mama erekle


დიაკვანი ირაკლი (ერეკლე) წაქაძე

ქ. სოხუმის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტში (ამჟამად – Национальный Исследовательский Ядерный Университет «МИФИ»), საიდანაც მე-3 კურსზე ყოფნისას საკუთარი სურვილით გადმოვიდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. უმაღლესი განათელიბის მიღების შემდეგ ამავე უნივერსიტეტში სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, ხოლო მოგვიანებით გაემგზავრა სინგაპურში, სადაც სადოქტორო ხარისხი დაიცვა სინგაპურის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რის შემდეგაც პლაზმის ფიზიკის (დაბალ- და მაღალ-ტემპერატურული/პლაზმური სინთეზის) განხრით სამეცნიერო მოღვაწეობა განაგრძო რისოს ეროვნულ ლაბორატორიაში (RISØ-DTU), დანიის სამეფო. ამჟამად მუშაობას განაგრძობს დანიის ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო საკონსულტაციო ფირმაში. ავტორი და თანაავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი სამეცნიერო გამოგონებისა.

სინგაპურში ყოფნისას თავის მეუღლესთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სინგაპურის მართლმადიდებლური სამრევლოს (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო) ჩამოყალიბება-განმტკიცებაში. ამჟამად მსახურობს დიაკვნად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ კოპენჰაგენის დანიურ მართლმადიდებლურ სამრევლოში.

Print Friendly

Comments are closed.