პაპ ფრანცისკეს 5 ოქტომბრის საკვირაო აუდიენციის მიმართვა

ოთხშაბათს ,,General Audience’’-ში პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანში თავის ბოლოდროინდელ ვიზიტზე.

წმინდა მამამ განაცხადა: ,,ამ ვიზიტმა შეავსო ჩემი სომხეთში სტუმრობა (2016 წლის ივნისი) და ამისრულა სურვილი, რომ მომენახულებინა კავკასიის სამი ერი, რათა შევწეოდი კათოლიკე თემს და გამემხნევებინა ხალხი ძმობისა და მშვიდობისაკენ სავალ გზაზე.’’ პაპმა თავისი მიმართვა ლოცვით შეაჯამა: ,,ღმერთმა დალოცოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და უწინამძღვროს მის წმინდა ხალხს საკუთარ ქვეყნებში.’’

პაპ  ფრანცისკეს  5 ოქტომბრის  საკვირაო აუდიენციის  მიმართვა:

,,ძვირფასო ძმებო და დებო, ვმადლობ ღმერთს რომ მომმადლა ჩემი ბოლოდოინდელი ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში. მე კვლავ გამოვხატავ  მადლიერებას ორივე ქვეყნის სამოქალაქო და რელიგიური მეთაურებისადმი, განსაკუთრებით კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-სა და კავკასიის მუსლიმთა შეიხისადმი. ,,ამ ვიზიტმა შეავსო ჩემი სომხეთში სტუმრობა (2016 წლის ივნისი) და ამისრულა სურვილი, რომ მომენახულებინა კავკასიის სამი ერი, რათა შევწეოდი კათოლიკე თემს და გამემხნევებინა ხალხი ძმობისა და მშვიდობისაკენ სავალ გზაზე. საქართველოსა და აზერბაიჯანში სიამოვნება მომანიჭა უძველესმა ისტორიულმა, კულტურულმა და რელიგიურმა ფესვებმა. ამ ქვეყნებმა სულ ახლახანს აღნიშნეს დამოუკიდებლობის 25 წელი და დღეს  უმკლავდებიან თანამედროვეობის მძლავრ გამოწვევებს. კათოლიკე ეკლესია მოწოდებულია მათთან სიახლოვისთვის, განსაკუთრებით საქველმოქმედო სფეროში და ადამიანური  რესურსის განვითარებისთვის, ასევე  ეკლესიებთან და ქრისტიანულ თემებთან ურთიერთობისთვის  და სხვა რელიგიურ თემებთან დიალოგისთვის. საქართველოში ბუნებრივია  ვთანამშრომლობთ  მართლმადიდებელ ძმებთან და დებთან, ხოლო  აეროპორტში ჩემი ჩასვლისას პატრიარქ ილია II-ს ყოფნა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, ისევე როგორც ჩვენი სტუმრობა საპატრიარქო კათედრალში და შეხვედრა, რომელიც ძალზედ ამაღელვებელი გახლდათ. ჩვენი ერთობა ჩანს იმ სისხლში, რომლებიც სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მრავალმა მოწამემ დაღვარა, განსაკუთრებით კი ასირო-ქალდეური წესის ქრისტიანების, რომელთან ერთადაც ვლოცულობდით სირიაში, ერაყსა და მთელ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის. აზერბაიჯანში, მუსლიმურ წამყვან ქვეყანაში შევძელი მონაწილეობა მიმეღო ინტერრელიგიურ შეხვედრაში და ჩავატარე მესა კათოლიკე მცირე თემთან ერთად.  რწმენითი კავშირი ღრმად მსჭვალავს ჩვენს შეხვედრებს და დიალოგს ყველასთან ვისაც ღმერთის სწამს, ამგვარად შეგვიძლია ერთად  ავაშენოთ უფრო სამართლიანი და ძმური მსოფლიო. ღმერთმა დალოცოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და უწინამძღვროს ამ ქვეყნების წმინდა ხალხს!’’

 

წყარო

http://en.radiovaticana.va/news/2016/10/05/general_audience_english_language_summary/1262944

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

Print Friendly

Comments are closed.