იოანე კაზარიანი

იოანე კაზარიანი

აპოლოგეტი, მისიონერი, ხატმწერი და დამოუკიდებელი მკვლევარი.

1999 წელს დავამთავრე სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რადიოტექნიკა-ელექტრონიკის ფაკულტეტი. 2000-05 წლებიდან – პროფესიასთან შეთავსებით – ხატმწერი-რესტავრატორი, ვეუფლებოდი, აგრეთვე, ხატწერის თეორიას. 2006 წლიდან ბიბლეისტიკის, პატრისტიკის, ბიზანტინისტიკის, დოგმატური ღვთისმეტყველების, საეკლესიო ისტორიის, ხატწერის, ჰაგიოგრაფიის, ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საეკლესიო და საღვთისმეტყველო ისტორიის დამოუკიდებელი მკვლევარი. კვლევებში განსაკუთრებულ ადგილს ვუთმობ ამიერკავკასიის ქვეყნებისა და ჯვაროსნების ურთიერთობას (11-13 სს) და სომეხ-ქალკედონიტთა (მართლმადიდებელთა) თემთან დაკავშირებული კვლევის საკითხებს. 2014 წლიდან წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტრის დამფუძნებელი წევრი; ცენტრი კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის კურთხევით დაარსდა. ზემოთ აღნიშნულ დისციპლინებსა და თემატიკაში მრავალრიცხოვანი კვლევების (მისიონერული, სამეცნიერო-პოპულარული, სამეცნიერო) ავტორი, მაგალითად:

ფილარეტ ვარაჟნუნი და მისი ურთიერთობები ეროვნულ სომხურ ეკლესიასთან // ეკატერინბურგის სასულიერო სემინარიის მაცნე. მე-2 გამ., 2011.  153-163  (რუს.)

ბიზანტიური ლექსიკონი: 2 ტომად // ოლეგ აბიშკოს გამომცემლობა. სანქტ-პეტერბურგი, 2011 (რუს.)

ჯვაროსნები და ქართველები: კრიტიკული მიდგომა ქართული ისტორიისადმი // კადმოსი. ჰუმანიტარულ კლევათა ჟურნალი. თბ.,6.2014. გვ. 7–49 (ქართ., ინგლ.)

 

 

 

 

Print Friendly

Comments are closed.