ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

Patrსამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვით განიცდიან შინაგან კრიზისს, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიცრელიგიური ფუნდამენტალიზმისადმი. თუმცა მე მტკიცედ მჯერა,თუ  როგორ  ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდის თავისუფალ ნებასთან.  „თავისუფალი ინდივიდი“- გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ის  დასავლურ აზროვნებას. თავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარად, ვიდრე ორგანულ საზოგადოებაში. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს   ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანსრელიგიის არჩევანის საკითხზე.

ჩვენ მართლმადიდებლები, კატეგორიულად უარვყოფთ პროზელიტიზმის ნებისმიერ ფორმასიქნება ეს სხვების რელიგიური აზროვნების ცვლილება ზეწოლისა და დაშინების გზით. ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია, როგორც პროზელიტების მაძიებლები ტრადიციულ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, აგრეთვე ის მართლმადიდებლები, რომლებიც თავს ახვევენ საკუთარ რწმენას სხვებს. ჩვენ არ გვაქვს დიალოგი მუსლიმებთან და იუდეველებთან იმის გამო, რათა მოვაქციოთ ისინი ჩვენს სარწმუნოებაზე. ასეთი სურვილები იქნებოდა რაღაც ამპარტავნული და შეუწყნარებელი, წინააღმდეგობრივი თავად შეხვედრისა და დიალოგის იდეისა. უფრო მეტიც; ამ ორმხრივ დისკუსიებში ჩვენ არ ვგრძნობთ ასეთ სურვილს, ასევე არ ვგრძნობთ მსგავსს ჩვენი მუსლიმი და იუდეველი კოლეგებისგანაც.

ჩვენ შეშლილ საუკუნეში მოვუწოდებთ ქრისტიანებს მოსალაპარაკეებელ მაგიდასთან დაჯდნენ მუსლიმებთან და იუდეველებთანეს  სურვილი და მიზანია, რათა დაანახო და დაამტკიცო, რომ   რელიგიური განსხვავებანი არ წარმოქმნიან კონფლიქტს ადამინებს შორის. ბოლოსდაბოლოს, თუ კონფლიქტების მიზეზი არის რელიგიებს შორის განსხვავებანიერთი რელიგიის მიმდევრებს შორის მაინც იმეფებდა მშვიდობა და კეთილდღეობამაგრამ ცნობილია რომ ძალიან ხშირად კამათი, კონფლიქტები და ომებიც კი ხდება ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგომ  ერთი რელიგიის მიმდევრებს შორის, ხშირად ერთი რეგიონის მაცხოვრებლებს შორისაც კი. ამ დაძაბულ დროში ბევრი დასავლეთში მცხოვრები და სეკულარულად მოაზროვნე ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისწრაფვის გადააქციოს რელიგია განტევების ვაცად, დასდონ ბრალი სხვადასხვა პრობლემების წარმოშობაში, რომლითაც  მოცულია ჩვენი მსოფლიო. რაც უფრო მატულობს დაძაბულობა მსოფლიოში, მით უფრო მეტად გაჰყვირიან თითქოსდა რელიგიასათავეა ყველა ბოროტების,  მოითხოვენ სუფთა საერო მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებში, თუმცა შესაძლებელია ეს კრიტიკა გარკვეულწილად სწორია.  საერთო ჯამში კი რელიგია არაფერ შუაშია, ასე მაგალითად: რელიგია არ არის წყარო სოციალური უთანასწორობის და ნამდვილად არ არის მთავარი მიზეზი მსოფლიოში ზრდადი ეთნიკური დაძაბულობის.

მაგრამ   ხდება ხოლმე რომ არასწორი ინტერპრეტაცია წმინდა ტექსტების ნებისმიერ რელიგიაში გამოიყენება  ადამიანის ეგოისტური  ინტერესების გასამართლებლად ან  რათა უზრუნველყონ მორწმუნეების მხარდაჭერა ამა თუ იმ ლიდერისადმი. მიუხედავად იმისა რომ ფუნდამენტალიზმმა შეიმუშავა გარშემო ბევრი უარყოფითი გამოვლინება, ერთი ნამდვილად მართალიაის უდავოდ გამოიყენება პირადი მიზნებისათვის ან პოლიტიკური ამოცანების გადასაწყვეტად. თუმცა პატიოსანმა ხალხმა ყველა რელიგიაში უნდა იბრძოლონ იმისათვის, რათა პატივისცენ ღმერთს და არ  ჩავარდნენ ეგოისტურ სატყუარაში, დარჩნენ მტკიცენი წყალობაში, მიტევებასა და თანაგრძნობაში. რათქმა უნდა ჩემთვის ცნობილია, რომ ყველა ქრისტიანულ დენომინაციებს შორის, იუდეველების ყველა თემშიისლამის მიმდევრებში ყოველთვის არსებობენ უმცირესობებიგანსხვავებული შეხედულებების მატარებლები, მათ შორის ძალიან უკიდურესები. თუმცა, როგორც ქრისტიანი ლიდერი, მე ვიტოვებ იმედს, საბოლოოდ  იქნება მიღწეული სახარებისეული თანხმობა, შერიგება და კარგი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა ამას გულისხმობდა პავლე მოციქული როდესაც წერდა: „თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ « (რომ 12:18)

თარგმანი/ შოთა კინწურაშვილი

ნაწყვეტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წიგნიდან „მიახლება საიდუმლოებასთან; მართლმადიდებლობა თანამედროვე სამყაროში.“

წყარო

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.