ინტერვიუ ანგელა მერკელთან

27/09/2015
By

Angela_Merkel_1-600x450სექტემბრის დასაწყისში ანგელა მერკელი ბერნის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ცერემონიის შემდეგ დისკუსია გაჩაღდა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ დისკუსიიდან.

-ქალბატონო კანცლერო, სულ ახლახანს თქვენ ახსენეთ სიტყვა პასუხისმგებლობა, ლტოლვილების ამ ისტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები – აქ, ევროპაში. სირიელი ლტოლვილების სახით, და სხვა ქვეყნებიდანაც, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოემგზავრება ჩვენთან, ისინი ისლამურ კულტურას მიეკუთვნებიან. ჩემს წინ გამომსვლელი ჟურნალისტი შეეხო შემდეგ თემას: ევროპაში ეშინიათ ისლამიზაციის, რომელიც სულ უფრო მეტ ძალას იკრებს. ამ ფონზე როგორ აპირებთ ევროპისა და ჩვენი კულტურის დაცვას?

– მე ვფიქრობ, რომ, ჯერ ერთი, ისლამიზმი და ისლამური ტერორი უკავშირდება იმ მოვლენებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული სირიაში, ლიბიაში, და სამხრეთ ირანში, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირმაც შეიტანა ამაში თავისი წვლილი, განათავსა რა უამრავი მეომარი ისლამისტთა შორის. ჩვენ არ შეგვიძლა ვთქვათ, რომ არ გვაქვს არანაირი კავშირი ამ ფენომენთან, პირიქით, ამ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც ხშირად ძალიან ახალგაზრდები არიან, გაიზარდნენ ჩვენს ქვეყნებში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც გვაქვს ამაში წვლილი შეტანილი.

მეორეც, შიში არასდროს არ ყოფილა კარგი მრჩეველი, არც პირად, არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არა მგონია მომავალი ჰქონდეთ იმ კულტურებსა და საზოგადოებებს, რომლებიც შიშს ეფუძვნებიან.

და მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიაში ბევრი მუსლიმია. ჩვენთან დისკუსიაა იმის შესახებ, არის თუ არა გერმანიაში ისლამის ადგილი. მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც ქვეყანაში ცხოვრობს 4 მილიონი მუსლიმი, უაზრობაა იმაზე კამათი, რომ მუსლიმები გერმანიის ნაწილნი არიან, ხოლო ისლამი – არა. ან, შესაძლოა ისლამი მაინც არის გერმანიის ნაწილი…

მაგრამ, რადგან მატულობს ამგვარი სახის მღელვარება, მე გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ განვაცხადოთ ჩვენი რელიგიის შესახებ, ამის საშუალებაც გვაქვს და თავისუფლებაც, თუ ჩვენ მისი აღმსარებლები ვართ და თუ ჩვენ მორწმუნე ადამიანები ვართ.

მე ხელს არ მიშლის, რომ ვიღაც ისლამის მიმდევარია, მე ამისთვის არ გავკიცხავ მას. მაგრამ მოდით ჩვენც მოვიკრიბოთ სულიერი ძალა და ვთქვათ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მოვიკრიბოთ სულიერი ძალა და ვთქვათ, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგში შესვლისთვის. კიბატონო, ჩვენც ხომ გვაქვს დრო, რომ დრო და დრო ეკლესიაში ვიაროთ მსახურებაზე, ან ცოტათი მაინც ვერკვეოდეთ ბიბლიაში, და შესაძლოა სხვა დროს ტაძარში არსებული გამოსახულებების ახსნაც შევძლოთ.

როგორმე მიეცით გერმანიაში ხალხს ‘საშინაო დავალება’, დაწერონ იმის შესახებ, თუ რა არის სამება – და, მე ვფიქრობ, ნახავთ, რომ დასავლეთში ქრისტიანობის შესახებ ცოდნა, სასურველია რომ იყოს უკეთესი. ჩემი აზრით, ამის შემდეგ უცნაურია იმაზე ჩივილი, რომ მუსლიმები უკეთესად ერკვევიან ყურანში. შესაძლოა ამ დისკუსიამ ჩვენ გვიბიძგოს, რომ ჩვენი ფესვებით დავკავდეთ და მათ შესახებ ოდნავ უფრო მეტი გავიგოთ.

ამგვარად, მე ამ კამათს თავდაცვითს დავარქმევდი. აუცილებელია ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ შეიარაღება, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, ევროპული ისტორია ისე მდიდარია დრამატული დაპირისპირებებით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და არ ვიჩქაროთ ჩივილი, თუ სადმე დედამიწაზე დხება რაღაც ცუდი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გადავლახოთ. მაგრამ, უნდა ვთქვა, რომ სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი ჩვენ არ გვაქვს. ამას გეუბნებით, როგორც გერმანიის კანცლერი.”

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.