Blog Archives

ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები

08/05/2015
By

eklავტორი: იღუმენი პეტრე მენშერინოვი

ქალაქის გარეუბნებში ან მის გარეთ ღვთისმსახურებას თუ არ დასწრებიხართ, წარმოიდგინეთ, პატარა ზომის ეკლესია დილის წირვა და გულმოდგინედ მომლოცველი მრევლი. სახარების კითხვისას კარები იღება და ტაძარში ორბავშვიანი დედა შემოდის: ერთი სამიოდ წლის თუ იქნება, მეორე – ჩვილი. უფროსი ცოტა ხნით ჩერდება დედის გვერდით, მერე ხალხში გაძვრება და ტაძარში სიარულს იწყებს. ატყობს, რომ არავის სცხელა მისთვის და ისიც თავისთვის დაბაკუნობს, თან თავის ბავშვურ ენაზე საკუთარ თავს ელაპარაკება. უმცროსი დედას ჰყავს ატატებული, მაგრამ მოუსვენრობა მასაც ეტყობა, ტიტინს წამოყვირება ენაცვლება, შიგადაშიგ წამოიტირებს. დედიკო რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დააწყნაროს და რა თქმა უნდა, უშედეგოდ. სხვა სიტუაციაში უწყინარი ბავშვური ტირილი აქ აშკარა დისკომფორტს ქმნის: მრევლის გულისყური ლოცვისკენ აღარაა მიპყრობილი. როგორც იქნა ვიღაც ბედავს შენიშვნის მიცემას. პასუხად, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მკვახე ტონი: “ეს როგორ? ქრისტემ თქვა ნუ დაუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლასო და თქვენ ტაძრიდან მაგდებთ ბავშვებიანად?“ საყოველთაო დაძაბულობა. ღვთისმსახურება თავის ნამდვილ აზრს კარგავს…

Read more »

ეტიენ ჟილსონი

07/05/2015
By

gilson-lecturing1ავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”)

 ეტიენ ჟილსონი ნეოთომიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია. ნეოთომიზმი, როგორც რელიგიური ფილოსოფია, XIX-XX  საუკუნეთა მიჯნაზე  არსებული მსოფლმხედველობრივი სიტუაციის ფონზე აღმოცენდა. ესაა ეპოქა, როცა, ერთი მხრივ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისადმი გადაჭარბებულმა ნდობამ და, მეორე მხრივ, მატერიალისტური  და  სხვა ანტირელიგიური მოძღვრებების მოძალებამ მყარი ნიადაგი შექმნა ათეისტური მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად. ამგვარ პირობებში რომის პაპმა ლეო XII-მ მოუწოდა კათოლიკეებს და თომა აკვინელის მოძღვრების აღორძინება დაავალა, მოძღვრებისა, რომელმაც თავის დროზე მეცნიერებისა და რელიგიის შერიგება შეძლო.

1879 წელს პაპის ენციკლიკით „aeterni patris” (მარადიულ მამას) ნეოთომიზმმა ვატიკანისგან ოფიციალური აღიარება მიიღო. იგი მკვეთრად დაუპირისპირდა როგორც მატერიალზმს, ისე სუბიექტურ იდეალიზმს და პრეტენზია განაცხადა რწმენისა და გონების, რაციონალიზმისა და ემპირიზმის, მჭვრეტელობისა და პრაქტიციზმის სინთეზზე. ასეთი მდგომარეობა მკაცრად ფიქსირებულ დოგმატურ საფუძვლებზე ხორციელდება, რაც თავისთავად ღვთაებრივ გამოცხადებას ეყრდნობა.

ნეოთომისტ ფილოსოფოსთა შორის განსაკუთრებით გამორჩეულნი არიან ე. ჟილსონი, ჟ. მარიტენი, ა. სერტიიანი (საფრანგეთი), ვ. ბრუგერი, ი. ლოტცი, ა. დემფი, მ. გრაბმანი, ი. დეფრიზი (გერმანია), დ. მერსიე, ა. დონდეინი, ლ. დე რემეიკერი, ფ. ვან სტენბერგენი (ბელგია), უ. პადოვანი, ფ. ოლჯატი, კ. ფაბრო (იტალია).

ნეოთომიზმის უმთავრეს  სასწავლო ცენტრებს წარმოადგენდა ლუვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი, წმ. თომას აკადემია ვატიკანში, პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი, მილანის კათოლიკური უნივერსიტეტი, პულახის ინსტიტუტი (მიუნხენთან) და სხვ.

Read more »

განმანათლებლობა და ქრისტიანობა

27/04/2015
By

vitruviano-300x336ავტორი: თეიმურაზ ბუაძე 

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერის” ნომრიდან)

ტერმინით – „განმანათლებლობის ეპოქა“ – აღნიშნავენ დასავლური ცივილიზაციის ისტორიის პერიოდს, რომელიც დაახლოებით XVII–XVIII საუკუნეებს მოიცავს. განმანათლებლობა უშუალოდ რენესანს მოსდევს და ამ უკანასკნელის სულისკვეთების ისტორიული განვითარების შედეგია. აქედან გამომდინარე, მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა გარკვეული ასპექტებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რენესანსული სულისკვეთების უმნიშვნელოვანესი გამოხატულება ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმია. ჰუმანისტებს სურდათ, ხაზი გაესვათ ადამიანის ავტონომიურობისა და თვითკმარობისთვის. ამ მიზნით, ისინი ცდილობდნენ მათი თანამედროვეების ემანსიპაციას შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიისაგან, რაც, უპირველეს ყოვლისა, სქოლასტიკური ღვთისმეტყველებისა და კლერიკალების პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლებას გულისხმობდა. ჰუმანისტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული მორალი დაფუძნებული იყო წმინდანთა მიბაძვაზე, რაც, მათი აზრით, ხელს უშლიდა ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებების თავისუფალ გამოხატვას. ზემოთქმულის მიუხედავად, ისინი დეკლარირებულად არასოდეს დაპირისპირებიან ქრისტიანობას, თვით კათოლიკურ ეკლესიასაც (ზოგიერთი პაპი თავს ჰუმანისტადაც კი მიიჩნევდა). ჰუმანისტების (ფიჩინო, მირანდოლა და სხვ.) მიზანი იყო, კლასიკური ავტორების გაიდეალების საშუალებით, შუა საუკუნეების კლერიკალური, საკრამენტალური ქრისტიანობა გარდაექმნათ ახალ, ოკულტური ელემენტებით გაზავებულ, „პლატონურ ქრისტიანობად“, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ანტიკური ეპოქის სამოქალაქო სათნოებებსა და ესთეტიკურ ღირებულებებზე.

Read more »

ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი

24/04/2015
By

God-is-Love-2ავტორი: ალექსანდრე კალომიროსი – ცეცხლის მდინარე

პასუხი კითხვებზე: ნამდვილად კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

პატიოსანო მამებო, საყვარელო ძმებო და დებო!

არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია.

რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?

ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა.

და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე.

Read more »

რჩევა დაქორწინების მსურველთ

20/04/2015
By

27091345450835წმიდა იოანე ოქროპირი

შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ – უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რას ავალებს იგი კაცს, თუ მას ანჩხლი, მზაკვარი, ლოთი, ჭორიკანა, უგუნური ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და ამის მერე იფიქროთ ქორწინებაზე. თუ ამოიკითხავ, რომ მოციქული უფლებას გაძლევს, ჩამოთვლილ თვისებათაგან ერთერთის შემჩნევის შემდგომ უარყო ერთი ცოლი და მოიყვანო მეორე, თამამად აისრულე სურვილი, რაკი საფრთხე საერთოდ არ გემუქრება. მაგრამ თუ პავლე ამის ნებას არ გრთავს, გავალებს – რა ნაკლიც უნდა ახასიათებდეს ცოლს, თვინიერ მრუშობისა, გიყვარდეს, არსად გაუშვა, მზაობით შეხვდი ცოლის უკიდურესი სიანჩხლის გაძლებას – ამაზე იზრუნე. თუ ეს მძიმე და გაუსაძლისია, მაშინ წინასწარვე ყოველ ღონეს მიმართე, რათა შეირთო კეთილი, ღვთისმოსავი და დამჯერი ცოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი არჩევანი გექნება, ან მის სიანჩხლეს გაუძლებ, ან თუ ამის ატანას ვერ შეძლებ და გაუშვებ, მრუშობის ცოდვა დაგბრალდება. უფალი გვეუბნება: ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა (მთ. 5,32). ეს ყოველივე ქორწინებამდე კარგად ავწონ-დავწონოთ, გავეცნოთ პავლეს მიერ შექმნილ კანონებს და მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ თავიდანვე ზნეკეთილი და ჩვენი ხასიათის შესაფერისი ცოლი შევირთოთ. ასეთი მონდომება დიდ სიკეთეს შეგვძენს; მას არასდროს გავუშვებთ და ძლიერადაც გვეყვარება; პავლე გვავლებს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ (ეფ. 5,25). თუ იცი, ქრისტემ როგორ შეიყვარა ეკლესია? ისე, რომ თავი თვისი მისცა მისთვს. ამიტომ ცოლისთვის სიცოცხლის გაღებაც რომ დაგჭირდეს, ნუ დაიხევ. თუ უფალმა ისე შეიყვარა მონა, რომ თავი თვისი მისცა მისთვს, შენ მით უფრო უნდა გიყვარდეს შენივე მსგავსი მონა. პავლემ ამ სიტყვებს აგრეთვე დაუმატა: რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა (ეფ. 5,26). სიტყვით წმიდა-ყოს მოციქულმა მიგვანიშნა, რომ ადრე ეკლესია არაწმინდა და შებილწული იყო, მაგრამ მაცხოვარმა მის სიმახინჯეს ზურგი არ აქცია, უშნო იერი შეუცვალა, გარდაქმნა, გამოასწორა და ცოდვები შეუნდო.

Read more »

ეპისტოლე დიოგნეტესადმი

17/04/2015
By

09-croce-di-cristo – უცნობი ავტორი  ( II საუკუნე)

ვხედავ, რომ მეტად მოსურნე ხარ, რჩეულო დიოგნეტე, შეისწავლო ქრისტიანთა ღვთისმსახურება. გულმოდგინედ ეძიებ, რომ მთელი სისრულით გაიგო მათ შესახებ ყოველივე, თუ რომელ ღმერთს ერწმუნენ ისინი, ანდა როგორ მსახურებენ მას, რამეთუ ქრისტიანები ამ სამყაროს განეკრძალვიან, ხოლო სიკვდილს არარად რაცხენ. არც ელინთა ცრუ ღმერთებს თვლიან ისინი ღმერთებად, არც იუდეველთა ღვთისმოშიშებას[1] იწყნარებენ. გინდა გაიგო იმ წრფელი სიყვარულის[2] შესახებ, მათ შორის რომ სუფევს. იმასაც ეძიებ, თუ რა არის ეს ახალი ტომი ანდა ახალი წესი ცხოვრებისა, რომელიც ადრე არ იყო და ამჟამად გაჩნდა.

Read more »

სააღდგომო ეპისტოლე

13/04/2015
By

2355c03020.images.new_photo.advert-folder.patriarqiუწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს სააღდგომო ეპისტოლე  

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საქართველოს მკვიდრნო და დროებით სამშობლოს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო

“მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და სულით, რომელნიც არიან ღმრთისა” (კორინ. 6,20)

“ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით” (ეს.61,10)

“დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო…” (ზატიკი)

უფალი, “რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად. (რომ.4.25) და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.) გიხაროდეთ!

ქრისტე აღდგა!

Read more »

დიდი მარხვა, ნაწილი 5–6 (დასასრული)

10/04/2015
By

525740ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

წიგნიდან: “დიდი მარხვა”

ნაწილი 5–6 (დასასრული)

3. დიდი მარხვის კვირადღეები

დიდი მარხვის ყოველ კვირადღეს ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ყოველი მათგანი იმ რიტმში შედის, რომლითაც მარხვის სულიერი „დიალექტიკა“ ვლინდება. მეორე მხრივ, ეკლესიის ისტორიული განვითარების პროცესმი დიდი მარხვის თითქმის ყოველმა კვირადღემ კიდევ მეორე მნიშვნელობაც მიიღო. ასე მაგალითად, პირველ კვირადღეს აღინიშნება კრება მართლმადიდებლობისა (მართლმადიდებლობის ზეიმი), რითაც მოიხსენიება ხატმბრძოლობაზე გამარჯვება და ხატთაყვანისცემის აღდგენა 843 წელს კონსტანტინეპოლში. ამ დღესასწაულის დიდ მარხვასთან კავშირი მხოლოდ ისტორიულია: მართლმადიდებლობის პირველი ზეიმი სწორედ ამ კვირადღეს აღნიშნეს. იგივე შეიძლება ითქვას იმაზე, რომ დიდი მარხვის მეორე კვირადღე წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას ეძღვნება. მისი მტრების გაკიცხვა და მისი მოძღვრების გამართლება ეკლესიამ XIV საუკუნეში მართლმადიდებლობის მეორე ზეიმად აღიარა და ამიტომაც ამ მოვლენის აღნიშვნა დიდი მარხვის მეორე კვირადღეს დაწესდა. თუმცა ორივე ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მაინც არ უკავშირდებიან დიდ მარხვას, როგორც ასეთს, და ამიტომაც მათ ცალკე არ განვიხილავთ. წმინდა იოანე სინელის (კლემაქსის) ხსენებას მარხვის მეოთხე კვირას და წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენებას მეხუთე კვირას გაცილებით უფრო მჭიდრო და არსებითი კავშირი აქვს დიდ მარხვასთან. ორივე წმინდანში ეკლესია არა მხოლოდ ასკეტიზმის მატარებელს ხედავს, არამედ მის ყველაზე სრულყოფილ ნიმუშსაც. წმინდა იოანე სინელი თავისი ნაწერებით, წმინდა მარიამ ეგვიპტელი კი თავისი ცხოვრებით წარმოგვიდგენს ამ მაგალითს. ამ წმინდანთა ხსენებამ მარხვის მეორე ნახევარში უნდა გაამხნევოს და ანუგეშოს მორწმუნენი მათ სულიერ ბრძოლაში დიდი მარხვის მთელი მოსაგრეობის მანძილზე. და რადგანაც ასკეტიზმის მხოლოდ მოხსენიება კი არა, მისი ცხოვრებაში განუწყვეტელი გამოყენებაა საჭირო, ამ ორი წმინდანის ხსოვნა კი ჩვენს პირად სამარხვო მოსაგრეობას უახლოვდება, ჩვენ ამაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ წიგნის ბოლო თავში.

Read more »

ღვთისმსახურება და სამღვდელოება

02/04/2015
By

p1020713ავტორი: დეკანოზი კორნელი კეკელიძე

მოხსნება, წაკითხული სრულიად საქართველოს 1917 წლის საეკლესიო კრებაზე

 

საქართველოს ეკლესიას, როგორც წევრს აღმოსავლეთის მართლმადიდებლობითი ეკლესიისას, აქვს მეტად რთული და ვრცელი რიტუალი, ე.ი. ღვთისმსახურების წესრიგი. ჩვენი ღვთისმსახურება იმდენად ვრცელია, რომ ძნელად თუ ვინმე მოიპოვება ისეთი, რომელმაც შესძლოს ტიბიკოსიბური ლოცვა ბოლომდის მოისმინოს.

სტივ რობინსონი: ეკლესია და ჰომოსექსუალიზმი

30/03/2015
By

ot4ujdenie-580x386ჩემი ცოდვა – არ არის ჩემი არსი

ბეკი. სულ რამოდენიმე თვეა, რაც ისევ მორწმუნე ქრისტიანი გახდა იმ ახალგაზრდული შეკრებების მერე, რომლებმაც ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს მასზე. იჯდა ჩემთან სამზარეულოში და გაჭირვებით იკავებდა ემოციებს საკუთარი წარსულის მოყოლისას. ბარები გეებისთვის, მეგობარი გოგონა, მასთან უკანასკნელი ურთიერთობები, რომლებიც შეწყვიტა. ახლა, უკვე როგორც ლოტის ცოლს, დიდი სურვილი აქვს, დაიბრუნოს წარსული, რადგან ვერც ემოციური კმაყოფილება და ვერც თანადგომა ეკლესიურ საზოგადოებაში ვერ ჰპოვა.

  პოლი.  მისით ყველა აღფრთოვანებული იყო, საძმოს ლიდერი, სემინარიელი. საერთო საცხოვრებლის ოთახში ნახეს სხვა ახალგაზრდასთან. ყველაფერს მოჰყვა მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა იმისათვის, რომ მისი ბედი გადაეწყვიტათ.  ჰქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი დამთავრდა და თვითმკვლელობით აპირებდა სიცოცხლის დამთავრებას.

  უილიამი. ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი იყო. საწოლში ნახეს სხვა ახალგაზრდასთან. როგორც ახალგაზრდული საქმეების პასტორის თანაშემწემ, მშობლებისა და მათი შვილების შეკრება ვითავე, რათა ამ მოვლენაზე გვემსჯელა.

  ჯო. დამხმარედ ვიქირავე გიფსოკარდონით მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის და მალე ახლო მეგობრები გავხდით.  როდესაც ჩემს მიმართ ნდობა აღეძრა, საშინელი წარსულის შესახებ მომიყვა: სექსუალური ძალადობა გაშვილებულ ოჯახში, ცხოვრება ჰოლივუდში და პროსტიტუცია ნარკოტიკების საშოვნელი ფულის გამო. ჩემს ყოფილ პროტესტანტულ ეკლესიაში მოვნათლე. სამი წლის შემდეგ ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა.

Read more »