დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მამა ილიადეკანოზი ილია ჭიღლაძე (ერისკაცობაში ირაკლი ჭიღლაძე) -დაიბადა  1983 წლის 4 ოქტომბერს ქ. გორში, 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.გორის VIII საშუალო სკოლა. 2006 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდნეობის დიპლომირებული სპეციალისტის წოდებით. 2007-2012 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, იყო სასულიერო აკადემიისათვის კომპანია ”ემიგრანტის” მიერ გამოყოფილი  წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახ. სტიპენდიანტი. 2010 წელს ჩაირიცხა  ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის დოქტორანტად. 2011 წელის 21 ნოემბერს ხელთდასხმულია დიაკვნად, 2012 წელის 29 ივლისს – მღვდლად. 2015 წლის 1 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დაჯილდოებულია დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით. 2014-2017 წლებში საქართველოს საპატრიარქოს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ლიტურგიკისა და ლიტურგიკული ღვთისმეტყველების პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

Print Friendly

Comments are closed.