Blog Archives

წმ. ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ საღვთისმეტყველო–ლიტერატურული წყაროს ძიება და ანალიზი

i250064549_67371_2[1]

ავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია  ჭიღლაძე
 

კარგად ცნობილი ფაქტია, თუ რამხელა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დიდი ილიას პოემა „განდეგილმა“ დღიდან მისი გამოქვეყნებისა  ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის და ზოგადად ფართო საზოგადოებაში. თითქმის საუკუნენახევარი  გვაშორებს ამ დიდებული პოემის შექმნიდან (1883 წ.) და ეს აზრთა სხვადასხვაობა არ ცხრება: მასში ხედავდნენ და ხედავენ: 1. პესიმიზმის ქადაგებას (ესტატე ბოსლეველი, დავით კეზელი, კონსტანტინე გამსახურდია); 2. ბერმონაზვნობის (ანუ ამა სოფლიდან განდგომის) კრიტიკას და უარყოფას (კიტა აბაშიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, გრიგოლ კიკნაძე, გურამ ასათიანი); 3. განდეგილის დაცემა გაიაზრეს საქართველოს დაცემად (მარჯორი უორდროპი, აკაკი ბაქრაძე, ფატი ფირუაშვილი; ეს მომენტი ჩვენი აზრით სავსებით მართებულად გამორიცხა ნათელა ჩიტაურმა, იხ. მისი :„კვლავ ილიას „განდეგილის“ შესახებ“, ლიტერატურული ძიებანი 2002 №22; ჩვენის მხრივ კი დავამატებთ: განდეგილი კი არ დაეცა მხოლოდ, დამარცხებული ასრულებს ცხოვრებას, საქართველოს დანახვა განდეგილში ეროვნულ–პატრიოტული მოტივისათვის სრულიად მიუღებელი  ალეგორიაა); 4. სულიერი იდეალების და  ხორციელ გრძნობათა შეჯახებით გამოწვეული ტრაგიზმი (გერონტი ქიქოძე, დიმიტრი უზნაძე); 5. პირველად ყველაზე მართებულად „განდეგილის“ შინაარსს ჩაწვდა  აკაკი ბაქრაძე, რომელმაც ასე შეაფასა პოემის დედააზრი : “განდეგილში“ ილიას გამოყენებული აქვს ცოდვით დაცემის კლასიკური სიუჟეტი, მაგრამ ამჯერად დაცემა გამოწვეულია რწმენის ღალატით. ამდენად „განდეგილი“ რწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა.“  მაგრამ ა. ბაქრაძემ გაიმეორა რა მარჯორი უორდროპის აზრი განდეგილისა და საქართველოს იგივეობაზე, მცდარ დასკვნებიც გაიმეორა, რითაც გააბუნდოვნა „განდეგილის“ ანალიზი (ბაქრაძის დასკვნებს ძირითად ხაზებში იმეორებს ფატი ფირუაშვილიც).

Read more »

ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა

cmsofroni 2თარგმანი და სქოლიოები   იოანე კაზარიანისა
რედაქტორი – ისტორიის დოქტორანტი, მამა ილია ჭიღლაძე

რედაქტორის წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელიც დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობისაა. ეს გახლავთ საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის,  ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის, ახტალის (ისტორიულ ქვემო ქართლში, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი დასახლებული პუნქტი) ეპისკოპოსის, ეროვნებით ბერძენის, წმ. სოფრონის (1738-1803 წ.წ.) ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სვინაქსარული ცხოვრების მთარგმნელმა იოანე კაზარიანმა გაგვაცნო და ჩვენი თხოვნით თარგმნა ბერძნული ორიგინალის  მართლმადიდებლური სომხურენოვანი გამოცემიდან: წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე) და შედარებულია  ბერძნული სვინაქსართან (იხ. http://www.egolpion.com/ag-sofronios_axtaleias.el.aspx). წმ. სოფრონი ახტალელი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სავსებით უცნობი პიროვნებაა, თუმცა ბერძნულ ეკლესიაში საკმაოდ ცნობილი და პატივდებული წმინდანია, მისი ხსენება დადგენილია 7 სექტემბერს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი , რომ წმინდა სოფრონის პიროვნება  აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. საჭიროა, ქართველ მეცნიერთა მიერ შესაბამისი პერიოდის ქართული ნარატული წყაროების დეტალური კვლევა, იქნებ აღმოჩნდეს მის შესახებ დამატები ცნობები. ახტალის  საეპისკოპოსო საქართველოს ისტორიაში საკმაოდ კარგად ცნობილი ეპარქიაა, ხოლო ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის უკვდავი შედევრი და სიამაყეა. ეს ტაძარი აიგო მეცამეტე საუკუნის დამდეგს საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის ივანე მხარგრძელის დაკვეთით, როგორც  მისი საძვალე და საეპისკოპოსო ცენტრი. ახტალის მღვდელმთავარი ატარებდა ტიტულს ”დიდი სომხითის მიტროპოლიტი”-სა და  მცხეთის საკათოლიკოსოს მღვდელმთავართა შორის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ უპირატესი პატივის მქონე იყო.  დაახლოებით XV საუკუნისათვის (საქართველოსათვის  განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქაში) ეს ეპარქია არსებობას წყვეტს. ახტალის ეპარქია აღდგა მეფე ერეკლე მეორის  ბრძანებით, როდესაც მან ანატოლიიდან ჩამოასახლა იქ ბერძენი მემადნეები ოქროსა და ვერცხლის მოსაპოვებლად. აქამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო ამ პერიოდის ახტალის ორი ეპისკოპოსი: ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი. წინამდებარე  ბერძნული სვინაქსარული ცხოვრებიდან კი ვიგებთ, რომ მეფე ერეკლეს მათზე უწინარეს   ახტალის ეპისკოპოსად დაუგენია წმ. სოფრონი, რომელიც ამ ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში. საჭიროა წმ. სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის სახსენებელი შევიდეს საქართველოს ეკლესიის კალენდარში. საქართველოში მოღვაწე, აქამდე  უცნობი წმინდანი, მღვდელმთავარი სოფრონ ახტალელი ჰფარავდეს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს, ამინ!

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი დიპტიხში

1800355_224291177767075_597660871_nინტერვიუ ისტორიის დოქტორანტთან, მღვდელ ილია ჭიღლაძესთან

ჟურნალისტი: თეონა ნოზაძე

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე ილია მეორემ წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია.„ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიხში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება,“ – ბრძანა უწმინდესმა. რას  ნიშნავს დიპტიხი და რის მიხედვით ენიჭება ადგილი ეკლესიას დიპტიხში?

ბერძნული სიტყვა დიპტიხი (δίπτυχος) ქართულად ითარგმნება როგორც ”ორად დაკეცილი”, ანუ ”ორკარედი” (”ორფრთიანი”), ასე ეწოდებოდა თავისი ფორმის გამო იმ მოსახსენებელს, რომელშიც ჩამოწერილი იყო და არის ეკლესიათა მეთაურების სახელები და ტიტულებები.

Read more »

პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე

წმინდა ამბროსი ხელაიაუწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე – “მე შევასრულე ჩემი მოვალეობა”

”წარმოგიდგენთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსის აღმსარებლის (ხელაია) საბოლოო სიტყვას, წარმოთქულს მის სასამართლო პროცესზე 1924 წლის 16 მარტს. იმავე წლის 19 მარტს საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ უწმინდესსა და უნეტრესს ამბროსის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, სასტიკი იზოლაციით და ქონების კონფისკაციით.ერთი წლისთავზე, უკვე ძლიერ დაუძლურებულს შეეხო ამინისტია. საბოლო ჯამში წმინდა პატრიარქმა პატიმრობაში დაჰყო ორი წელი და ორი თვე. წმ. ამბროსი ხელაია მარად დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში, როგორც ეკლესიისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის მსხვერპლშეწირული ერის მამა.სიტყვა გადმობეჭდილია შემდეგი წყაროდან:ჟურნალი ”მნათობი”,
1988 წ.N10

Read more »

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)

Cm.Ambrosiავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ისტორიიდან, კერძოდ კი ჩვენი ეკლესიის შესწორებულ იულიუსის კალენდართან დამოკიდებულებას. როგორც ცნობილია იულიუსის კალენდარმა განიცადა ორი რეფორმა: პირველი რეფორმა ჩატარდა რომის პაპის გრიგორ XIII-ის მიერ XVI საუკუნეში (გრიგორიუსის კალენდარი), ხოლო მეორე რეფორმა (მართლმადიდებლებისათვის კი პირველი) – 1923 წელს, როდესაც შემოღებული იყო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოთავაზებული შესწორებული იულიუსის კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ხშირად არაზუსტად ”ახალ სტილადაც” მოიხსენებენ და საქართველოს ეკლესიის დოკუმენტებშიც ის ასეთი სახელწოდებით გვხდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბარია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (კერძოდ: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) ამჟამად იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს. უფრო სწორედ კი, ეს კალენდარი გამოიყენება საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის, მაშინ როდესაც აღდგომა და მასთან მიბმული მოძრავი დღესასწაულები აღინიშნება იულიუსის ანუ ძველი კალენდრის და ალექსანდრიის პასქალიის გამოყენებით. სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხსენებული ეკლესიები ”შერეულ სტილზე” არიან. Read more »