Bloger 7

არჩილ მეტრეველი

ფილოსოფიის დოქტორი სამართალში (PhD)

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აკადემიური ხარისხით – სამართლის დიპლომირებული სპეციალისტი (მაგისტრთან გათანაბრებული).

2011 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „საეკლესიო ისტორია და სამართალი“, აკადემიური ხარისხით – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი თეოლოგიაში.
სამაგისტრო ნაშრომის თემა: „კანონიკური სამართლის ნორმის ცნება და სტრუქტურა (ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების მიხედვით).“

2011 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე: „რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.

2012 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში უძღვება ლექციების კურსებს – „სახელმწიფო და რელიგიური გაერთიანებები.“

2016 წელს საქართველოს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ხარისხი სამართალში, თემა “რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში (1995-2014 წწ.)

მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში:
1. სამეცნიერო კონფერენცია – „ქრისტიანობა და მსოფლიოს რელიგიები“. თბილისი, 2011 წლის 16-17 ივნისი. მოხსენების თემა: „დედაკაცის მიერ სამამაკაცო სამოსის ტარება. კანონიკურ-სამართლებრივი ანალიზი“.

2. საერთაშორისო თეოლოგიური სიმპოზიუმზი – “The Institution of Marriage in the Three Monotheistic  Religions”. Constantza  (Romania), 10-11 October 2011. მოხსენება: “Canonical Aspects of Georgian Marriage Law (According to the Canons of the Local Council of “Ruis-Urbnisi” (Georgia. 1104.))”.

3. საერთაშორისო კონფერენცია “The Mystery of Holy Unction and Caring for the Sick”. Bucharest (Romania), 14-17 May 2012. მოხსენება:  “The Celebration of the Holy Unction According to the Liturgical-Canonical Tradition of the Georgian Orthodox Church (Historical Perspective)”.

4. საერთაშორისო კონფერენცია  – “The State Legislation and the Canonical Legislation From Some European Countries”. Constantza (Romania), 25-26 May 2012. მოხსენება: “The Co-operation of the State and of the Church of Georgia in Punishment of Sinner-Offender”.

გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო და პოპულარული სტატია კანონიკური სამართლის, ეკლესიოლოგიის და რელიგიური უფლებების სფეროში. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საჯარო სემინარში და დიკუსიაში ამავე სფეროებში.

Print Friendly

Comments are closed.