Blog Archives

საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს დიდ შეცდომად აფასებს

15/07/2015
By

georgia_spatriarqo_gerbiსაქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებელ ნაბიჯად აფასებს.
საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააკეთა.
“ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია.

ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. არაერთხელ აღგვინიშნავს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან”

ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წყარო

შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან

13/07/2015
By

Metr Anthony

ავტორი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

საუბარს რწმენის შესახებ მსჯელობით დავიწყებთ. რწმენას ხშირად რელიგიის ცნებას უკავშირებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა გაცილებით მრავლისმომცველია. წმ. წერილში – ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სარწმუნოება განსაზღვრულია, როგორც “საქმეთა მამხილებელ არახილულთა” (ებრ. 11,1). რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ითქვას რომ, რამდენადაც ღმერთი უხილავი და განუჭვრეტელია, რწმენის ცნება პირველ რიგში, სწორედ მასთან არის დაკავშირებული. მაგრამ არსებობს საგნები, რომელთა მიმართაც ჩვენ ისეთი მტკიცე რწმენა არა გვაქვს, როგორიც მორწმუნეს აქვს ღვთის არსებობის მიმართ.

მახსოვს, ერთხელ ტაქსის მოლოდინში სასტუმროსთან ვიდექი. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მითხრა – “კაბის მიხედვით თუ განვსჯით, თქვენ მორწმუნე ხართ, მღვდელი”. – “დიახ”. მივუგე მე. – “აი, მე კი ღმერთი არ მწამს…” მე შევხედე მას და ვეუბნები – “ძალიან სამწუხაროა”! – “როგორ შეძლებთ, რომ ღმერთის არსებობა დამიმტკიცოთ?” – “რა დამტკიცებაზე მელაპარაკებით, ან რა სახის მტკიცებულება გჭირდებათ?” – “აი, როგორ… დამანახეთ ხელისგულზე თქვენი ღმერთი და დავიჯერებ მის არსებობას”. მან ხელი გადმომიშალა და ამ დროს თითზე საქორწინო ბეჭედი დავუნახე. “დაქორწინებული ხართ?” – “დიახ, ვარ.” – “შვილები გყავთ?” – “დიახ, მყავს.” – “ცოლი გიყვართ?” – “რა თქმა უნდა, მიყვარს.” – “შვილები თუ გიყვართ?” – “დიახ.” – “აი, მე კი ეს არ მჯერა!” “- როგორ არ გჯერათ?! მე ხომ გეუბნებით!” – “დიახ, მაგრამ მაინც არ მჯერა, დამიდეთ თქვენი სიყვარული ხელისგულზე, შევხედავ და დაგიჯერებთ…” იგი ჩაფიქრდა – “დიახ… ამ პოზიციიდან სიყვარულისთვის არ შემიხედავს…”
Read more »

ერთმორწმუნე მტრის შესახებ – მერაბ მამარდაშვილი

09/07/2015
By

1990ქართულმა ხასითმა, ქართულმა გენოტიპმა დაკარგა თავისი მოხაზულობა, ეს დაიკარგა უკვე რუსეთთან უთიერთობაში XIX საუკუნეში, დაიკარგა ჩვენი ეკლესიის და რელიგიის დონეზე. იმდენი ჩვენ არ გვავნო მაჰმადიანობამ, ან მუსულმანურმა სამყარომ, არაბებმა ან მონღოლებმა, ან სპარსელებმა, ან თურქებმა, რომლებიც ყოველთვის გვემტერებოდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ ჩვენ რწმენას– რელიგიას, რამდენადაც ჩვენ გვავნო “ნათესაობრივმა” კავშირმა რუსულ კულტურასთან, რუსულ ეკლესიასთან, რომელიც გვეჩვენებოდა მონათესავე.

უფრო მყარი, უფრო მტკიცე იყო ჩვენი რწმენა, როცა ჩვენ ვანსხვავებდით ჩვენ თავს განსხვავებულ მაჰმადიანისგან ან სხვა რწმენის სახელმწიფოსაგან, რომელიც შემოიჭრებოდა ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში. იქ არის რაღაც გაუგებრობა– ჩვენ დამოკიდებულებაში, წაშლა საზღვრებისა რუსულ ეკლესიასთან. ერთი რუსი ეკლესიის ისტორიკოსი აღიარებდა: “უმცროსმა დამ (რუსეთის ეკლესია) თავისი უფროსი და (ქართული ეკლესია) დაახრჩო თავის ხელებში. იმიტომ რომ უფროსმა დამ აღარ იცოდა ვინ არის მტერი და ვინ არის ნათესავი.

ეკლესიის თვისებები

07/07/2015
By

Ilarion_Alfeevავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

ნიკეა -კონსტანტინეპოლის სიმბოლოს სიტყვები ,, მრწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკელსია: განსაზღვრავს ეკლესის, როგორც ღმერთკაცობრივი ორგანიზმის მახასიათებლებს.

ეკლესია ერთია, რადგან შექმნილია წმინდა სამების ხატად და არსობრივი ერთობის საიდუმლოს წარმოადგენს ჰიპოსტატური სხვაობით: ის შედგება ცალკეული პიროვნება-ჰიპოსტატების სიმრავლისაგან, რომლებიც შეკრულნი არიან სარმწუნოებისა და საიდუმლოთა ერთობით. პავლე მოციქულის სიტყვებით: ,, 4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. 5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული“. (ეფეს.4) ყველა ქრისტიანის ამ ერთობისთვის ლოცულობდა იესო ქრისტე საიდუმლო სერობაზე: ,, მამაო წმინდაო,  დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე,  რაიტა იყვნენ ერთობით,  ვითარცა ჩუენ … და არა ამათთვის ხოლო გკითხავ,  არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ, ყოველნი ერთ იყვნენ,  ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვუენ შორის ერთ იყვნენ „. ( იოან. 17 ; 11-20-21) წმინდა სამების სამი პირის სიყვარული ასახულია ეკლესიის ერთობაში. ,,დედამიწაზე არ არსებობს ერთობა,  რომელთანაც შესაძლებლობა იქნებოდა საეკლესიო ერთობის შედარება; ასეთი ერთობა მხოლოდ ზეცაში სუფევს, წერს მთავარეპისკოპოსი ილარიონი (ტროიცკი) . შეუდარებელი სიყვარული მამისა, ძისა და სულიწმინდისა ზეცაში აერთიანებს სამ პირს ერთ არსებაში ისე, რომ უკვე სამი ღმერთი კი არა ერთი ღმერთია, რომელიც სამერთიანი ცხოვრებით ცხოვრობს. ადამიანები,  რომლებიც ეკლესიის წევრები ხდებიან და ერთმანეთს იყვარებენ, წმინდა სამების სამ პირს ემსგავებიან.

Read more »

სტალინი იყო მხეცი და სულიერად მახინჯი – მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

03/07/2015
By
Russian Communists, one of them holding Stalin's poster, line up along the Red Square to mark 132nd birth  anniversary of Soviet dictator Josef Stalin in downtown Moscow, Russia, Wednesday, Dec. 21, 2011. The Central Historic Museum is at the background. (AP Photo/Misha Japaridze)

“სტალინი იყო მხეცი და სულიერად მახინჯი” – მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

სტალინი სავსებით შეიძლება გათანაბრებულ იქნას ჰიტლერთან.

 – მე მიმაჩნია, რომ სტალინი იყო მხეცისულიერად მახინჯი, რომელმაც შექმნა ქვეყნის მართვის საშინელი, ადამიანის საწინაამღდეგო სისტემა, დაფუძნებული ტყუილზე, ძალადობასა და ტერორზე. მან წამოიწყო  გენოციდი თავისივე ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ და მასზეა პირადი პასუხისმგებლობა მილიონობით ადამიანის სიკვდილზე. ამ კუთხით, სტალინი სავსებით ეთანადება ჰიტლერს.ორივემ სამყაროს მოუტანეს იმდენი უბედურება, რომ არც ერთი სამხედრო თუ პოლიტიკური წარმატებით არ შეიძლება ამ დანაშაულის გამოსყიდვა კაცობრიობის წინაშე. არანაირი არსებითი განსხვავება არ არის ბუტოვოს პოლოგონსა და ბუჰენვალდს, გულაგსა და ჰიტლერულ სიკვდილის ბანაკებს შორის. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი სავსებით ეთანადება ჩვენს დანაკარგს დიდ სამამულო ომში.

Read more »

ცხინვალში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ჩავიდა

02/07/2015
By

normal_eredvis_didmocame_giorgis_taz27ariცხინვალში განიხილეს ე.. „სამხრეთ ოსეთისსამწყსოს დაახლოების საკითხი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმალეონიდ ტიბილოვმა და ვლადიკავკაზისა და ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია) მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ განიხილესრესპუბლიკისტერიტორიაზე ახალი მართლმადიდებლური ტაძრის აგების შესაძლებლობა, რომლისთვისაც ადგილი უკვე გამოყოფილია.

მიმაჩნია, რომ უკვე დროა სიტყვებიდან გადავიდეთ კონკრეტულ მოქმედებაზე. ჩვენდღეს მოვიწვიეთ კოლეგები რათა განგვეხილა რამდენიმე საკითხი და ჩვენი საერთო  გადაწყვეტილება მისცემს ბიძგს ტაძრის მშენებლობას, – აღნიშნა .ტიბილოვმა მთავარეპიკოპოსთან შეხვედრაზე.

სახელმწიფოს“ „მეთაურმაგულითადი მადლობა მოახსენა მღვდელმთავარს ჩრდილოეთ დასამხრეთ ოსეთისხალხის კეთილდღეობის ზრუნვისთვის.

ჩვენ განვიხილავთ ყველანაირ საკითხს, რომელიც ეხება სარწმუნოებრივ ცხოვრებას, მათ შორისსამხრეთ ოსეთისსამწყსოს დაახლოებას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. აქ დიდია თქვენი როლი და ჩვენ ვაფასებთ თქვენს ყურადღებას, რომელსაც იჩენთსამხრეთ ოსეთშიარსებულ პრობლემებზე“,აღნიშნაპრეზიდენტმა“.

მთავარეპისკოპოსმა ზოსიმემ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ლ.თიბილოვს იმ თბილი და ყოველთვის კეთილი დამოკიდებულებისთვის რასაც ის იჩენს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისადმი და იმ ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენს არამარტო მატერიალური,  არამედ   ცხოვრების სულიერ საკითხებზე.

ფოტოზე: სოფელ ერედვის სამნავიანი ბაზილიკა (X .) – წმ. გიორგის სახელობის ქართული უძველესი ეკლესიაა, რომელიც  დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, იგი მიეკუთვნება ნაგებობათა  იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ  ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია.

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა

წყარო

ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა

30/06/2015
By

1500x1500orthodoxchurchinamericaამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლიკა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის  გადაწყვეტილების გამო

28 ივნისი, 2015

ღრმად პატივცემულ იერარქებს, ღირს სამღვდელოებას, ბერ-მონაზვნებს, და მორწმუნეთ ამერიკაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიისა:

საყვარელნო,

ახლახანს ა.შ.შ.-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება „ერთსქესიანი ქორწინების“ კანონიერების შესახებ ფართოდ გაშუქდა პრესაში და მან უკვე გამოიწვია გარკვეული აღშფოთებები შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენი წმინდა ეკლესიის სწავლება ქორწინების საიდუმლოს შესახებ რჩება უცვლელი, როგორიც ის იყო ათასწლეულები.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკაში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა წმინდა სინოდმა გამოსცა რიგი განცხადებებისა, რომლებშიც დაწვრილებით გადმოცემული და განმარტებულ იქნა ჩვენი წმინდა სარწმუნოების სწავლება ამ საკითხის შესახებ ჩვენს ამერიკულ საზოგადოებაში არსებული გამოწვევების შუქზე. ეს სწავლებები რჩება ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად. ბმულები ამ განცხადებებზე მოცემულია ქვემოთ*.

Read more »

ლუთერანელ ეპისკოპოსთა კონფერენციის განცხადება ა.შ.შ.-ს უმაღლესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შესახებ

29/06/2015
By

GayMarriageOpponent-570x320შეტევა ქორწინებაზე – შეტევა ბიბლიურ მორალზე

“2015 წლის 25 ივნისს, ქრისტიანული სარწმუნოების „აუსბურგის აღმსარებლობის“ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ , შტატების მთელს ტერიტორიაზე, ერთსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა, და გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალ წყვილთათვის რელიგიური ქორწინების აკრძალვა, ა.შ.შ.-ს კონსტიტუციის დარღვევაა.

ჩვენი აზრით, ეს რეზონანსული მოვლენა, უფლებების დარღვევის მხრივ ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება , არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელს მსოფლიოში, გამომდინარე იმ გავლენიდან, რომელსაც ა.შ.შ. ახდენს სხვა ქვეყნებზე, და ეს მოვლენა ნეგატიურად აისახება მათ შორის ჩვენი საზოგადოების უფლებებზეც, სხვადასხვა ქვეყნებში.

ღრმა მწუხარებით ავღნიშნავთ, რომ ა.შ.შ.-ს უმაღლესი სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილება, თავისი არსით არის ანტიქრისტიანული და ღვთისმგმობი. ჭეშმარიტ ქორწინებაზე მიყენებულ იქნა ძლიერი დარტყმა, რომლის მიზანიც არის ტრადიციული ოჯახის რღვევა, ეს არის დარტყმა ღვთისგან დაწესებულ წესისმიერ კავშირზე მამაკაცსა და ქალს შორის. გამოცვლილია ღვთისგან მოფენილი სიყვარულის გააზრება, რომლის მიზანიც, მამაკაცისა და ქალის ქორწინებაში მყოფობისას, არის ღვთის თანამხასურება და შვილთა შობა, მაცხოვნებელ რწმენაში მათი შემდგომი აღზრდის მოვალეობით.

Read more »

უკრაინის ორმა არ აღიარებულმა ეკლესიამ გაერთიანება გადაწყვიტა.

29/06/2015
By

5ad376877788065494722c62173b8უკრაინის ავტოკეფალიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УАПЦ) და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ КП) მიაღწიეს შეთანხმებას ადგილობრივ უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაერთიანების შესახებ. სამშაბათს ეს ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა კიევის საპატრიარქოს ინფორმაციის მართვის ხელმძღვანელმა, ევსტათი ზორიამ.

“შეთავაზებული იქნას УАПЦ -ს წარმომადგენელს და მის საეპოსკოპოსო კრებას, და ასევე УПЦ КП -ს წარმომადგენელს და მის წმინდა სინოდს, რომ, გადაუდებლად, 2015 წლის 30 ივნისამდე, მიიღოს გადაწყვეტილება გაერთიანებული კრების მოწვევის შესახებ, რათა საბოლოოდ მოხდეს УАПЦ და УПЦ КП -ს გაერთიანება ერთიან ადგილობრივ ეკლესიაში.“- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც მოეწერა ხელი ორი ეკლესიის წარმომადგენლთა შეხვედრაზე, და რომელიც გამოაქვეყნა ევსტათი ზორიამ.

Read more »

თქვენი გულქვაობის გამო…

22/06/2015
By

old-and-new-testamentsავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე

 ძველი და ახალი აღთქმის შედარების ზოგი საკითხისათვის

როცა ვკითხულობთ ბიბლიას თვალშისაცემია მთავარი განსხვავებას ძველსა და ახალ აღთქმას შორის. პარადოქსია, რომ ღმერთი, რომელიც თავისი ბუნებით მარადიულია და ცვლილებას არ ექვემდებარება, აბსოლუტურად განსხვავებულად ცხადდება ძველსა და ახალ აღთქმაში.

Read more »