ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესმა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქალ ეპისკოპოსების დადგინებასთან დაკავშირებით.
“The Guardian“ – ის ცნობით მომავალი, 2015 წლიდან , ანგლიკანურ ეკლესიაში ქალებს შეეძლებათ ეპისკოპოსები გახდნენ; ჯერ კიდევ 1994 წლიდან ანგლიკანურ ეკლესიაში ქალები მღვდლებად ეკურთხებიან, ამის შემდეგ 20 წლიანი დებატები მიმდინარეობდა ქალთა ეპისკოპოსებად კურთხევის შესახებ.
საბოლოოდ კი 152 ხმით 45 ის წინააღმდეგ, საერთო, უმაღლესმა სინოდმა, სადაც სასულიერო პირებთან ერთად, სამრევლოების გამორჩეული, საერო პირებიც ღებულობდნენ მონაწილეობას, დაამტკიცა ხსენებული ნოვაცია, რომელიც 2012 წელს ჩავარდა, რადგან მაშინ 74 ადამიანი წინააღმდეგი იყო.
ანგლიკანურ ეკლესიაში ქალ-ეპისკოპოსის ინსტიტუტის შემოღებას გამოხმაურება მოყვა სხვა ქრისტიანული კონფესიებიდანაც, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც რმე მწუხარებას გამოთქვამს, ანგლიკანური ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო : „ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაართულებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა მხრიდან დიალოგს ანგლიკანებთან, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს, და ზოგადად ხელს უწყობს ქრისტიანულ სამყაროში არსებული გაყოფის შემდგომი გაღრმავების პროცესს“.