ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის

george-florovsky1

განვაგრძობთ მე-20 საუკუნის მართლმადიდებელ მოღვაწეთა ბიოგრაფიების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის თანამედროვე პატრისტიკის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის. ამ ციკლის პირველი პუბლიკაცია “ცხოვრება ღირსი აღფრთოვანებისა” (პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ბიოგრაფია), ჩვენს საიტზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.

ამჯერად გთავაზობთ პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის ბიოგრაფიას, რომელსაც ვლადიმერ ლოსკიმ “ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის” უწოდა.

პუბლიკაცია სპეციალურად ბლოგისთვის მოამზადა ბექა ებრალიძემ.

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი დაიბადა  1893 წლის 9 სექტემბერს,  ქალაქ ელისაბედგრადში, მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში.

1894 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ოდესაში, სადაც გიორგის მამა, მღვდელი ვასილი ფლოროვსკი დაინიშნა საკათედრო ტაძრის წინამძრვრად და სასულიერო სემინარიის რექტორად.

გიორგი ფლოროვსკი ჯერ კიდევ სკოლაში შეუდგა  ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ლათინური, ბერძნული და ებრაული (ივრითი) ენების შესწავლას.

1916 წელს დაამთავრა ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი,  სადაც ასევე დაეუფლა ფილოსოფიის ისტორიას.  სტუდენტობისას, ომისა და რევოლუციის წლებში ის ყოველთვის ფიქრობდა ფილოსოფიური გზების რელობაში ასახვაზე.  შემდეგში ის წერდა: „წარსული ბედი რუსილი ღვთისმეტყველებისა, ჩემთვის ყოველთვის იყო ისტორია –  შემოქმედი აწმყოსი, რაშიც უნდა გვეპოვა ჩვენი თავი.“

1920 წელს გიორგი ფლოროვსკის მიენიჭა პრივატ–დოცენტის ხარისხი, მაგრამ ამავე წელს მოუწია ემიგრირება, თავიდან ბულგარეთში, ხოლო მალევე პრაღაში, სადაც მაშინდელი რუსული ინტელიგენციის მრავალმა წარმომადგენელმა ნახა თავშესაფარი. 1922 წელს პრაღაში დაქორწინდა ქსენია სემონოვაზე. ამავე წლიდან  კარლოსის უნივერსიტეტის რუსულ, იურიდულ ფაკულტეტსა და უმაღლეს კომერციულ ინსტიტუში ასწავლიდა რუსული ლიტერატურის ისტორიას.

1923 წელს იცავს სამაგისტრო დისერტაციას თემაზე „გერცენის ისტორიული ფილოსოფია.“ პრაღაში ფლოროვსკი არის წევრი „წმინდა სოფიას საძმოსი“ რომლის დამფუძნებელი დეკანოზი სერგი ბულგაკოვი გახლდათ, შემდეგში მათი შეხედულებები რადიკალურ წინააღმდეგობაში  აღმოჩნდებიან. თანამშრომლობს რუსული ინტელექტუალური ემიგრაციის ევრაზიულ მოძრაობასთან, მაგრამ მალევე იდეური უთანხმოების გამო წყევტს მათთან კავშირს. 1920 წლიდან ფლოროვსკის ასევე ურთიერთობა აქვს ნიკოლაი ბერდიაევთანაც, მაგრამ ეს ურთიერთობაც გაცივდება, რადგან ფლოროვსკი არ ღებულობს ბერდიავეის ფილოსოფიას და აკრიტიკებს მას.

1926 წელს ფლოროვსკი პარიზში ახალგახსნილი საღვთისმეტყველო ინსტიტუტიდან ღებულობს მოწვევას, პატროლოგიის კათედრაზე და ის მიემგზავრება პარიზში. იმ დროისათვის გიორგი ფლოროვსკიმ მოიხვეჭა სახელგანთქმული პატროლოგის სახელი, მიუხედავად იმისა, რომ  მას სპეციალური საღვთისმეტყველო განთლება ამ კუთხთ არ გააჩნდა და თვითნასწავლი გახლდათ. ინსტიტუტის პედაგოგიურ შემადგენლობაში აღმოჩნდნენ როგორც რევოლუციამდელი საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენლები (კარტაშევი, ეპის. ბენიამინი) ასევე „ეკლესიაში დაბრუნებული“ ინტელიგენცია (მამა სერგი ბულგაკოვი, ზენკოვსკი და სხვ.)  გიორგი  ფლოროვსკიმ მათ შორის დაიკავა განსაკუთრებული ადგილი: ერთის მხრივ ის ემხრობოდა კოლეგებს, რომელნიც მიისწრაფოდნენ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების გამოცოცხლებისაკენ, ეკუმენისტური ურთიერთბებისაკენ, მეორეს მხრივ კი ყოველთვის უწევდა ოპონირებას  იმ დროს დომინირებულ რელიგიურ–ფილოსოფიურ მოძრაობა  „სოფიოლოგიას,“ რომელიც დაკავშირებულია ვლადიმერ სოლოვიოვის სახელთან.

1932 წელს  მიტროპოლიტმა ევლოგი გეორგიევსკიმ (პატრიარქის ეგზარქოსი დას. ევროპაში. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო)  გიორგი ფლოროვსკის მღვდლად დაასხა ხელი.

პარიზში მოღვაწეობის წლები ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მამა გიორგის ცხოვრებაში.  სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა მან წიგნები:  „აღმოსავლელი მამები IV საუკუნეში“, „ბიზანტიელი მამები V-VIII საუკუნეებში“   და „რუსული ღვთისმეტყველების გზები.“

იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ ამ წლებში მისი ლიტერატურული მოღვაწეობის აზრი, შეიძლება გავიხსენოთ პატროლოგიის ლექციებზე მისი ყველაზე ხშირი შენიშვნა: „ეკლესიის მამები – ბრძანებდა მამა გიორგი – ყველაზე ხშირად ღვთისმეტყველებდნენ ერესების უარსაყოფად. გამომდინარეობდნენ რა  ქრისტიანული კეთილმაუწყებლობის მცდარი გამოხატვიდან, პოულობდნენ არამცდარ სიტყვებს, ამასთანავე ისე, რომ კი არ ქმნიდნენ ჭეშმარიტებას – რომელიც სწორედ ღვთაებრიობის გამოა ჭეშმარიტება – არამედ გამოხატავდნენ და განმარტავდნენ მას.“ მამა გიორგის ნამდვილად ჰქონდა კონსერვატიული მიდგომა ღვთისმეტყველებისადმი, მაგრამ ამავე დროს თავისუფალი ყოველგვარი ობსკურანტიზმისაგან. იყო რა შესანიშნავი ისტორიკოსიც, ის ყოველთვის უარყოფდა წარსულის სულელურ თაყვანისცემას. მის ძირითად საზრუნავს წარსულისადმი კერპთაყვანისცემა კი არა, აწმყოს პრობელემები წარმოადგენდნენ. წიგნების წერისას ფლოროვსკისთვის ფსიქოლოგიუერ იმპულსს წარმოადგენდა უარყოფა ეგრეთწოდებული „სოფიოლოგიისა,“ მის ყველა გამოვლინებებში, განსაკუთრებით მის მთავარ წარმომადგენელთა – ვლადიმერ სოლოვიოვის, მამა სერგი ბულგაკოვისა და მამა პავლე ფლორენსკის შრომებში. მისთვის რუსული სოფიოლოგია წარმოადგენდა გერმანული იდეალიზმის სახესხვაობას, თავისებურ გნოსტიციზმს და ფილოსოფიის არაკანონიერი გამოყენების მცდელობას, ქრისტიანული დოგმატების გამოსახატავად. როგორც ჩანს გიორგი ფლოროვსკიმ იმიტომ დაიწყო ეკლესიის მამათა შესწავლა, რომ „სოფიოლოგები“ ცდილობდნენ ეს მიმდინარეობა ტრადიციულად წარმოეჩინათ, ხოლო ფილოსოფიის მათეული გამოყენება – წმიდა მამათაგან აპრობირებულად.  ფლოროვსკისათვის პატრისტიკით დაინტერესების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა მცდელობა ეპოვა საიმედო გასაღები, საერო ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის დამოკიდებულებისათვის.   „მამათა  ნაწერები – წერდა მამა გიორგი – არის არა მხოლოდ ხელშეუხებელი საგანძური ტრადიციისა…  მამათა ნაწერები ჩვენ გვევლინება შემოქმედებით შთაგონებად, ქრისტიანული სიმამაცისა და სიბრძნის მაგალითად… გზად ახალი ქრისტიანული სინთეზისაკენ, რმლისაც ეძებს თანამედროვე ეპოქა.  დადგა დრო გავაეკლესიუროთ ჩვენი  აზროვნება, აღვადგინოთ ჩვენთვის წმინდა და მადლმოსილი საეკელსიო აზროვნების საფუძვლები.“

1939 წლის ზაფხულში ომის დაწყებამ მამა გიორგის ბელგრადში მოუსწრო, ეს ის დროა როდესაც მისი „რუსული ღვთისმეტყველების გზები“ ახალი დამთავრებულია. გამომცემლობა განადგურდა გერმანული ბომბებისაგან და მისი წიგნი ბიბლიოგრაფიულ იშვითობად იქცა.  ომის წლების იუგოსლავიაში გატარების შემდეგ მამა გიორგი 1944 წელს აღმოჩნდება პრაღაში –  ძმასთან, ხოლო 1945 წელს, როგორც იქნა ბრუნდება პარიზში. რადგანაც პატროლოგიის კათედრა უკვე დაკავებული ჰქონდა არქიმანდრიტ კიპრიან კერნს, მამა გიორგიმ დაიწყო სწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველებისა.  1948 წელს ამერიკის მიტროპოლიტის თეოფილეს მიწვევით ის გაემგზავრა ნიუ იორკში,  წმინდა ვლადიმირის სასულიერო სემინარიაში, სადაც გახდა პროფესორი, მოგვიანებით კი დეკანი.

ფლოროვსკი, როგორც ცნობილი და ავორიტეტული ღვთისმეტყველი ღებულობდა მონაწილეობას ამერიკის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, კითხულობდა უამრავ ლექციას და ბეჭდავდა სტატიებს. თუმცაღა მსხვილი კვლევები მას მეტად აღარ დაუწერია. ეკუმენურ მოძრაობაში მას მიიჩნევდნენ თითქმის ერთპიროვან და თვითკმარ მართლმადიდებლობის ხმად. ის იყო რა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შექნის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გახდა, მისი ერთერთი დამაარსებელი.

მამა გიორგი ფლოროვსკი ავტორიტეტი არ იყო მარტო საეკლესიო და ეკუმენური წრეებისათვის. სლავისტები და რუსეთის ისტორიკოსები, რომელნიც იცნობდნენ მის “გზებს“ აღიარებდნენ მის დამსახურებასა და ნიჭს. სიცოცხლის ბოლოსთვის მისი სამუშაო სტაჟი შემდეგი საპატიო წოდებებს მოიცავს: წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუსტის პროფესორი პარიზში (1926193919471948)  ღვთისმეტყველების დოქტორი «honoris causa» ედიბურგის წმინდა ანდრიას უნივერსიტეტში (1937)  ნიუ იორკის წმინდა ვლადიმირის სასულიერო სემინარიის პროფესორი და დეკანი (19481955) ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი (1956 –1964). 1964 წლიდან მამა გიორგი გადის პენსიაში და პრისტონის უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად კითხულობს ლექციებს.

მამა გიორგი ფლოროვსკი – „ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის“ (ვ. ლოსკის შეფასებით )1979 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა პრისტონში.  დაკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ტრენტონთან მდებარე წმინდა ვალდიმირის ეკლესიის სასაფლაოზე.

Print Friendly

Comments are closed.