წარმოგიდგენთ სტატიას, რომელიც დაიბეჭდა ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში ემაოსი (N1). სტატია ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს – მართლმადიდებლურკათოლიკურ დიალოგს და 1965 წლის ისტორიულ მოვლენას, როდესაც ამ ეკლესიებმა, მათ საჭეთმპყრობელთა ( კონსტანტინეპოლის პატრიარქი ათენაგორა და რომის პაპი პავლე VI) მეთაურობით ერთმანეთს მოუხსნეს 1054 წელს წარმოთქმული საბედისწერო ანათემები.
მართლმადიდებლურკათოლიკური დიალოგის განახლება
(2004 წლის) ივნისის ბოლოს პაპმა იოანე პავლე II რამდენიმე ით უმასპინძლა მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I. ეს ვიზიტი დაკავშირებული იყო იმ ისტორიული შეხვედრის 40 წლიან იუბილესთან, რომელიც 1964 წლის იანვარში შედგა პაპ პავლე IIსა და პატრიარქ ათენაგორა I- შორის. ის შეხვედრა ახალი ერის დასაწყისს წარმოადგენს წმინდა საყდარსა და ფანარს[***1] შორის ურთიერთობებში და კულმინაციას 1965 წლის დეკემბერში მიაღწია, როდესაც მონაწილეებმა საზეიმოდ გააუქმეს 1054 წლის ურთიერთანათემები.
ბართლომე I გამოვიდა წინადადებით, აღმდგარიყო ის ოფიციალური თეოლოგიური დიალოგი რომის კათოლიკურ და აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომელიც 1979 წელს დაიწყო და 2000 წლის ბალტიმორის შეხვედრის შემდეგ ფაქტობრივად შეწყდა. იმის მიუხედავად, რომ უნიატობის პრობლემის გამწვავებამ მართლმადიდებლების უკმაყოფილება გამოიწვია და მოლაპარაკებების პროცესი დაამძიმა, მართლმადიდებლებს დიალოგის შეწყვეტის სურვილი არ ჰქონიათ. თავის მხრივ, იოანე პავლე II მსოფლიო მართლმადიდებლობას მიმართა, გაეგრძელებინა ეკლესიათა შერიგებისა და თანამშრომლობის გზაზე სიარული. ამავე დროს, პაპმა სინანული გამოთქვა წარსული სამწუხარო ამბებისგამო, როგორიც არის ლათინი ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღება და გაძარცვა 1204 წელს.

პატრიარქმა ბართლომე Iმა ხაზი გაუსვა ორ ეკლესიას შორის ურთიერთობაში კონკრეტული საქმეების მნიშვნელობას. 29 ივნისის მესაზე (წირვაზე) წმინდა პეტრეს მოედანზე, მართლმადიდებელთა წინამძღოლმა ქადაგება წარმოთქვა, თუმცა ზიარებისას საკურთხეველს განეშორა. კიდევ ერთი კეთილი საქმე, რაც გაკეთდა, იყო რომში წმინდა თეოდორეს განახლებული ეკლესიის მართლმადიდებელთათვის გადაცემა. ოფიციალური

დიალოგის კომისიის ახლადდანიშნული თანათავმჯდომარეები, პერგამონის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი და კარდინალი ვალტერ კასპერი სამუშაო შეხვედრაზე დაადგენენ თეოლოგიური დიალოგის შემდგომი განვითარების კონკრეტულ პროგრამას.

კატჰპრესს, # 28., ივლისი 2004

პაპ პავლე VIსა და პატრიარქ ათენაგორა Iის ერთობლივი განცხადება ეკლესიის ხსოვნიდან და წიაღიდან 1054 წლის ანათემების წარხოცვის გადაწყვეტილებების შესახებ[***2]

1965 წლის 7 დეკემბერი

1. ღვთისადმი მადლიერებით აღვსილთ, რადგან გამოუთქმელი მოწყალებით უბოძა შეხვედრა წმინდა მიწაზე სადაც უფალ იესოს სიკვდილსა და აღდგომაში აღსრულდა ჩვენი ცხონების საიდუმლო და სულიწმიდის გადმოღვრამ დასაბამი დაუდო ეკლესიას _ პაპ პავლე VIსა და პატრიარქ ათენაგორა I- არ დავიწყებიათ აღთქმანი, რომ გამოიყენებენ ყოველ შესაძლებლობას და ივლიან რომაულკათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების და ყველა ქრისტიანთა სიყვარულით შთაგონებული ურთიერთობის განახლებისაკენ, რათა გადაილახოს უთანხმოებანი და ყველანი კვლავ გახდნენ ერთიროგორც შესთხოვდა მათთვის უფალი იესო თავის მამას.

2. ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებულ ძმურ ურთიერთობათა შემდგომი განვითარების გზაზე არსებულ დაბრკოლებათა შორის არის იმ გადაწყვეტილებათა, ქმედებათა და მოვლენათა სავალალო ხსოვნა, რომელთა შედეგი იყო 1054 წლის ანათემები, წარმოთქმული პატრიარქ მიქაელ კერულარიუსის და კიდევ ორი პირის წინააღმდეგ, წმინდა საყდრის დელეგატთა მიერ, რომელთაც კარდინალი ჰუმბერტი თავკაცობდადა რომელთა წინააღმდეგ წარმოთქვა ანათემა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა და სინოდმა.

3. ყოველივე ეს მოხდა და ჩვენ ვერაფერს შევცვლით იმ შფოთიანი და ბუნდოვანი ეპოქის მოვლენებში. მაგრამ დღეს, როდესაც მშვიდად და განუკერძოებლად ვუყურებთ ამ მოვლენებს, საჭიროა ვაღიაროთ ის უმართებულობანი, რომლებითაც აღინიშნენ მიღებულ გადაწყვეტილებები. მათი შედეგებირამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთგაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ და ისურვებდნენ მოვლენათა მონაწილენირომელთა განჩინებანი
კონკრეტულ
პირთა და არა ეკლესიათა წინააღმდეგ იყო გამოტანილი. მათი მიზანი არ იყო რომისა და კონსტანტინეპოლის კათედრებს შორის საეკლესიო კავშირის გაწყვეტა.

4. ამიტომ, პაპი პავლე VI და პატრიარქი ათენაგორა I თავისი სინოდით, იმ რწმენით, რომ გამოხატავენ საყოველთაო სწრაფვას სამართლიანობისაკენ და თავიანთი ეკლესიების სამრევლოთა სიყვარულს, იგონებენ რა უფლის მცნებას: – “თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენ ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი” (. 5:23-24), – სრული ერთსულოვნებით აცხადებენ:

) რომ ისინი წუხან შეურაცხმყოფელი სიტყვების, დაუსაბუთებელი ბრალდებების და დასაგმობი ქმედებების გამო, რომელთაც ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან და რომლებიც იმ ეპოქის სავალალო მოვლენებს ახლდა;

) რომ ისინი წუხან ანათემათა გამო, რომელთა ხსოვნა ცოცხალია დღესაც და აფერხებს სიყვარულზე დაფუძნებულ დაახლოვებასწარხოცავენ მათ ეკლესიის ხსოვნიდან და წიაღიდან და სრულ დავიწყებას მისცემენ მათ;

) და ბოლოს, ისინი წუხან შემდგომ სავალალო მოვლენათა გამო, რომელთა შედეგი იყოსხვადასხვა ფაქტორთა, უმთავრესად ურთიერთგაუგებრობისა და უნდობლობის გავლენითეკლესიათა შორის ურთიერთობის სრული გაწყვეტა.

5. პაპი პავლე VI და პატრიარქი ათენაგორა I წმინდა სინოდთან ერთად აცნობიერებენ, რომ სამართლიანობის და ურთიერთშენდობის ეს ჟესტი სრულად ვერ აღმოფხვრის რომაულკათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებულ უთანხმოებებსეს შესაძლოა მხოლოდ სულიწმინდის შემწეობით, გულთა განწმენდით, ისტორიული დანაშაულის აღიარებით და მონანიებით, მოციქულებრივი რწმენის და მის მოთხოვნათა მართებული გააზრებისაკენ ერთსულოვანი სწრაფვით.

მიუხედავად ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ჟესტი ნებავს ღმერთს, რომელიც მზად არისმოგვიტევოს, თუ ჩვენ მივუტევებთ ერთმანეთს; რომ იგი დაფასებული იქნება მთელი ქრისტიანული სამყაროს დაპირველ რიგშიკათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების მიერროგორც შერიგების ერთსულოვანი, გულწრფელი ნების გამოხატულება და მოწოდება დიალოგის გაგრძელებისაკენ; დიალოგისა, რომელიც წარიმართება ნდობით, ურთიერთპატივისცემით და სიყვარულით; რომელსაც, ღვთის შემწეობით, მოყავს მონაწილენი სულის გადარჩენისაკენ, ღვთის სასუფევლისაკენერთი რწმენით, ძმური ერთსულოვნებით და საიდუმლოებებში თანაზიარებით, რაც იყო მათ შორის ეკლესიის არსებობის პირველ ათასწლეულში.

თარგმნა რუსუდან ავალიშვილმა

[***1] წმინდა საყდარი (ტახტი) არის ვატიკანის სახელმწიფოს

ოფიციალური სახელი. ფანარი არის უბანი სტამბულში, სადაც

კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეზიდენციაა განთავსებული.

[***2] იბეჭდება ჟურნალიდანდიალოგი” # 1, 2004