Blog Archives

განათლების უპირატესობა

(გამოხმაურება სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშზე)

ავტორი: არჩილ მეტრეველი

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში რელიგიური ნიშნით ძალადობამ წინა წლებთან შედარებით იკლო, მაგრამ ქსენოფობიური დამოკიდებულება და რელიგიური შეუწყნარებლობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ანგარიშში აღწერილი ორი ინციდენტი, რომელიც 2012 წელს სოფ. ნიგვზიანსა და სოფ. წინწყაროში მოხდა, არსებითად წარმოადენს პრობლემის პრაქტიკულ გამოხატულებას და საკითხის ირგვლივ მსჯელობაც სწორედ ამ ორი ინციდენტის ანალიზის სახითაა გადმოცემული. დაპირისპირების ფაქტების აღწერისას ძირითადი ადგილი დათმობილი აქვს პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს მონაწილეობის წილისა და ფორმის კრიტიკას, თავად დაპირისპირების საფუძველსა და შინაარსზე კი ნაკლებადაა საუბარი. Read more »

რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტული გარემო

386310_427130237324511_2031367429_n

გთავაზობთ ამონარიდს (ოფიციალური ტექსტი) საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშიდან, რომელიც მიმოიხილავს საქართველოში რელიგიური უფლებების მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

2012 წელი Read more »

ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის

george-florovsky1

განვაგრძობთ მე-20 საუკუნის მართლმადიდებელ მოღვაწეთა ბიოგრაფიების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის თანამედროვე პატრისტიკის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის. ამ ციკლის პირველი პუბლიკაცია “ცხოვრება ღირსი აღფრთოვანებისა” (პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ბიოგრაფია), ჩვენს საიტზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.

ამჯერად გთავაზობთ პროტოპრესვიტერ გიორგი ფლოროვსკის ბიოგრაფიას, რომელსაც ვლადიმერ ლოსკიმ “ყველაზე მართლმადიდებელი, თანამედროვე რუს ფილოსოფოსთა შორის” უწოდა.

პუბლიკაცია სპეციალურად ბლოგისთვის მოამზადა ბექა ებრალიძემ. Read more »

„უფლებადამცველთა“ უპასუხისმგებლობა

306676_10151021317726839_313604543_n

ავტორი: არჩილ მეტრეველი

სათაურში მოცემული სიტყვათშეთანხმება თავისთავად წარმოადგენს თემასაც და თემის მიმართ დამოკიდებულებასაც. თუკი უფლებას პასუხისმგებლობის გარეშე გავიაზრებთ მივიღებთ აგრესიულ ეგოიზმს, რაც სხვათა უფლებების აღიარებს გამორიცხავს, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვათა უფლებების საკუთართან გათანაბრებას მაინც. უფლება, თავისთავად, ისეთი ფენომენია, რომელიც ან უნივერსალური შინაარსით არსებობს, ან საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, თუ „სხვისი უფლება“ არ არსებობს, არ არსებობს არც „საკუთარი უფლება“.

უფლების უნივერსალურობის გააზრება მისი უპირობო, საყოველთაო და თანასწორი აღიარებისკენ გვიბიძგებს. უფლებისა და პასუხისმგებლობის თანაბარი განცდა შობს ფართო და მრავალფეროვან სივრცეს, სადაც ადგილი „ყველასთვის“ მოიპოვება. ამ სივრცის არსი გამოიხატება მის წევრთა განწყობაში – არ დაისაკუთრონ ის მთლიანად, ანუ დატოვონ ადგილი „სხვებისთვისაც“. ეს განწყობა უფლების ფენომენის გულწრფელი გაცნობიერებისა და განცდის შედეგია და სხვაგვარად ვერ მიიღწევა. Read more »

მიტროპოლიტი ილარიონი – დიალოგი კათოლიკეებთან

ilarion22012 წლის 30 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთ უძველეს კათოლიკურ უნივერსიტეტში, ვილლანოვაში წაიკითხა მოხსენება „წარსული და აწმყო მართლმადიდებელ – კათოლიკური დიალოგისა“ გთავაზობთ ამ მოხსენების ძირითად ნაწილს.

თარგმნა ბექა ებრალიძემ

“პირველი ათასწლეულის მამათა სწავლება, გვევლინება იმ საიმედო ფუნდამენტად, რომელზედაც წარმატებით შეიძლება ხორცშესხმა ქრისტიანთაშორისი დიალოგისა. ჩემი ღრმა რწმენით, ქრისტიანული ტრადიცია, მისი უწყვეტობის შენარჩუნება ეკლესიის ცხოვრებასა და სწავლებაში, ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქრისტეს მოციქულთა (ანუ ქრისტიანთა) შორის ერთობის აღდგენას.” Read more »

„კონსენსუსის“ საკითხი ძველ ეკლესიაში

“თანამედროვე პერიოდში, სრულიად მართლმადიდებელთა მომავალ საეკლესიო კრებაზე წარმომადგენლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების მარეგულირებელი ნორმების შესახებ  დისკუსია სულ უფრო აქტუალური ხდება. რა ადგილი უნდა დაიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას კონსენსუსის ­პრინციპმა? ღირს თუ არა უმცირესობათა შეხედულებების მხედველობაში მიღება? რამდენად განსმაზღვრელად შეიძლება ჩაითვალოს უმრავლესობის მოსაზრებები?”

ჩვენი ცენტრი აგრძელებს მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო, კანონიკური და ეკლესიოლოგიური საკითხების შესახებ არსებული თეოლოგიური ნარკვევების გამოქვეყნებას. ამჟამად გთავაზობთ დიაკვან ვლადიმირ ვასილიკის ნაშრომის “Вопрос о консенсусе в Древней Церкви” ქართულ თარგმანს, რომელიც სპეციალურად ბლოგისთვის რუსულიდან თარგმნა არჩილ მეტრეველმა.

ამ თემატიკასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგი სტატიები:

მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის მზადების ისტორია

„VIII“ მსოფლიო საეკლესიო კრება და საეკლესიო კანონმდებლობის მომავალი

რა არის მსოფლიო კრება?

Read more »

რა არის მსოფლიო კრება ?

ჩვენს თანამედროვეობაში წამოჭრილ მრავალ აქტუალურ საღვთისმეტყველო პრობლემათა შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უდავოდ “მსოფლიო კრებასთან” დაკავშირებული საკითხებია.  მსოფლიო საეკლესიო კრება გაუგებარი საფუძვლებით უპირობოდ დაუკავშირდა ესქატოლოგიას. საკრალური მნიშვნელობა შეიძინა კრების რიგითმა ნომერმაც – “VIII”.

ვფიქრობთ, აღნიშნული გაუგებრობა, ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ინფორმაციის ნაკლებობასა და ამ საკითხების ირგვლივ თავისუფალი თეოლოგიური მსჯელობების არარსებობას.

ჩვენს ბლოგზე უკვე გამოქვეყნდა რამდენმე სტატია აღნიშნული თემატიკასთან დაკავშირებით:

მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის მზადების ისტორია

„VIII“ მსოფლიო საეკლესიო კრება და საეკლესიო კანონმდებლობის მომავალი

ამჯერად გთავაზობთ პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სტატიას “რა არის მსოფლიო კრება?” Read more »

ცხოვრება ღირსი აღფრთოვანებისა

ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც მაცხოვრის მარად ცოცხალი სხეული, ისტორიის ყველა ეტაპზე ახერხებდა საკუთარი სულის ზედმიწევნით გამოხატვას. არ არსებობს ეპოქა, რომელშიც ეკლესიას არ ჰყოლოდა უდიდესი მოღვაწე მამები, რომლებიც თავისი ეპოქის ენაზე ქადაგებდნენ მარადიულ და უცვალებელ ჭეშმარიტებას. ასეთი მამების მოღვაწეობას ეკლესია მოციქულეობრივს უწოდებს, რადგან, სწორედ მათი ქადაგებით, თითოეულ ისტორიულ ეტაპზე, ხელახლა ხდებოდა ქრისტიანების მიერ მარადიული ჭეშმარიტების შეცნობა და ზიარება. Read more »

ზეპოლიტიკური

„კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.“

ეს ეპიგრაფი, რომელიც ჩვენი მსჯელობის წანამძღვრად ავირჩიეთ, წარმოდგენს ამონარიდს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებიდან (05.07.2012)[1]. ამ მოწოდებით საქართველოს ეკლესიამ ერთმნიშვნელოვნად და იმპერატიულად დააფიქსირა, უფრო კი შეგვახსენა, საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და ამ პროცესებში საკუთარი ადგილიც განსაზღვრა. უფრო სწორი კი იქნებოდა გვეთქვა არა – პროცესებში, არამედ – პროცესებს მიღმა. Read more »

კანონი და კანონიკური ცნობიერება

დეკ. ნიკოლოზ აფანასიევი, არქ. კვიპრიანე (კერნი), მამა ალექსანდრე შმემანი.

გთავაზობთ მე-20 საუკუნის ცნობილი კანონისტის, ღვთისმეტყველის და საეკლესიო ისტორიკოსის – პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ აფანასიევის კიდევ ერთ ნაშრომს – Каноны и каноническое сознание. – Путь, (1933).

მოცემულ სტატიაში ავტორი მკვეთრ მიჯნას ავლებს ეკლესიის შინაგან არსსა და მისი ცხოვრების ისტორიულ ფორმებს შორის. თუმცა, მათ შორის კავშირს არ წყვეტს და პირველს უკანასკნელის განმაპირობებელ საწყისად წარმოადგენს. მსჯელობს რა თითოეული მათგანის შესახებ, ტოლობის ნიშანს სვავს, ერთის მხრივ ეკლესიის დოგმატურ სწავლებასა და ეკლესიის შინაგან არსს შორის, ხოლო მეორეს მხრივ, საეკლესიო კანონსა და საეკლესიო ცხოვრების გარეგან ფორმებს შორის. შესაბამისად, მარადიულ და უცვალებელ ხასიათს ეკლესიის დოგმატებს განუკუთვნებს, საეკლესიო კანონებს, კი რომელთა ერთადერთ მიზანს ამ დოგმატების რეალურ ცხოვრებაში ხორცშესხმა წარმოადგენს – დროებითს და ცვალებადს. ამ უკანასკნელის ცვალებადობა კი ემყარება ცხოვრების ისტორიული ფორმების ცვლილებებს, რათა ეკლესიამ ზედმიწევნით შეძლოს საკუთარი არსის ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში გამოხატვა.

სტატია სპეციალურად ბლოგისთვის თარგმნა და მოამზადა არჩილ მეტრეველმა.

Read more »