Blog Archives

ბუნებური მოვლენა, ღვთის წყრომა და აუხილველი თვალი გონებისა

18/06/2015
By

news_44426ავტორი: ილია ჭავჭავაძე

ღმერთი ქრისტიანობისა შურისმაძიებელი ღმერთი არ არის

ტფილისი, 9 ივლისი

ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი: ერთი სოფელ კვათანიდამ და მეორე ლანჩხუთიდამ, ორივ ეს სხვადასხვა ადგილიდამ მოწვდილი ამბავი ერთსა და იმავე მიზეზს იძლევა, კაცი დაუკვირდეს ერთგვარს მოვლენას, რომელიც, ჩვენში რომ ვსთქვათ, “არ ახალია, ძველია” და მით, რასაკვირველია, არანაკლებ საყურადღებოა და ათასჯერ სათქმელი და სამოძღვრებელი.
ამ წერილების დამწერნი გულმართლად მოგვითხრობენ თუ რა, ზედმოქმედება იქონია სოფლელებზედ ოთხის ივლისის მიწისძვრამა. რა თქმა უნდა, რომ ეს ბუნებური მოვლენა, არაერთხელ ყოფილა ჩვენში თუ სხვაგან, ხალხმა ჯერ ყველაზედ უწინარეს ღვთის წყრომას მიაწერა, ცოდვათა გახშირების გამო მოვლინებულსა და ყველაზედ უწინარეს იგი ღონე იღონა, რომ წყრომა ღვთისა წყალობად გარდიქციოს და ღმერთი მოწყალების თვალით გადმოახედოს. ამისათვის აიღეს და სოფლის განაჩენით დაადგინეს, რომ კვირაში ერთი დღე პარასკევი შესწირონ ღმერთსა და სამუდამოდ იგი დღე იუქმონ.

Read more »

საპატრიარქო დაზარალებულებს 100 000 ლარს შესწირავს – პატრიარქი

18/06/2015
By
ucmindesiმივეცი კურთხევა, რომ საპატრიარქომ დაზარალებულებს შესწიროს 100 000 ლარი, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “იმედის” საქველმოქმედო აქციაში პირდაპირი ჩართვისას. მისი თქმით, ამ განსაცდელმა ქართველი ხალხი გააერთიანა. პატრიარქმა კურთხევა მისცა მრევლსა და ეპარქიებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ დაზარალებულებს. მისივე განცხადებით, საპატრიარქოს 3 ოთახიანი ბინა შესწირეს და უნდა მონახონ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ამ ბინას გადასცემენ. უწმინდესმა მრევლს მიმართა: “არ შეეშინდეთ, ყველაფერი ღვთის წყალობით გაივლის”.

ქმნილება და ეკოლოგია: მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი ეკოლოგიურ პრობლემებზე

16/06/2015
By

1433240587ქმნილება1  და ეკოლოგია: მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი ეკოლოგიურ პრობლემებზე

ავტორი: თამარ გრძელიძე

წყარო: https://tamargrdzelidze.wordpress.com

წმ. პავლე მოციქულის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი უღრმეს მადლობას მოახსენებს ქალბატონ თამარს სტატიის გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლების მოცემისათვის

სტატია თავდაპიველად დაიბეჭდა ჟურნალში The Ecumenical Review, 54, no. 3 (July 2002) 211-218. სტატიაში გარდა ციტირებული ლიტერატურისა, აგრეთვე, გამოყენებულია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის, მიტროპოლიტ კალისტე უეარის, დედა თეოქსენის, მამა კ.მ. ჯორჯის, ალექსანდრე ბელოპოპსკის, დიმიტრი ოიკონომოსის, ელიზაბეტ თეოკრიტოვის ნაწერები. სტატიის მიზანია, შეაჯამოს აღნიშნულ საკითხზე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული პოზიცია მესამე ათასწლეულის დასაწყისისთვის. ამ შეჯამების ფონზე გამოიკვეთება სტატიის ავტორის ხედვა, თუ როგორ უპასუხებს მართლმადიდებლური სწავლება ეკოლოგიურ კრიზისს ეკლესიის წიაღში, ევქარისტული ღვთისმეტყველების შეგნებით.

Read more »

ნუ გეშინიათ ჩიპების!

11/06/2015
By

666_bar_code_in_rfid_and_m_m_e_a_verichips (1)ავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნუ გეშინიათ ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ დაბნელებული გონების!
(კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ჩიპებით აშინებს მრევლს)

იოანეს აპოკალიპსში აღწერილია, რომ ქვეყნის აღსასრულს ბოროტი ძალა (მხეცი) ყველა ადამიანს აღბეჭდავს თავისი ნიშნით შუბლზე და მარჯვენა ხელზე. ზოგიერთი ამას სიტყვა-სიტყვით იგებს და ჰგონია, რომ მოვა ვიღაც და შუბლზე ან მარჯვენა ხელში ჩაუმონტაჟებს ჩიპს ან რაღაც ამგვარს. ასეთი მიდგომა იგივეა, რომ სახარების სიტყვები “თუ გაცდუნებდეს თვალი შენი, ამოიღე და გადააგდე იგი” ისე გავიგოთ, რომ ცდუნებისგან თავის დასაცავად პირდაპირ ამოვითხაროთ თვალები და თავი დავიბრმავოთ. ან სიტყვების „თუ გაცდუნებდეს ხელი შენი, მოიჭერი და გადააგდე იგი“ მოსმენისას, პირდაპირი გაგებით მოვიჭრათ ხელი, რათა ცუდი საქმე არ ჩავიდინოთ. ასეთ პრიმიტიულ და სწორხაზოვან გაგებას ყოველთვის გმობდა და ებრძოდა ეკლესია. გაიხსენეთ ორიგენე (+254), რომელმაც პირდაპირი გაგებით, ხორციელად დაისაჭურისა თავი (სტერილიზაცია გაიკეთა), რათა მთლიანად ღმერთისთვის მიეძღვნა თავი. სწორედ ამ დანაშაულის გამო დასაჯა იგი ეკლესიამ და არ მიიღეს სასულიერო დასში.

Read more »

ბიბლიური ქრონოლოგიის შესახებ

09/06/2015
By

time-is-running-outმღვდ. პეტრე სავინი – “ბიბლიური ქრონოლოგია”

თარგმანი:  დიაკ. ერეკლე წაქაძე

დღემდე მიღებული ქრონოლოგიით სამყაროს შექმნიდან ქრისტეს შობამდე, რომლითაც ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისს, ჩაიარა 5508 წელმა, თუმცა უკვე დიდიხანია ცნობილი იყო (ხუთწიგნეულის შექმნის დროიდან დაწყებული), რომ ეს პერიოდი უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს სხვადასხვა ხალხის, რომელთანაც ებრაელებს შეხება ჰქონდათ, ისტორიულ წარსულს თუ გავითვალისწინებთ, და საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ იმ პერიოდზე, რომელიც კაცობრიობის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. რიცხვი 5508-ის ირგვლივ ბევრი კამათი იყო და ბევრი კომენტარიც დაიწერა, მაგრამ თვით ეს რიცხვი და ეს აღრიცხვა არსად ბიბლიაში, როგორც ძველი ისე ახალი აღთქმის წიგნებში, არ არსებობს. უფრო მეტიც, ის არასდროს არ იყო დამტკიცებული, დადასტურებული ანდა დეკრეტირებული რომელიმე საეკლესიო ხელისუფლების ანდა რომელიმე მსოფლიოს საეკლესიო კრების (რომელსაც განსაკუთრებული უფლება აქვს დაამტკიცოს მართლრწმენის საფუძვლები და ეკლესიური დისციპლინის საკითხები, რომელიც სავალდებულო ხდება მთელი ეკლესიისათვის) მიერ, – ანდა რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის კრების მიერ, რომელიც ამ რიცხვს მისცემდა ეკლესიაში გამოყენების ძალას. ეს რიცხვი არსად არ ჩნდება, არც ეგრედ წოდებულ “თეოლოღუმენებში”, რომელსაც ეკლესია დროებით ღებულობდა ხოლმე. ფაქტად რჩება ის, რომ ეს რიცხვი – 5508 წელი სამყაროს შექმნიდან – არასდროს არ ყოფილა დამტკიცებული ეკლესიის მიერ. შესაბამისად, ყოველი დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ, ანდა საღვთო გამოცხადების და ბიბლიური სიწმინდეების წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი შეტევა და კრიტიკა, აზრს მოკლებულია.

Read more »

ტეიარ დე შარდენი

02/06/2015
By

 

Vcp4vQA0ezEავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

პიერ ტეიარ დე შარდენი XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი თეოლოგია, რომლის განსაკუთრებულობა იმით გამოიხატება, რომ მან თავის მოძღვრებაში ერთმანეთს დაუკავშირა თეოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევები, ამავე დროს რელიგიისა და მეცნიერების მჭიდრო ურთიერთკავშირის ჩვენება დაისახა მიზნად. მისმა მოღვაწეობამ და შემოქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია კათოლიკურ სამყაროში და საერო მეცნიერთა დიდი ყურადღებაც მიიპყრო. ტეიარის სწავლების შეფასება უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო: თუ ერთნი მასში ახალ თომა აკვინელს ხედავდნენ, მეორენი ტეიარდიზმს „მითოლოგიის“, „პანთეიზმისა“ და თვით „მატერიალიზმის“ სახელითაც კი ნათლავდნენ. ასეა თუ ისე, ტეიარდიზმი თანამედროვე მოდერნისტულ თეოლოგიაში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან მიმდინარეობად გვევლინება.

მარი ჟოზეფ პიერ ტეიარ დე შარდენი (Teilhard de Chardin) 1881 წლის 1 მაისს დაიბადა საფრანგეთში (სარდენაში, კლერმონ–ფერანის მახლობლად), ინტელიგენტის ოჯახში. დედა (რომელსაც, სხვათა შორის, ვოლტერი პაპის ბიძად ერგებოდა), შვილს ქრისტიანულად ზრდიდა. 1892 წელს პიერი იეზუიტთა კოლეჯში შეიყვანეს. შვიდი წლის სწავლის შემდეგ იგი ორდენის წევრი გახდა, ერთი წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა. ტეიარი აგრძელებს სწავლას. იგი აკურთხეს, რომ საბუნებისმეტყველო საგნები ესწავლა.

Read more »

თვითშემეცნების შესახებ

25/05/2015
By

Metr Anthonyავტორი: მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ამონარიდის  ელექტრონული ვერსიის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსნებთ ჩვენი ცენტრის მეგობარს ქ-ნ მაია ავლოხაშვილს

უწინარეს ყოვლისა, მინდა განვსაზღვრო ის „მე“, რომელიც უნდა შევიცნოთ,-უამისოდ ერთმანეთს ვერ გავუგებთ და არა გვეცოდინება, საკუთრივ, რაზეა ლაპარაკი. ორი განსხვავებული ხერხით მეობას რომ განვსაზღვრავთ, ჯერ ერთი, შევეცდები აგიხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მეობის ცოდნა შინაგანი ცხოვრების ასაწყობად, და მეორეც,- ვეცდები დაგანახოთ გზა თვითშემეცნებისკენ. არ ვიცი, შევძლებ თუ არა რაიმე დასკვნის გამოტანას, მაგრამ , ყოველ შემთხვევაში, მე მოგცემთ გარკვეულ მასალას, რომლის გამოყენებასაც თქვენ შეძლებთ. Read more »

ანტიევროპული ფსევდოთეოლოგიური პოპულიზმი

21/05/2015
By

10498004_887766881274948_8594996341071126219_oავტორი: დეკანოზი თამაზ ლომიძე 

“შეიძლება უნებლიედ მოსდის რესპონდენტს, მაგრამ ეს საუბარი არის – “პოპულიზმი” ანუ ხალხის გრძნობებზე თამაშით პუპულარობის მოპოვება და განგებ, მარტივი, საქმეში საფუძვლიანად გარკვევის გარეშე პრობლემების დილეტანტური გადაწყვეტის შეთავაზება.

მე, ჩემი შვილებით და ჩემი მრევლის უდიდესი ნაწილი დროებით ევროპაში ვცხოვრობთ და ყველა დამეთანხმება, რომ ევროპა მარტო ჰომოსექსუალობა არ არის. ამის მეტი ნუთუ ვერაფერი დაინახეს ევროპაში? ნუთუ არ არის ევროპაში მისაბაძი ტოლერანტობა, პიროვნების და პირადი სფეროს შესაშური პატივისცემა, განათლება და მეცნიერება, შრომისმოყვარეობა და დისციპლინა, სასჯელის გამოყენების დროს ლმობიერება, ტექნიკური აღმავლობა.

Read more »

საქართველოს სურს გახდეს ევროსტრუქტურების წევრი და აუცილებლად მივაღწევთ ამას – პატრიარქი

19/05/2015
By

CEPoSS-EU-Flags

„საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინს ფიშერის შეკითხვის საპასუხოდ.

ავსტრიის პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ უყურებს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა, კერძოდ, რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა განმარტა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გულისხმობდა როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობას.

პატრიარქმა ავსტრიის პრეზიდენტს, მის მეუღლესა და ავსტრიის დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობას მიესალმა და ამ ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

პატრიარქმა პრეზიდენტს მიმართა: „ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩემთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის”.

ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია.

წყარო

კარგად დააკვირდით, სინათლე, რომელიც თქვენშია, სიბნელე ხომ არ არის

19/05/2015
By
09-croce-di-cristoდაბნელებულ გონებაზე უფრო დიდი ბოროტება ცრუ სიმართლით დაბრმავებული გონებაა

ანზადა გვასწავლის: “ეჭვი უკუნი ღამეაო”. იგულისხმება ცუდი ეჭვი, შეურიგებელი წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის სულში წარმოიშობა. მას მოჰყვება აბსურდიზმი, ნიჰილიზმი, რომლის არსიც ნიცშემ ასე გადმოსცა: “რას ნიშნავს ნიჰილიზმი? – იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღრებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: “რატომ?” ყველაფერი საეჭვო და უაზრო ხდება: აზრიცა და ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთისგან აღარ ღებულობს პასუხს, ამიტომ ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. იგი იმედწართმეული და გზააბნეულია. არ იცის: სად არის, ვინ არის, რა ეძებოს, სად ეძებოს… აბსურდულ სამყაროში კი არც სიმართლე არსებობს და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. სერაფიმ როუზი წერს: “აბსურდიზმი თავისი არსით ჩვენს სულებში ჯოჯოხეთის შემოჭრას ნიშნავს”.

ეჭვის დადებით და უარყოფით მხარეებსა და მის გამოვლინებებზე ლიტერატურაში გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიაველისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.

Read more »