Blog Archives

სამძიმარი

689d4ad4b599d9225fb8d973e93584c7წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.

უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები

9 ივნისს, საღამოს, სამების საკათედრო ტაძარში შედგა ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელიც აღასრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

გთავაზობთ პატრიარქის ქადაგებისა და პანაშვიდის აუდიო ჩანაწერს

 

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ

equinox1ხშირად გვსმენია, რომ თუ ქრისტიანული აღდგომა ებრაელთა პასექს დაემთხვა, მაშინ აღდგომის დღესასწაული გადატანილ უნდა იქნას მომდევნო კვირადღეზე. ეკლესიის ისტორიიდან კი არა ერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ხსენებული ორი დღესასწაული ერთ და იმავე კვირადღეს აღინიშნებოდა. მაშ რა საფუძველი უდევს “ერთი კვირით გადატანის” იდეას? სწორედ ამ საკითხთან და აგრეთვე აღდგომის თარიღის გამოთვლასთან დაკავშირებით გთავაზობთ ამონარიდს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის დიმიტრი ოგიცკის (1908 – 1994) სტატიიდან “მართლმადიდებლური პასქალიის კანონიკური ნორმები და აღდგომის თარიღის პრობლემატიკა ჩვენს პირობებში“. ნაშრომი საგანგებოდ ბლოგისათვის რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

 

Read more »

ვინ უცოდველ არს თქუენგანი?

Ig. Trifoniგთავაზობთ “ყოვლად-მოწყალე მაცხოვრის” მონასტრის იღუმენის, მამა ტრიფონის ორ წერილს, რომლებიც 17 მაისის მოვლენებს ეხმიანება და რომლებიც მონასტრის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ვთვლით, რომ ჩვენი საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს თუ როგორ აფასებს მომხდარს უცხოეთში მყოფი მართლმადიდებელი სამღვდელოება.

ხსენებული მონასტერი ქ. სიეტლის (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ეპისკოპოს თეოდოსის ომოფორის ქვეშაა და ის საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განეკუთვნება (აქვს ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან). უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ეკლესია გამოირჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით და ტრადიციების დაცვით.

ორივე წერილი იბეჭდება იღუმენი ტრიფონის თანხმობით და თხოვნით. წერილები ინგლისურიდან სპეციალურად ბლოგისათვის თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

Read more »

არავინ ეცემა მარტო

metropolitankallistosware

დიოკლიის ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)

სამწუხაროდ, მორწმუნეთა წრეში არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც ღმერთი მომავალ თაობებს პასუხს აგებინებს წინაპრების ცოდვებზე. ამ აზრის გასამყარებლად მოყავთ ძველი აღთქმის ტექსტი [1], თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ძველი აღთქმის სხვა ტექსტი, სადაც უფალი პირდაპირ აუქმებს ამ აზრს [2]. ხოლო თუ გადმოვინაცვლებთ ახალ აღთქმაში, მაშინ რთული დასანახი არ იქნება, რომ ასეთი აზრი სრულებით ეწინააღმდეგება სულისკვეთებას სახარებისა, სადაც ღმერთი განცხადებულია როგორც ღმერთი მიტევებისა და კაცთმოყვარეობისა. მეორეს მხრივ, ეს აზრი უფრო ფუნდამენტურ საკითხს შეიძლება დაუკავშირდეს – ვართ თუ არა ჩვენ, მთელი კაცობრიობა, დამნაშავენი ადამის ცოდვაში, გადმოგვეცემა თუ არა მისი დანაშაული ჩვენც, თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცოდვის შედეგებს ვიმკით? სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ ამონარიდებს დიოკლიის ეპისკოპოს კალისტეს (უეარი) წიგნებიდან “მართმადიდებლობის გზა” და “მართმადიდებელი ეკლესია”.

სპეციალურად ბლოგისათვის ნაშრომი ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ

Read more »

მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი

მილუტინ მილანკოვიჩი (1879 – 1958 წწ) – სერბი მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, კლიმატოლოგი, ინჟინერი, ტექნოლოგიის დოქტორი, პროფესორი და მწერალი. ის ცნობილია გამყინვარების პერიოდების თეორიით, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე თავისი ორბიტის პარამეტრების პერიოდული ცვლილებების გამო დაიმზირება გამყინვარების განმეორებითი პერიოდები, რაც დღევანდელ დღეს ცნობილია როგორც მილანკოვიჩის ციკლები. გარდა ამისა, მისი სახელი დაკავშირებულია იულიუსის კალენდრის რეფორმასთან, კერძოდ, სწორედ მან შეიმუშავა შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელიც ამჟამად გამოიყენება ბევრ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ჩვენი ბლოგი წარმოგიდგენთ მისი ნაშრომის – “იულიუსის კალენდრის დასასრული და აღმოსავლეთ ეკლესიათა ახალი კალენდარი” (Astronomische Nachrichten, N5279, 1924) – ინგლისურენოვანი ვარიანტის ქართულ თარგმანს.

 

ექსკლიუზიურად ბლოგისათვის სტატია თარგმნა და შენიშვნები დაურთო დაიკვანმა ირაკლი წაქაძემ

Read more »

ისტორიის პრობლემა ქრისტიანობაში

ვაგრძელებთ პარიზის წმ. სერგის სახელობის თეოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის – პროტოპრესვიტერ ნიკოლოზ აფანასიევის ნაშრომების გამოქვეყნებას. ამჯერად გთავაზობთ მის მოხსენებას ეკლესიისა და ისტორიის პრობლემატიკაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მართლმადიდებლური კულტურის საკითხებისადმი მიძღვნილ რუსული პედაგოგიური კაბინეტის სხდომაზე. მოხსენებას თან ახლავს სხდომის მონაწილეთა კომენტარები და პროტ. ნ. აფანასიევის პასუხი.

წყარო

ნაშრომი ექსკლუზიურად ბლოგისთვის რუსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო დიაკვან ირაკლი წაქაძემ

Read more »

ქალის ეგრეთ წოდებული ”უწმინდურობის” შესახებ

ხსენებული საკითხი ჩვენს ბლოგზე ადრე წარმოდგენილი იყო შემდეგი ნაშრომების სახით: “ქალის „უწმინდურობა”, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში, და “შეუძლია თუ არა ქალს ყოველთვის შევიდეს ტაძარში”, სერბეთის პატრიარქი პავლე. ამჟამად გთავაზობთ თანამედროვე რუსი მართლმადიდებელი მღვდლის კონსტანტინე პარხომენკოს ნაშრომს ამავე თემაზე.

მღვდელი კონსტანტინე სიხარულით დაგვთანხმდა ამ სტატიის ქართული ვერსიის ჩვენს ბლოგზე განთავსებაზე, რაზეც ბლოგის ადმინისტრაცია მას მადლობას ვუხდით.

დედანზე გადასვლისათვის დააწკაპუნეთ აქ

სპეციალურად საიტისათვის სტატია ქართულად თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.

Read more »

რამოდენიმე შენიშვნა წმინდა ზიარებასთან დაკავშირებით

პროტ. ა. შმემანი

პროპტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

წარმოდგენილი შენიშვნები შეიცავენ ავტორის მოხსენების – “აღსარება და ზიარება” – ცალკეულ ნაწილებს. მოხსენება წარდგენილი იყო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წინაშე და მის მიერ დამტკიცებული და მიღებული იყო 1987 წლის 17 თებერვალს. მოხსენება სინოდის დასკვნებთან ერთად გამოქვეყნდა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის დოკუმენტებში.

ნაშრომი სპეციალურად ბლოგისათვის ითარგმნა და მომზადდა დიაკვან ირაკლი წაქაძის და ხატმწერ ნანა ყუფარაძის მიერ.

წყარო: http://krotov.info/libr_min/25_sh/shme/man_10.html

Read more »