ქრისტიანობა და მეცნიერება

ატორი: დიაკონი ანდრეი კურაევი 4 ნოემბერი, 2011 ისტორიისა და კულტუროლოგიის თვალსაზრისით ნათელია, რომ მეცნიერება ეს არის ისტორიული მოვლენა. კაცობრიობის ისტორიაში იყო დიდი პერიოდები, იყვნენ სხვადასხვა კულტურები და ცივილიზაციები, რომლებიც არ იცნობდნენ მეცნიერებას, რომელთაც არ შეუქმნიათ სამყაროს მეცნიერული სურათი. თავად სამყაროს მეცნიერული წარმოდგენა იქმნება საკმაოდ გვიან და გააჩნია ძალიან მკვეთრი სივრცე-დროითი მიკუთვნება. სამყაროს მეცნიერული სურათი იბადება დასავლეთ ევროპაში XVI-XVII საუკუნეებში. ფაქტობრივად ეს პირველი მეცნიერული რევოლუციაა.   საქმე ის გახლავთ, რომ ამ დრომდე იყო პარამეცნიერული წარმოდგენები, მეცნიერებამდელი ცოდნა და ნატურფილოსოფია. მეცნიერებამდელ ცოდნაში ცოტა იყო ბოლომდე სწორი წარმოდგენები ჩვენ სამყაროსა და ადამიანის შესახებ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რეალობის და თვით ბუნების ყველა წარმოდგენაც კი არ არის მეცნიერება. დავუშვათ ჩუკჩა მიდის ტუნდრაში და იგონებს სიმღერას პრინციპით: „ვმღერი იმაზე, რასაც ვხედავ“. და ის მღერის: „ირემი სწრაფია, თოვლი თეთრი“. ცხადია, რომ ეს სავსებით მართალია – ერთიც და მეორეც. ანუ, სამყაროს ის სურათი, რომელიც საკუთარ თავში მან შექმნა, სავსებით მართალია. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ის მეცნიერული სურათია. მეცნიერება არის იქ, სადაც ადამიანს ძალუძს ცხადად მოახდინოს იმ მეთოდების დემონსტრირება, რომელთა მეშვეობითაც მან მოიპოვა ესა თუ ის ინფორმაცია. მეცნიერებაში უმნიშვნელოვანესია, შეგეძლოს მეთოდის დემონსტრირება. უფრო მეტიც, არა უბრალოდ დემონსტრირება: მეცნიერული თეზისები უნდა იყოს ტირაჟირებადი, ისინი განმეორებადი უნდა იყვნენ. მეორე მკვლევარს საშუალება უნდა ჰქონდეს იგივე გზით სვლა, განახორციელოს … Continue reading ქრისტიანობა და მეცნიერება