ქრისტიანული ფასეულობები და სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა

16/10/2017
By

Chavchavadze_Ilia_rectoქრისტიანული ფასეულობები და საქართველოს თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკური მოწყობა ილია ჭავჭავაძის მიხედვით

ავტორი: თეიმურაზ ბუაძე

 ( სტატია ჟურნალიდან “გული გონიერი”) 

ვერავინ უარყოფს, რომ საქართველოს პოლიტიკურ-სოციალური მოწყობის ილია ჭავჭავაძისეული პროექტი ახლაც ინარჩუნებს გადამწყვეტ მნიშვნელობას. ამ პროექტის არსი შეიძლება გამოიხატოს მისივე ფორმულით – „ქართული გული და ევროპული ტანსაცმელი“, რომელიც ჟურნალ „გული გონიერის“ წინამდებარე ნომრის მასალებსაც თემატურად აერთიანებს. Read more »

მარადიული კითხვები ( ქართული თარგმანი)

10/10/2017
By

მენ

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი

1989 წლის 6 ნოემბერს მამა ალექსანდრე მენი რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხზე გამოვიდა. მან წარმოთქვა წინამდებარე ტექსტი, რისთვისაც დათმობილი ჰქონდა ათი წუთი. ამ მცირე დროში მას უნდა მოესწრო ყველაზე მთავრის და არსებითის თქმა, ოღონდ ისე, რომ ღმერთი არ უნდა ეხსენებინა. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ, მართლაც, ტექსტში არსად არ არის ნახსენები სიტყვა „ღმერთი“, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იგი მთლიანად ღმერთს ეძღვნება. მასში ღვთის შემეცნების გზასა და ადამიანის უმეცრებაზეა საუბარი. (მთარგმნელი)

Read more »

თეოდიცეა: ტანჯვის პრობლემა ქრისტიანულ თეოლოგიაში

21/09/2017
By
4729__437bd7e8472c4ავტორი: თინიკაშვილი დავით
„მთელი სამყაროს შეცნობაც არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს… ღმერთს კი არ უარვყოფ ალიოშა, მხოლოდ ბილეთს ვუბრუნებ მოწიწებით“.
ივანე კარამაზოვი  [1]
„ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას პროტესტი, მაგრამ ეს მისი ბოლო სიტყვა არ უნდა იყოს“.
ჰანს კიუნგი [2]
„უკვე აღარ შეიძლება ბოროტებისა და სიკვდილის არსებობის გამო მხოლოდ მისი [ღმერთის] დადანაშაულება, რადგან თავადაც იტანჯა და მოკვდა“.
ალბერ კამიუ [3]
წინასიტყვა
შეუძლია თუ არა რელიგიას დამაჯერებელი ნარატივი შესთავაზოს თანამედროვე ადამიანს სამყაროში ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით? შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ  საკითხზე რელიგიური მოძღვრების მიღება-გათავისება თანმიმდევრული ლოგიკური მსჯელობით? დასავლურ შუა საუკუნეებში სქოლასტიკური თეოლოგია სწორედ რაციონალური არგუმენტებითა და ლოგიკის დახმარებით ცდილობდა რელიგიური შინაარსების გადმოცემას. აღმოჩნდა თუ არა ეს ეფექტური ან საკმარისი სხვადასხვა თეოლოგიური საკითხების გააზრებისთვის?

Read more »

ჩემი მრწამსი

11/09/2017
By

n70n-s24დეკანოზი ალექსანდრე მენი

თქვენ მთხოვეთ, ჩამოგიყალიბოთ ჩემი მრწამსი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქრისტიანისა და, რაღა თქმა უნდა, თითოეული მღვდლის მრწამსი სარწმუნოების სიმბოლოშია გამოთქმული, თქვენი შეკითხვა მაინც სრულიად კანონზომიერია, რადგანაც ქრისტიანობა ამოუწურავია. ჯერ კიდევ მოციქულთა ეპიქაში ჩვენს წინაშეა ქრისტიანობის ურთიერთშემავსებელი ტიპების მთელი სპექტრი. მაშ, ასე: მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვაღიარებ ქრისტიანობას, როგორც დინამიურ ძალას, რომელიც სიცოცხლის ყველა სფეროს მოიცავს და ღიაა ყოველივე იმისათვის, რაც ღმერთმა ადამიანსა და ბუნებაში შექმნა. მას იმდენად ოცი საუკუნის მანძილზე არსებულ რელიგიად კი არ აღვიქვამ, რამდენადაც მომავლისაკენ მისწრაფულ გზად.

Read more »

გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია

29/08/2017
By

 

florovsky harvard library nov_ 1957 LIFEპროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი

 

  1. გამოცხადება

რელიგიური ცოდნის ორი ასპექტი: გამოცხადება და ემპირია (გამოცდილება). გამოცხადება არის ღვთის ხმა ადამიანისადმი. ადამიანს ესმის მისი ხმა, უსმენს მას, იღებს ღვთის სიტყვას და იმეცნებს მას. სწორედ ამ განზრახზვით ესაუბრება ღმერთი ადამიანს და მან უნდა შეიმეცნოს მისი მოწოდება. გამოცხადებით სათანადო მნიშვნელობით ჩვენ გვესმის ღვთის ეს სიტყვა ისე, როგორც ჩვენ შევიმეცნეთ. წმინდა წერილი არის იმ გამოცხადების დაწერილი ნაკრები, რომელიც ჩვენ გვეუწყა.

Read more »

კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? (I- II ნაწილი)

11/08/2017
By

DSC_6511_w747_h800_q100კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

(I ნაწილი)

ავტორი- აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

1.შესავალი სიტყვა

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

Read more »

აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი მეორე)

01/08/2017
By

the-confessions-of-st-augustineაღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი ნაწილი 1)
აღსარებანი ნეტარი ავგუსტინე (წიგნი პირველი ნაწილი 2)

წიგნი მეორე

I

1. მე მინდა გავიხსენო ჩემი სიბილწე და ხორციელი ხრწნილება ჩემი სულისა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მიყვარს ისინი, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიყვარო, ღმერთო ჩემო. შენი სიყვარულისადმი სიყვარულით ჩავდივარ ამას, და მწუხარებით გავცქერი გავლილ გზას, რომელიც ცოდო-ბრალითაა მოფენილი. მილხინე, უფალო, ჩემო ჭეშმარიტო ნეტარებავ, ბედნიერებისა და აუმღვრევლობის სიხარულო, მტკიცედ შეჰკარი ჩემი გაფანტული და დაქუცმაცებული არსება, შენი ერთობისაგან გამდგარი და სიმრავლის ამაოებაში ჩაკარგული [1]. ოდესღაც, ჩემი სიჭაბუკის ჟამს, მე ვიწვოდი განცხრომის მწველი სურვილით, რომელსაც ჯოჯოხეთი უფრო შეჰფერის სახელად, და არ შეუდრკა ჩემი სული იმას, რომ უკეთური სიყვარულის ყლორტები ამოეყარა და ბილწი ვნებების შამბნარით დაბურულიყო; ჩაქრა, ჩაიშრიტა ჩემი მშვენება, და ვიქეც ხრწნილებად შენი ღვთაებრივი მზერის წინაშე, მე – თავმომწონე და მოსურნე იმისა, რომ ხალხის თვალშიც მოსაწონი ვყოფილიყავი.

2. რა მანიჭებდა ნეტარებას, გარდა იმისა, რომ მყვარებოდა და მეც ვყვარებოდით? მაგრამ სული, ხარბად რომ დაეძებდა მეორე სულს, ვერ ახერხებდა სულიერი სიყვარულის სხივოსან ზღურბლზე შეჩერებულიყო. ოხშივარი ასდიოდა ხორციელ გულისთქმათა ჭაობს და დუღდა, თუხთუხებდა სიჭაბუკე ჩემი; ბილწი ვნებები ყომრალი ღრუბლებივით შემოსწოლოდნენ გულს, რომელსაც ამ ჯანღში ერთმანეთისაგან ვეღარ გაერჩია სიყვარულის ციური შუქი და გულისთქმათა მწველი ალმური. ორივენი ერთმანეთს ერწყმოდნენ, ერთად მძვინვარებდნენ ჩემში და თავის ნებაზე ათამაშებდნენ ჯერ კიდევ უნდილსა და უმწიფარ ჭაბუკს, რათა ვნებების მორევში ჩაერთოთ და ბიწიერების უფსკრულში დაენთქათ იგი [2].

იმძლავრა ჩემზე შენმა რისხვამ, მე კი არ ვიცოდი ეს. სმენა დამიხშო ბორკილის ჟღრიალმა, რომელიც ჩემმავე მოკვდავობამ დამადო; ამით უნდა გამომესყიდა სიამაყე ჩემი სულისა. სულ უფრო და უფრო გშორდებოდი, შენ კი არ მიკრძალავდი ამას. ღობე-ყორეს ვედებოდი, ვშფოთავდი, ვწრიალებდი და ფუჭად ვფლანგავდი ვნების სახმილით მბორგავ ძალას. შენ კი დუმფი. ო, ჩემო ნაგვიანევო სიხარულო [3], შენ დუმდი, როცა სულ უფრო და უფრო გშორდებოდი და ცოდვით დაცემული, თუმცაღა ჩემივე სიმდაბლით მოქადული და, იმავდროულად, სასოწარმკვეთი მოუსვენრობით გამოფიტული უხვად ვისთვლიდი ჩემი უმწეობისა და წუხილის ნაყოფს.

Read more »