Blog Archives

სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა

15/01/2018
By

სერბეთის-პატრიარქისერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

„სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით. წერილში ჩვენ ვწერთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის არაღიარებული რესპუბლიკა მათი სახელმწიფოს მიერ და რომ, ეს არის არაღიარებული ეკლესია, ასევე მათი ეკლესიის მიერ. ამას ვუხსნით, ვეკითხებით და პასუხს ვითხოვთ, რატომ მოხდა მათი მიღება და რა იყო ამის მიზეზი“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

წყარო

 

დღესვე გამოქვეყნდა ოფიციალური წერილი

 

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე  კითხვებს ჩვენც გვისვამენ.

შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს  ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათ შორის, თქვენი ქვეყანაც.  ამიტომაც, აღნიშნული  შეხვედრა, ბუნებრივია,  თქვენი მხრიდან  გარკვეულ  ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია.  ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მით უმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას  და  ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.

გთხოვთ,  ჩვენი გულისტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს.

 

წყარო

იერუსალიმში ტამპლიერებისა და ქართველი ბერების ურთიერთობა (1155-1187 წწ.)

15/01/2018
By

 

20046309_10155554258113594_732948817340924140_nავტორი: იოანე კაზარიანი

აპოლოგეტი, მისიონერი და დამოუკიდებელი მკვლევარი.

ქართველთა კონტაქტები ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან (XIII ს.) არაერთხელ გამხდარა ისტორიკოსთა ინტერესის საგანი[1], ქართველთა ურთიერთობას ტამპლიერთა ორდენთან კი ისტორიოგრაფიაში სათანადო გაშუქება არ ჰქონია. ტამპლიერებისა და ქართველი ბერების კავშირების შესახებ ცნობები პირველად მხოლოდ XX საუკუნის შუახანებში ხდებიან ცნობილნი. 1948 წელს გამოქვეყნდა ელენე მეტრეველის სტატია «იერუსალიმის ერთი ხელნაწერი» [2], სადაც ავტორი XII საუკუნის ქართულ ხელნაწერს «გოლგოთას სვინაქსარს» იკვლევს, მოჰყავს მოსახსენებლები (ანუ „აღაპები“), სადაც ტამპლიერთა ორდენის რაინდები იხსენიებიან. ხელნაწერი H-1661 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[3], შეიცავს 25х18 ზომის 340 ფურცელს, ტექსტი კი კალიგრაფიული ძველი ქართული საეკლესიო ანბანით – ნუსხურით – არის შესრულებული. «გოლგოთას სვინაქსარი» 1155 წელს იურუსალიმში ბერ გიორგი დოდისს გადაუწერია, ცნობილ ქართულ ჯვრის მონასტერში, რასაც ხელნაწერის ანდერძიც მოწმობს: «დაიწერა წიგნი ესე წ՜ა ქალაქსა იჱრუსალიმსა მონასტერსა შინა ჯ՜რისასა ჴელითა უცბად მჩხრეკალისა ფრიად უღირსისა ხუცეს მონაზონისა გიორგი დოდისითა. სრულ იქმნა ღ՜წლსა წ՜თასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლს დიმიტრისსაჲ, იჱ՜ლმს ბულდიონისსაჲ, დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და ქორონიკონი ტოგ», ანუ დასაბამითგან 6759 წელს, ქორონიკონით კი 375 წელს [4].

Read more »

მთავარეპისკოპოსის ზენონის საშობაო ეპისტოლე ეპარქიისადმი

11/01/2018
By

დმ26169079_1647661298626577_1500782352549268283_nანისისა და აგარაკ (ახტალა)-ტაშირის , დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის ზენონის საშობაო ეპისტოლე ეპარქიისადმი

,,მალე დადგება დღესასწაული,
რომელიც არის ყველა დღესასწაულის დედა.
რომ არ ყოფილიყო შობა, არ იქნებოდა აღდგომა”. (წმ. იოანე ოქროპირი)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დმანისისა და აგარაკ (ახტალა)-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის კურთხეულო სამწყსოვ, მღვდელ-მოძღვარნო, მონოზონნო!

ორ ათასწლეულმა განვლო მას შემდეგ, რაც სიყვარულის მოძღვრების მწვერვალთან მყოფმა წმ. მოციქულმა პავლემ ეფესოში ქრისტეს ეკლესიას მიმართა: “გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები (II,11) იმ ჟამს ქრისტეს გარეშე იყავით… არ გაგაჩნდათ სასოება და უღვთონი იყავით სოფელში (II,12) ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით, რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორნი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე (II,13-14)”.

Read more »

გიორგი მთაწმინდელი და ფილიოკვე

03/01/2018
By

St_George_of_Athos_(Akhtala_fresco)ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, ანა ღამბაშიძე

ათანასე ალექსანდრიელის “სიმბოლოს” ძველი ქართული თარგმანი

“სიმბოლო”, ანუ მოკლე გადმოცემა მართალი სარწმუნოების დოგმატის უმთავრესი დებულებებისა, უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საეკლესიო პრაქტიკაში, როგორც ნათლისღების წინ საჯაროდ წარმოსათქმელი აღსარება სარწმუნოებისა, გამოთქმა ქრისტიანული მრწამსისა.
ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებებამდე სარწმუნოების სიმბოლოს სხვადასხვაგვარი ფორმულირება იყო გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ცნობილია “იერუსალიმური სიმბოლო”, “კესარიულ-პალესტინური სიმბოლო”, “ალექსანდრიული სიმბოლო”, “ანტიოქიური სიმბოლო” და სხვ[1]. საეკლესიო ტრადიციით, თითოეულ მათგანს საფუძვლად დაედო მოციქულთა მოძღვრება, გადმოცემული “მოციქულთა სიმბოლოში”. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, როგორც საერთო-საეკლესიო მრწამსის ფორმულა, ამ სიმბოლოთა შეჯერებით იქნა შემუშავებული[2].

Read more »

მილოცვები პატრიარქს

26/12/2017
By

სრ777740ულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს სასულიერო და საერო ხელისუფლების ლიდერები ულოცავენ.

მსოფლიო პატრიარქის მილოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო. თქვენს პატივცემულ უნეტარესობას უფალში ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმებით. ფრიად საყვარელო თქვენო უნეტარესობავ დიდი სიხარულით მოგმართავთ და ჩვენ მიერ დაწერილი საპატრიარქო წერილით მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე, გულითადად მოგილოცავთ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეტმპყრობლად თქვენი არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს. დღემდე ბრწყინვალედ მსხმოიარეს სიბრძნით, რწმენით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით სავსე მსახურებით, რომელიც თქვენს უწმინდეს ეკლესიასა და თქვენდამი რწმუნებულ ღვთის ბრძენ ერს სიყვარულით მიუძღვენით. ასევე ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და სიკეთით სავსე. ამ განწყობით და წმინდა ამბორით სავსე გეხვევით თქვენო უნეტარესობავ და ქრისტესმიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვრჩებით”, – აღნიშნულია მილოცვაში.

პატრიარქს მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ

მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს. ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, რჩეული ერი, ღმერთმა უდაბნოში ატარა, აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღოდით თქვენს ერს, ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა, რწმენა უფლისა, საქართველოს ოდითგანვე ღვთისკურთხეულ და ურიცხვწამებულთა სისხლით გაჯერებულ, ათას ჭირვარამ გამოვლილ, ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.

ძვირფასო ძმაო! გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას, თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა, ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს, რომ მომმადლა წყალობა, პირადად გამეცანით და წმინდა ძმური ამბორით გადაგხვეოდით. მადლიერი ვარ უფლის, იმ მღელვარებისა და სიხარულისთვის, რომელსაც ის შეხვედრა და თქვენი პიროვნება დღესაც აღძრავს ჩემში. შობის წინა დღეებში, თქვენს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს ჩვენს საერთო მამას, ვთხოვო მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ნუგეში, სულიერი სიხარული და შინაგანი ძალა, არ მოაკლოს თავისი უხვი წყალობა, თქვენს ძვირფას მსახურებას და თქვენს სიცოცხლეს. განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის. ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს, აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა, მოციქულთა სიტყვის მეშვეობით – რათა ყოველი ერთ იყვნენ“ – ნათქვამია რომის პაპის მილოცვაში.

ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ , რუსეთის პატრიარქმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმაც მიულოცეს.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს მის უწმიდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადებიდან 85-ე და აღსაყდრებიდან 40-ე წლისთავს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ მის უწმიდესობას!

კონსტანტინოპოლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

26/12/2017
By

 

+ ბართლომეოსი არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის,

ახალი რომის და მსოლიო პატრიარქი

ეკლესიის მთელ სისავსეს

მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტეს მიერ

 

ღმერთის წყალობით კიდევ ერთხელ გავხდით ღირსნი ვიზეიმოთ ღვთის სიტყვის ხორციელად შობის ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც ქვეყანაზე იმისთვის მოევლინა რომ ჩვენთვის მოეტანა „კეთილდღეობა“,[1] ცოდვებისგან ხსნა,გავეთავისუფლებინეთ სჯულისგან და სიკვდილის  მონობისგან, რათა ებოძებინა ჭეშმარიტი სიცოცხლე  და უდიდესი სიხარული და „არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“.[2]

ვეგებებით „სრულყოფილ ღმერთს“,[3] რომელმაც „სიყვარული მოიტანა ქვეყნად“[4] და იმაზე უფრო მეტად ახლობელი გახდა „ვიდრე ჩვენ საკუთარი თავის მიმართ ვართ“.[5] სიტყვა ღმერთმა თავი დაიმდაბლა და ქმნილი სხეული შეიმოსა  „გამოუთქმელი და მიუწვდომელი სიმდაბლით“.[6] „დაუტევნელი“დაიტია ქალწულის წიაღში, უდიდესი უმცირესში  შევიდა. ჩვენი სარწმუნოების ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი, თუ როგორ მოხდა, რომ ზებუნებრივი ღმერთი, „ზეადამიანი გახდა ადამიანი“,[7] გამოუკვლეველ საიდუმლოდ რჩება. „ღმერთის განკაცების საიდუმლოს სიდიადე მუდამ საიდუმლოდ დარჩება“.[8]
Read more »

სიკეთე მუშტი-კრივით: ნამდვილად გაარტყა წმიდა ნიკოლოზმა არიოზს?

20/12/2017
By

193279.p-1ახალგაზრდები (და არა მარტო!), რომლებიც მოშურნედ ცდილობენ მართლმადიდებლობის დაცვას მუშტი-კრივით, მყისიერად ფეთქდებიან, თუ მათ მოსაზრებას ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგები, საკუთარ თავშეუკავებლობას კი იმით ამართლებენ, რომ თვით წმიდა ნიკოლოზმაც სილა გაარტყა ერეტიკოს არიოზს. არის კი ეს სიმართლე? რამდენად მიზანშეწონილია სიყვარულის ქადაგება მუშტი-კრივით?

„შესაძლოა თუ არა, მართლმადიდებელი ქრისტიანი ამბობდეს: „წმიდა ნიკოლოზს არიოზისთვის ლოყაში სილა არ გაურტყამს“? — კითხულობს, მაგალითად, ჩვენი თანამედროვე დეკანოზი ვლადიმერ პარასლეგინი; და იქვე კატეგორიულად აცხადებს: „არა, ვერ იტყვის, რამეთუ რწმენა იმისა, რომ მოსაგრე ნიკოლოზმა არიოზს სახეში გაარტყა, რის გამოც საეკლესიო სასჯელი და პყრობილება დაიმსახურა, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენაა.“ სწორედ ასე, არც მეტი და არც ნაკლები…
ა. წ. 22 მაისს წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე თავად მოვისმინე მოქადაგე მღვდლისგან იმის შესახებ, თუ რწმენის როგორი მოშურნეობა გამოავლინა წმიდა მამამ არიოზისთვის სილის გარტყმით…

მაგრამ არსებობს კი ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცების სერიოზული საფუძველი? მოგვეძებნება კი რაიმე მითითება ამაზე წმიდა მამებთან ან საღვთისმსახურო გარდამოცემებში?

Read more »

«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა

14/12/2017
By

119607_original-604x400პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შნემანი

1976 წლის 12 ოქტომბერი, სამშაბათი

«ცრუ რელიგიის» დასაწყისი სიხარულის უუნარობაა, უფრო სწორად, მასზე უარის თქმაა. სხვათა შორის, სიხარული იმიტომაა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი, რომ ის ღვთის მყოფობის შეგრძნების უეჭველი ნაყოფია. შეუძლებელია იცოდე, რომ ღმერთი არსებობს და არ გიხაროდეს. მხოლოდ მასთან მიმართებაშია სწორი, ჭეშმარიტი, ნაყოფიერი ღვთის შიშიც, სინანულიც და სიმდაბლეც. ამის გარეშე ყოველგვარი სიხარული იოლად გადაიქცევა «დემონურად» და დამახინჯებულად ყველაზე რელიგიური გამოცდილების სიღრმეში. შიშის რელიგია; ცრუ სიმდაბლის რელიგია; დანაშაულის რელიგია: ეს ყოველივე საცდურები და «ხიბლია». მაგრამ რაოდენ ძლიერია ის არა მხოლოდ ერში, არამედ ეკლესიის შიგნითაც… და რატომღაც «რელიგიური» ადამიანების სიხარული მუდამ საეჭვოა. პირველი, მთავარი წყარო ყოველივესი: «იხაროს სულმან ჩემმან უფალში…»

Read more »

ილია II-ის წერილი რუსეთის პატრიარქს

04/12/2017
By

პატრიარქებიილია II-ის წერილი რუსეთის პატრიარქს: ჩვენი ეკლესიები მეგობრობენ, მაგრამ ეს არაა საკმარისი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომისა და პატრიარქობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით პატრიარქ კირილეს წერილით მიმართავს. ილია მეორე საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ღია წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ორი ქვეყნის ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარისტიულ ერთობას, თუმცა სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი.

“საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ და თქვენთან ერთად ვიზიარებთ 100 წლის წინ რუსეთის ეკლესიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, – წმიდა სინოდის შეკრებით და ამ სინოდზე პატრიარქის მმართველობის აღდგენით, – გამოწვეულ სიხარულს.

ეს განცდა ჩვენთვის ფრიად ახლობელია, რადგან საქართველოს ეკლესიამაც საკუთარ თავზე გამოსცადა პატრიარქობისა და ავტოკეფალიის გაუქმებით მიყენებული სიმწარეც და მისი მოპოვებით გამოწვეული უდიდესი სიხარულიც.

ჩვენ ერთნაირი ხვედრი გვქონდა ათეისტური რეჟიმის დროსაც და ორივე ეკლესიამ დიდი თავდადებისა და მსხვერპლშეწირული მსახურებით გადავლახეთ ეს უმძიმესი განსაცდელი.

დღეს სხვა რეალობაა. თუმცა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები კვლავაც სერიოზულია და, ამასთან, მრავალფეროვანი როგორც სულიერ, ისე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, თუ სხვა სფეროში.

მაგალითად, როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარისტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, რის შესახებაც ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს. წმ.წერილში ვკითხულობთ: ,,სიმართლისა და სამართლის ქმნა, მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის” (იგ. 21;3),” – ნათვამია ილია მეორეს წერილში, რომელიც რუსეთის ეკლესიისა და მისი პატრიარქის სახელზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პატრიარქი იმედოვნებს, რომ “ღვთის წყალობით, სიმართლე და მშვიდობა იზეიმებს.” ილია მეორის წერილში ნათქვამია, რომ დღევანდელი დღე, ბუნებრივია, საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთობის საკითხებზეც გვაფიქრებს. საქართველოს პატრიარქი ასევე აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის ეკლესიის მიზანი ღვთისა და ხალხის მსახურება უნდა იყოს, მაგრამ მათ თავ-თავისი სამოქმედო სფერო აქვთ.

“როგორც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მართლმადიდებლური გაგებით, სახელმწიფოც ასევე წარმოადგენს სასულიერო და საერო მმართველობის ერთობლიობას და, ამასთან, თვითოეული თავისი მიმართულებით მოქმედებს, ოღონდ, ვიმეორებთ, ერთი მიზნისკენ, – ღვთისა და ხალხის ერთგული მსახურებისათვის; ხოლო სადაც ეს ასე არ ხდება, იქ ბალანსი ირღვევა და არასწორ გამოვლინებებს აქვს ადგილი, თუნდაც ისეთს, როგორიც ეს იყო რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში პატრიარქობის აღდგენამდე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისაგან და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები.

თქვენო უწმიდესობავ, პატრიარქო კირილე, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს; ვულოცავ მას თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ, სასულიერო დასსა და მორწმუნე ერს და ვუსურვებ თქვენს ეკლესიას  თავდაუზოგავი მუშაკობით  ბოლომდე შეძლოს ღვთის ჭეშმარიტი გზით სამწყსოს წარმართვა მართლმადიდებლური სამყაროს  საკეთილდღეოდ.

,,ღმერთმან მშვიდობისამან, დაე, სრულგქმნათ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მისი ნებისამებრ აღსასრულებლად” (ებრ. 13, 20-21),” – ვკითხულობთ ილია მეორეს წერილში.

წყარო

პატრიარქი ამბროსის (ხელაია) წერილი გერმანიის საელჩოსადმი

29/11/2017
By

22886287_2168647863160840_2501982650591736733_nკათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია)  წერილი გერმანიის საელჩოსადმი (1921)

საქართველოს ეკლესია ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც ახალგაზრდა, განათლებული სასულიერო პირების დიდი ნაკლებობის გამო უფრო უარესდება. წინათ ქართველი ახალგაზრდები უმაღლეს თეოლოგიურ განათლებას იღებდნენ რუსულ სასულიერო აკადემიებში, სადაც თეოლოგია „ოფიციალურ“ საგნად იყო მიჩნეული და დღევანდელი მეცნიერებისაგან ძალიან შორს იდგა. ახლა, დროის შესაბამისად, შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსულ თეოლოგიაზე და როგორც სომხურ და ბერძნულ ეკლესიებშია მიღებული, გავგზავნოთ ახალგაზრდა თეოლოგები გერმანიაში, სადაც თეოლოგია, როგორც მეცნიერება, ძალიან მაღალ დონეზეა.

Read more »