აბორტი და კონტრაცეფცია – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

05/10/2017
By

Thessaloniki

 

“… ქალისა და კაცის სიყვარული არ არის გამართლებული და განპირობებული მხოლოდ ბავშვების მოვლინებით ამ ქვეყანაზე, ბავშვი ეს უკვე სიყვარულის ნაყოფი და შედეგია. თქვენ არ უნდა ელოდეთ პატრიარქისაგან მოთხოვნებს და აკრძალვებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი! ორივე პატრიარქი, ბართლომე პირველი და მისი წინამორბედი, პატრიარქი ათენაგორა აცხადებდნენ: თუ კაცსა და ქალს ჭეშმარიტი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი, მე არაფერი მესაქმება მათ საძინებელ ოთახში! ხოლო რაც შეეხება ჩასახვის კონტროლის მეთოდებს, მათ უნდა იხელმძღვანელონ პირველ რიგში პირადი სინდისით, ასევე პირადი ექიმის და პირადი სულიერი მოძღვრის რჩევით. ეს ჩემი საქმე არ არის! რაც შეეხება აბორტს, ეს ძლიერ მტკივნეული მომენტია ქალისათვის და ღრმა ჭრილობას აყენებს მის ქალურობას. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია არ ვთქვათ მთელი სერიოზულობითა და კატეგორიულობით , რომ აბორტი საკუთარი კომფორტისათვის ყოვლადმიუღებელია და არ არის რეკომენდირებული. მაგრამ არსებობს გამოუვალი მდგომარებები, როდესაც აბორტი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლებ ბოროტებად, ასე მაგალითად, როდესაც მომავალი დედის სიცოცხლე საფრთხეშია. მთელ რიგ შემთხვევებში, ქალები უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს, ვიდრე კაცები, ზოგიერთი კაცები ძალადობენ რა ქალებზე ან უკვე ჩასახულ ნაყოფის პასუხსიმგებლობაზე უარს აცხადებენ. ფაქტიურად ისინი უბიძგებენ ახლადდაორსულებულ ქალებს უარი თქვან ბავშვზე – ახალი სოცოცხლის მოვლინებაზე ჩვენს სამყაროში…”

წყარო:  Olivier Clement. Conversations with Ecumenical Patriarch Bartholomew I. N-Y, SVS Press 1997, p. 128
თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

 

 

 

Print Friendly

Comments are closed.