floëri et P.Nautin // SC, 47. Paris, 1957.
10. Grumel V. La chronologie. Paris, 1958. P.6-18; Strobel A. Op. cit. S. 122-137.
11. Eusebius Caesariensis. Historia ecclesiasticaVII, XXII, 13-19 // SC, 41. P.225-227. См.:Art.«Meton» // Pauly-Wissowa XV, 2. Col.1458-1466.
12. Grumel V. Art. cit.P.174-176.
13. Epiphanius Constantiensis. Panarium LXX, PG 42, 356C, 357B.Относительновзаимноотношенияэтоготекстаитекста «Дидаскалии» см.: Didascalia et ConstitutionesApostolarum / Ed. F. X. Funk. Paderborn, 1905. Testimonia Veterum. P. 7. См.: также: Strobel A. Op. cit. S. 347-352. Аналогичной позиции придерживалсия некийТрицентийь современник Петра Александрийского (301-311): ChronikonPaschale, PG 92, 73-76.
14. Grumel V. Art. cit.P.168.
15. Primo in loco deobservatione Paschae dominicae: ut uno die, et uno tempore per omnem orbem anobis bservaretur, ut juxta consuetudinem litteras ad omnes tu dirigas[Во-первых, о соблюдении Пасхи Господней: чтобы соблюдалась нами в один день ив одно время по всей земле, чтобы ты направлял всем письма согласно с обычаем](Прав. 1 // SC, 241. P.46). Похоже, что отцы Арльского Собора не отдавали себе в полной мере отчет всложности этой проблемы, которую вполне сознавали на Востоке.
16. Sozomenus. Historia ecclesiastica I, 16, PG67, 912A.
17. Либерий(Воронов), прот. Цит. соч. См.также: Ortiz de Urbina J. Op. cit. P. 295-297.
18. Schmid J. Die Osterfestgabe auf dem erstenallgemeinen Konzil von Nicäa. Wien, 1905. S. 66.
19. Synagoga.P. 156.
20. Прав. 1 // Бенешевич-1906. C. 252.
21. Athanasius Alexandrinus. De synodis, 5, PG 26, 688C.
22. ანტიოქიისადგილობრივისაეკლესიოკრების 1 კანონი.
23. См. по этому поводу:SchwartzEd. ZurGeschichte des Athanasius // Gesammelte Schriften. Berlin, 1959. Bd. 3. S.216-226.
24. Epiphanius Constantinesis. Panarium LXIX, PG 42, 220A.
25. Theodoretus Cyrrehensis. Historia ecclesiastica I, 9 //GCS, 19. P. 41.
26. თეოდორიტეკვირელი.საეკლესიოისტორია. გამომც: „„ახალიივირონი“. თბ. 2008. გვ: 42-45.
27. Athanasius Alexandrinus. De synodis, 5 PG 26, 688BC.
28. Socrates. Historia ecclesiastica I, 18, PG67, 60D.
29. ПостановленияАпостольские. К. V, П. 17.Свято-Троицкая. Сергиева лавра. 2008 г. ст. 126.
30. Бенешевич-1906.C. 63.
31. Epiphanius Constantinesis. Panarium LXX, PG 42, 360A.
32. Канонические нормы православной пасхалии и проблемыдатировки Пасхи в условиях нашего времени // БТ. 1971. Сб. 7. С. 205.
33. Ambrosius Mediolanensis. Epistula XXIII, 1, PL 16,1026-1027.
34. Dionisisu Exiguus. Liber de Paschate, praef., PL 67,485A.
35. См.: PG 92,85A. См.связи с этим замечательную работу: BeaucampJ., BondouxR., LefortJ., RouanMFr., SorlinJ. LeprologuedelaChroniquepascale // TravauxetMémories. Paris, 1979. T. 7. P. 223-301. Всередине IV в. КосьмаИндикоплов писал: «Какой народ, с востока и с запада, с юга и с севера,уверовав во Христа, не предсказывает различными способами бычисления пасхальныепраздники на долгие годы?» (TopographiechrétienneIII, 68 // SC, 141. P. 508-509). Хотелось бы иметь больше данных на этому поводу.
36. წმ. მოციქულთა მე-7 კანონი.
37. Огицкий Д. П.  Канонические нормы православной пасхалии ипроблемы датировки Пасхи в условиях нашего времени // БТ. 1971. Сб. 7. С. 205-207.
38. …Τω καιρωενωποιουσιν οι Ιουδαιοι. Он дабавляет, что удалосьприйти к соглашению: AthanasiusAlexandrinus.Epistulaad Afros episcopos, 2, PG 26, 1032CD.
39. Rhalles-Potles II. P. 10.
40. Syntagmaalfabetica, littera P, cap. 7 // Rhalles-PotlesVI. P. 420.
41. Theodoretus Cyrrhensis. Religiosa historia III, 7, PG82, 1336D.
42. Epiphanius Constantinesis. Panarium LXX, PG 42, 353BC.
43. PG48, 870-871.
44. Unehomélie anatolienne sur la date de Pâques en I’an 387 / Étude, édition ettraduction par F. Flœri et P. Nautin // SC, 47. Paris, 1957. P. 170-171.
45. CTXVI, 6, 6 et 10, 24. P. 883 et 904.


 

Print Friendly

Comments are closed.