Blog Archives

რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსი საქართველოში

“როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი რელიგიური არჩევანი და ჩვენი რელიგიური გაერთიანების დოქტრინა, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს კანონმდებლობით არეგულირებს. შესაბამისად, ჩვენც ვალდებულები ვართ ვემორჩილებოდეთ კანონს ან სამართლიანად ვაპროტესტებდეთ მას. სახელმწიფოს ფუნქცია არ არის რელიგიურ დოქტრინათა ჭეშმარიტება-სიმცდარე არკვიოს. სახელმწიფო გაცილებით უფრო დაბალ ნიშნულს იცავს. მისი ინტერესია, რომ არსებული რელიგიური გაერთიანებები არ არღვევდნენ საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და ინდივიდუალურ ღირებულებებსა და წესრიგს; ერთი რელიგიური გაერთიანება არ ზღუდავდეს მეორეს თავისუფლებას; ხელი არ ეშლებოდეს თავისუფალ მისიონერობას და ა.შ. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ერთგვარი ბალანსი და მისიონერობის თავისუფლების დაცვას პროზელიტიზმის აკრძალვა დაუპირისპიროს”.

ავტორი: არჩილ მეტრეველი

მოხსენება წაკითხულ იქნა “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისათვის” და “რელიგიების კვლევის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ პოდიუმ-დისკუსიაზე: “რელიგია, თავისუფლება და ტოლერანტობა საქართველოში” (თბილისი, 29.03.2012.)

Read more »

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სააღდგომო ეპისტოლე

†  ბართლომეოსი

წყალობითა ღვთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა- ახალი რომისა

და

მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას

მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღდგომილი ქრისტე მაცხოვრისგან

„და პირმშო ექმნა შესვენებულთა“.

(სააღდგომო ტროპარი ხმა 3)

 

ეპისტოლე სპეციალურად ბლოგისთვის ინგლისურიდან თარგმნა არჩილ მეტრეველმა Read more »

მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრებისათვის მზადების ისტორია


ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ საუბრისას ორი პოლარულად განხვავებული განცდა შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ეს განცდები სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში მეტნაკლებად განსხვავდება, მაგრამ ზოგადი ფორმა მას მაინც საერთო აქვს – მსოფლიო საეკლესიო კრების შესახებ წარსულში (შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება) საუბრისას, მის მიმართ უდიდესი ნდობა და იმედი გამოიხატება, თანამედროვე ან მომავლის კონტექსტში კი – პირიქით, უდიდესი უნდობლობა და შიში.

გაუგებარია რა ლოგიკა, ან ისტორიული გამოცდილება აძლევს მომავალი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწინააღმდეგეთ იმის საფუძველს, რომ ჯერ არ შემდგარი კრება აკრიტიკონ და აპრიორი არამართლმადიდებლურად შერაცხონ. რა ჭეშმარიტებას, ან რომელ ავტორიტეტს ეყრდნობა მათი სულისკვეთება მაშინ, როდესაც ეკლესიის წიაღში – წმინდა წერილში, საეკლესიო კრებების დეკრეტებსა თუ წმინდა მამათა შრომებში, მსგავსი არაფერი იძებნება. ნებისმიერ შემთხვევაში შიში და უნდობლობა არსებობს და ჩვენი ვალია მათი პირველმიზეზების ძიება და მათში გარკვევა. ამ მხრივ, ბევრის მომცემი იქნება იმის მოკლე მიმოხილვა თუ რა წინასამზადისია გაწეული მომავალი მსოფლიო საეკლესიო, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ ყოველთა მართლმადიდებელთა (პანორთოდოქსული) კრების მოსაწვევად.

 სტატია პირველწყაროებზე დაყრდნობით სპეციალურად ბლოგისთვის მომაზადეს:

გიორგი ვაჩაძემ და არჩილ მეტრეველმა

Read more »