Blog Archives

ქრისტიანთა დევნა ერაყში

24/07/2014
By

10435616_10152323080407798_5990773329882325147_nქრისტიანული მსოფლიო ერთიანდება ერაყში, აჯანყებულების მიერ ქალაქ მოსულში და მიმდებარე ტერიტორიებზე, ქრისტიანების დისკრიმინაციის და დევნის წინააღმდეგ.

მიმდინარეობს ხელმოწერები პეტიციაზე: ” გადაარჩინეთ ერაყელი ქრისტიანული სამრევლო”

ხელის მოსაწერად შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ გვერდზე:
http://www.citizengo.org/en/9810-save-iraqi-christian-community

 

1924345_10152582397530330_2236277153134083734_n

ქრისტიანული სახლები ამ ქალაქებში მონიშნული არაბული ასობგერა   “N” რაც ნიშნავს “Nazarene” (ე.ი. ნაზარეველის მიმდევრები – ქრისტიანები) , უძველესი ეკლესიები დაწვეს,ქრისტიანთა ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო თავად ქრისტიანებმა ან უნდა შეიცვალონ რელიგია, ან ძალიან დიდი გადასახადები გადაიხადონ (მიახლოებით 250$ ექვივალენტი, რაც იქაური მოსახლეობისათვის ძალიან დიდია) ; ამის გამო ათასობით ქრისტიანი გაიქცა ან გაძევებულ იქნა მშობლიური სახლებიდან, ექსტრემისტთა ეს საქციელი ირაყელ სუნიტთა ლიდერმაც დაგმო.

 

 

10552381_10152582394295330_7138371582646220557_nექსტრემისტთა მიერ დევნილ ქრისტიანთა მხარდასაჭერად ევროპისა და მსოფლიო სხვადასხვა ქალაქებში აქციები იმართება,  აშშ-ში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში,ბელგიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, შვედეთში, ავსტრალიაში და სხვაგან ასობით ქრისტიანი შეიკრიბა, გამოსვლებზე იყიდება სპეციალური მაისურებიც, რომელზეც არაბული ასო “N” არის გამოხატული.

 

 

ქალეპისკოპოსები ანგლიკანურ ეკლესიაში

17/07/2014
By

10562952_714663211934319_4100589577721945139_nანგლიკანური ეკლესიის უმაღლესმა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქალ ეპისკოპოსების დადგინებასთან დაკავშირებით.

The Guardian – ის ცნობით მომავალი, 2015 წლიდან , ანგლიკანურ ეკლესიაში ქალებს შეეძლებათ ეპისკოპოსები გახდნენ; ჯერ კიდევ 1994 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიაში ქალები მღვდლებად ეკურთხებიან, ამის შემდეგ 20 წლიანი დებატები მიმდინარეობდა ქალთა ეპისკოპოსებად კურთხევის შესახებ.

საბოლოოდ კი 152 ხმით 45 ის წინააღმდეგ, საერთო, უმაღლესმა სინოდმა, სადაც სასულიერო პირებთან ერთად, სამრევლოების გამორჩეული, საერო პირებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, დაამტკიცა ხსენებული ნოვაცია, რომელიც 2012 წელს ჩავარდა, რადგან მაშინ 74 ადამიანი წინააღმდეგი იყო.

ანგლიკანურ ეკლესიაში ქალ-ეპისკოპოსის ინსტიტუტის შემოღებას  გამოხმაურება მოყვა სხვა ქრისტიანული კონფესიებიდანაც, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც რმე მწუხარებას გამოთქვამს, ანგლიკანური ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო : „ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაართულებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხრიდან დიალოგს ანგლიკანებთან, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს, და ზოგადად ხელს უწყობს ქრისტიანულ სამყაროში არსებული გაყოფის შემდგომი გაღრმავების პროცესს“.

ლოცვის შესახებ (ნაწ. III – IV)

14/07/2014
By

profiriავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

(გაგრძელება იხ: I-II ნაწილი)

ღმერთს მოკრძალებითა და უბრალოებით უნდა მივუახლოვდეთ. აი, რას ამბობს ბრძენი სოლომონი: «შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი. რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი.» (სიბრძ. 1, 1-2). უბრალოება ნიშნავს წმიდა თვინიერებას, ანუ ქრისტესადმი სრულ ნდობას. მივაბაროთ უფალს ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ ხომ ღვთიური ლიტურგიის დროს ასე ვლოცულობთ: «და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ!»
დიდი ხნის წინ ერთი მეუფე მესტუმრა. როცა ლოცვაზე ვსაუბრობდით, შევეკითხე:
– მეუფეო, ბოლომდე გესმის აზრი სიტყვებისა “ მოკრძალება“ და ‘’უბრალოება“? მაინც რას ნიშნავს «მოკრძალებითა და გულისმიერი უბრალოებით ლოცვა»?
– მესმის!
– მე კი არ მესმის, რადგან ეს საიდუმლოებაა და მხოლოდ ღვთიური მადლით მიიღწევა.
– დიახ, ბოლომდე მართლაც არ მესმის, – მითხრა მან. – მადლობა, რომ ამას მიმახვედრე.
იღვაწეთ უბრალოდ, რბილად, დაძაბულობის გარეშე. უბრალოება და შინაგანი სიმშვიდე – სულიერი ცხოვრების წმიდა საშუალებებია, მაგრამ მათი გარედან მიღება შეუძლებელია. ის ჩვენმა სულმა საიდუმლოდ და უჩინრად უნდა შეიგრძნოს. მაგრამ, როცა ამის მიღწევა გვინდა, მაშინვე იგებს სატანა და უამრავ ჯებირს გვიგებს. აღასრულეთ უფლის მცნება: «დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა» (მთ. 6. 3). თუ უბრალოებისა და სულიერ სიმშვიდის მოსაპოვებლად დაჟინებით ვძალადობთ უფალზე, არც არაფერი გამოვა. ადამიანთან ეს მდგომარეობა მოდის «იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის» (მთ. 24, 50). ამაშია საიდუმლოება, რომლის უკეთ განმარტება, სამწუხაროდ, არ შემიძლია თქვენთვის.

Read more »

პატრიარქი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით

01/07/2014
By

ilia_meore_4“ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ყველა, ვინც დღევანდელი დღისთვის შრომობდა. “თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის”, – ბრძანა ილია მეორემ.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ 

განეკლესიურების დასაცავად

26/06/2014
By

 mesherinov1ავტორი : იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

სიტყვა “განეკლესიურებას” (расцерковление) ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი, როდესაც ადამიანი ეკლესიაში გარკვეული ხნის დაყოფის შემდეგ ხვდება, რომ მისთვის მიუღებელია ქრისტე და მისი მცნებები და განეშორება ქრისტიანობას – ამ რადიკალურ ვარიანტს ამჟამად არ განვიხილავთ. ჩვენი განხილვის საგანი იქნება მეორე მნიშვნელობა ამ სიტყვისა – როდესაც პირიქით, ადამიანს სურს ქრისტეში ცხოვრება, მაგრამ საკუთარი ეკლესიური ცხოვრების პროცესში უჩნდება შეგრძნება, რომ მისი დამოკიდებულება ღმერთთან ეკლესიაში გადაიქცევა რუტინულად. ამის მიზეზს წარმოადგენს არასწორი გაეკლესიურება (воцерковление), ანუ როდესაც ქრისტეს ეკლესიის სილამაზესა და თავისუფლებაში ადამიანის ზრდის ნაცვლად, მას აკავებენ წვრილად გაწერილ, გარეგნულად რელიგიურ სქემებში, იდეოლოგიასა და სუბკულტურაში. ხელის შემწყობია ის, რომ დაუმუშავებელი პიროვნული პედაგოგიკის გამო, გაეკლესიურების ნორმა, ანუ გარეგნული ეკლესიურობის საწყისი ფორმების სწავლება, ყველას მიერ მიიჩნევა როგორც ნორმა, საერთოდ ეკლესიური ცხოვრებისა. მაგრამ ადრე თუ გვიან ადამიანი იზრდება დაწყებითი საეკლესიო სკოლიდან, რათა იცხოვროს ქრისტეში და აღასრულოს მისი მცნებები, არა ვიწრო სუბკულტურის ჩარჩოებში, არამედ ღმერთისაგან ბოძებულ – ცოცხალ და არაერთგვაროვან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ევროკავშირში ყველაზე რელიგიური ერი – ბერძნებია

24/06/2014
By

Blue Domes On A Church In A Greek Town HD Desktop Backgroundბერძნები ევროკავშირში ყველაზე რელიგიურ ერად აღიარეს.

20.06.14 – PRAVMIR -ის ცნობით, საერთო ევროპული გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც 19 ევროპულ ქვეყანაში სოციალური კვლევების დეპარტამენტმა ჩაატარა, ბერძნები ყველაზე რელიგიურ ერად გამოვლინდნენ.

მონაცემები გამოქვეყნდა ბერძნულ გაზეთშო «ΕλεύθεροςΤύπος» და ათონის მთაზე მიძღვნილ წიგნში შევიდა.

75% ბერძენი საკუთარ თავს რელიგიურად  თვლის, ხოლო 46,2% აცხადებს რომ რეგულარულად ლოცულობს.
შესაბამისი მაჩვენებლები კათოლიკურ და განსაკუთრებით, პროტესტანტულ ქვეყნებში საკმაოდ დაბალია; კათოლიკურ ში რეგულარულად მლოცველად საკუთარ თავს მოსახლეობის 25,4%  აცხადებს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში მხოლოდ 17,9% ლოცულობს რეგულარულად.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის რამდენიმე ასპექტის შესახებ

23/06/2014
By

b1-church-and-state-gg_s800x423ავტორი: ოთარ ზოიძე

1. საკითხის მნიშვნელობისა და ახალი გარემოს შესახებ
2. სახელმწიფო და ეკლესია: ზოგადად
3. მისაღები სეკულარიზმი
4. მიუღებელი სეკულარიზმი
5. მონარქია და ქრისტიანობა
6. მართლმადიდებლობა და ეროვნული იდენტობა
7. საერო სამართალი, ქრისტიანული ეთიკა და ეკლესია
8. გარანტიების შესახებ, ანუ ტრადიციული დასკვნის ნაცვლად

Read more »

ქურდობისათვის

19/06/2014
By

news_11641ავტორი: წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება თქმული ქუთაისის საკათედრო ეკლესისსა შინა,განმარტება სამოციქულოისა (ეფეს. 4, 28)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ერთს წარსულს კვირიაკეს ვიწყეთ ჩვენ განმარტება ერთისა ფრიად საჭიროისა და სასარგებლოისა სამოციქულოისა, რომელი იპყრობს თვის შორის სწავლასა და დარიგებასა, ყოველ დღეს და ყოველ წამს სახმარსა ჩვენთვის. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი განმარტება დანარჩენთა მუხლთა. ჩვენ გავჩერდით მაშინ ოცდა მერვესა მუხლსა ზედა, რომელი არის შემდგომი: მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშურებოდენ და იქმოდნენ კეთილსა თვისთა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის – იგი უხმდეს ( ეფეს. 4,28). იქმნება ვინმემ თქვენგანმა იფიქროს, ძმანო ჩემნო, რომ ამ მუხლის განმარტება არ არის საჭირო, არც შესაფერი, რადგანაც აქ მოციქული იტყვის მპარაობასა, ანუ ქურდობასა ზედა, რომელიც არის ერთი სასირცხო და სათაკილო ცოდვა, და, მაშასადამე, ლაპარაკიც მას ზედა იქმნება სათაკილო და შემარცხვენელი.
Read more »

ლოცვის შესახებ (ნაწ. I – II)

11/06/2014
By

PorfiriyK_s ავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი

წმიდა პორფირი კავსოკალიველი  2013 წლის 2 დეკემბერს იქნა კანონიზირებული მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ.

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

(ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო)

ნაწილი 1

ადამიანი ზეცაში ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით ეძებს მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას, ცდილობს, ღმერთში აღმოაჩინოს იგი. ღმერთი – საიდუმლოებაა, ის მდუმარებაა; ის უსასრულოა; ის – ყველაფერია. სამყაროში ყოველი ადამიანი ეძებს რაღაცას, მთელი არსებით ზეცას ესწრაფვის, მისკენ არის მიმართული, თუნდაც არ ჰქონდეს ეს შეგნებული და გაცნობიერებული.
არ მოაცილოთ თქვენი აზრი და გონება უფალს. შეიყვარეთ ლოცვა – მასთან საუბარი. მოსაგრეობის აზრი ქრისტესადმი სიყვარულში, მისადმი მოშურნეობაშია. გახდით უფლის სიყვარულის ღირსნი, რათა არ დარჩეთ ბნელში. ჩართეთ ლოცვის გადამრთველი, რათა თქვენს სულში ღვთიური ნათელი აინთოს. მაშინ თქვენი არსის სიღრმეში ქრისტე გამოცხადდება, იქ, სადაც ცათა სასუფეველია: “ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია” (ლუკ. 17,21) .

Read more »

სინოდის 3 ივნისის სხდომის განჩინება

05/06/2014
By

get_imgსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სინოდის გუშინდელი, 3 ივნისის სხდომის განჩინებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2014 წლის 3 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი კრება.  Read more »