3 search results for "ნინო ჯანჯღავა"

უდანაშაულოთა ტანჯვა, ანუ რის გამო იტანჯებიან ბავშვები

_Izbienie_mladentsev_Kodeks_Gertrudi_X_vekავტორი – მოსკოვის სასულიერიო აკადემიის პროფესორი ალექსეი ოსიპოვი

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ნინო ჯანჯღავამ

მიზეზი იმისა, რომ მე ღვიძლის ცეროზი მაქვს, მარტივი აღმოჩნდა –  მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი სპირტი დავლიე. ვსვამ, ვსვამ, ვსვამ ბოლოს კი, ღვიძლის ცეროზი და ვამბობ: „ეჰ, ეს ღმერთმა დამსაჯა!“

ნუთუ ღმერთმა დამსაჯა? არა, რა თქმა უნდა! მაგრამ ამას ჩვენ ვხედავთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ავადმყოფობის მიზეზი ვიცი. როდესაც ადამიანი იტყუება, ვერაგობს, თვალთმაქცობს, იპარავს (უკვე არ ვამბობ იმას, რომ კლავს. მე ვიძახი ისეთ მოვლენებზე, რომლებიც უხილავია სხვებისათვის), გმობს, თავს იკატუნებს, ცბიერობს – ამას ვერავინ ხედავს, ყველაფერი მასში ხდება. გარეგნულად წესიერი ადამიანი ვარ, ჩემი ქმედებანი უნაკლოა. და შიგნით რა? ასე იყოს, სხვები ვერ  ხედავენ, მაგრამ საშინელებაა, რომ მე ვხედავ. და მაშინ როდესაც მე მემართება რაღაცა, რასაც ჩვენ ნაღველს და ტანჯვას ვარქმევთ, მე გაკვირვებული ჩემს თვალებს ზეცისკენ აღვაპყრობ და ვიძახი: „ღმერთო,მე რისთვის დამსაჯე?! მე, ასეთი სუფთა და მშვენიერი!“ Read more »

ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან – ეს სიყვარულის საკითხია და არა მოვალეობის.

მიტროპოლიტი აფანასი (ნიკოლაუ) ლიმასოლელი

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ნინო ჯანჯღავამ

როდესაც ადამიანს თავისი თავის შეცვლა უნდა, ის ერთ შედომას უშვებს, რომელსაც საღვთისმეტყველო წრეებსა და საკვირაო სკოლებშიც კი უშვებდნენ – ის მორალის ქადაგებას იწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიღაც ეკლესიას უახლოვდება, ასეთი ქრისტიანები მას ეუბნებიან: „დაუკვირდი და ცუდი საქმეები არ გააკეთო, ცუდ ადგილებში არ იარო  და ცუდი სიტყვები არ თქვა“. მთელი ეს მორალი ავადმყოფურია, ანტიზნეობრივია და საკითხის  არამართლმადიდებლური გაგებაა, პურიტანობაა, პიეტიზმია, რომელიც მხოლოდ ხედვით რეზულტატზეა ორიენტირებული. ეკლესიის მამები კი ამით არ იყვნენ დაინტერესებულები, ისინი სიღრმეში იყურებოდნენ. Read more »

ქართული კანონიკური გალობის განვითარების პრობლემები

ნინო ჯანჯღავა

კომპოზიტორი, მგალობელი

ქართული საეკლესიო გალობა საქართველოში წლების მანძილზე ვითარდებოდა. განვითარების უმაღლეს საფეხურს შუა საუკუნეებში მიაღწია და ამის შემდეგ მისი განვითარება შეწყდა, რაც იმ ისტორიულმა არეულობამ განაპირობა, რასაც საქართველოზე განხორციელებული შემოსევების ისტორია ქვია.
დღეს ბევრი საუბრობს კანონიკურ გალობაზე. ბევრს მიაჩნია, რომ ძირფესვიანად აქვს შესწავლილი და შეუძლია ახლა სხვასაც ასწავლოს, მაგრამ სამწუხაროდ ის ცოდნა რაც ამ სფეროშია დაგროვილი ზედაპირული და მწირია. დღეს კი, როდესაც ჩვენი ეკლესია ასე ძლიერია, დროა ცოდნას მოკლებული საუბარი კალაპოტს მიეცეს. დროა გამოიცეს და საზოგადოებას ემცნოს იმის შესახებ, თუ რა დანიშნულება აქვს გალობას ეკლესიაში, რა ფუნქცია ეკისრა და რა აკისრია და რისი მტვირთველი უნდა იყოს ის. Read more »