პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევი კრეტაზე მიმდინარე აქციების შესახებ

23/06/2016
By

b376a5e68a527a874fd2c20f72088887კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მოაწყეს საპროტესტო აქცია, პატრიარქ ბართლომეოსის წინააღმდეგ. როგორც “რუსული პლანეტა” იტყობინება პიკეტები შეინიშნება კრეტის მართლმადიდებელი აკადემიის მიმდებარედ, სადაც მიმდინარეობს საერთო მართლმადიდებლური კრება.

აქციის აქტივისტები “მართლმადიდებელი სარწმუნოების ღალატში” ადანაშაულებენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს იმდენად, რამდენადაც იგი გამოდის მოწოდებებით, რომ მოხდეს მართლმადიდებლობის აღრევა კათოლიციზმთან და პროტესტანტიზმთან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა нсн-ს განუცხადა, რომ მსგავსი სახის საპროტესტო აქციები ეწინააღმდეგება ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას.

“წინა კვირას, პატრიარქმა კირილემ ორი მისასალმებელი ხასიათის წერილი გაუგზავნა კრებას და კონკრეტულად პატრიარქ ბართლომეოსს, გარდა ამისა,მანამდე, წინა კვირის დასაწყისში პატრიარქმა კირილემ ანგელოზის დღე მიულოცა პატრიარქ ბართლომეოსს. აღსანიშნავია, რომ მისი კომპლიმენტები ჩვეულებრივზე უფრო აღმატებული იყო. ჩვენი ეკლესიის მიზანი ის არ გახლავთ, რომ შეიქმნას  ახალი,ბერძნულისაგან განსხვავებული კონფესია”. – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოდიაკონმა.

კურაევმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი არასდროს არ გამოდიოდა მსგავსი  მოწოდებებით, რომ მოხდეს აღრევა მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმისა.

“მას არასდროს არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა აღერიოს კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს. იგი მხოლოდ თანამშრომლობისათვის იღწვის. ამასთან   ერთად ბოლოს რომის პაპს ჩვენი პატრიარქი შეხვდა და არა ბართლომეოსი. აქცის აქტივისტებ,რომელნიც კრეტაზე ატარებენ აქციებს, არასწორად აჟღერებენ  ბართლომეოსის პოზიციას.

ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს დათვური სამსახურის გაწევაა, თუმცა შესაძლებელია ეს ყოველივე ცბიერი თამაში იყოს საპატრიარქოს მხრიდან”- აღნიშნა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა.

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა.

წყარო

Print Friendly

Comments are closed.