სააგენტო ipn– ის ცნობით, ბერლინის კლინიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, „ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა“. მათივე განმარტებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.