მზადება 325 წლის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავის იუბილესათვის

the_first_council_of_nicea1ოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა განაცხადა რომ დაიწყო მზადება 2025 წლის დიდი იუბილესათვის, რომელიც მიეძღვნება 325 წელს პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავს.

იერუსალიმიდან დაბრუნებულმა მსოფლიო პატრიარქმა გამოაცხადა, რომ მზადდება ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები.

ნიკეაში ანუ დღევანდელი იზნიკში (Iznik; თურქეთი) კონსტანტინეპოლიდან  130 კმ-ის დაშორებით, 325 წელს ჩატარდა პირველი მსოფლიო კრება, რომლის აღსანიშნავ იუბილეზე შეიკრიბებიან ქრისტიანები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, როგორც მაშინ პირველი მსოფლიო კრების დროს – აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა; ამას გარდა მომავალ წელს იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III მიწვევით გაიმართება შერეული კომისიების სხდომები, ხოლო ორ  წელიწადში კი, კერძოდ 2016 წელს დიდი პანორთოდოქსალური კრება გაიმართება კონსტანტინეპოლში.

წყარო: http://www.asianews.it/ 

Print Friendly

Comments are closed.