ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი
ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
იხილეთ I ნაწილი
გაგრძელება
8. და ჯუარს-ეცუა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს ზე…
რა მნიშვნელობა აქვს იმ მოკლე ჩამონათვალში, რაც სწამს ეკლესიას, პილატეს *21 ხსენებას? რატომ იხსენება მხოლოდ ეს ერთი სახელი ქრისტეს ჯვარცმასთან, სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებით, ერთი სახელი იმ უთვალავი ადამიანის სახელთაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ უდანაშაულო მოძღვრის გასამართლებას და წამებაში? ამ კითხვას უნდა გავცეთ ორი პასუხი, ჩვენი რწმენისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი, არსებითი, ცენტრალური.
Read more »