Blog Archives

დიდი მარხვა, ნაწილი 4 (გაგრძელება)

26/03/2015
By

525740ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

წიგნიდან: “დიდი მარხვა”

დასაწყისი(ნაწილი 1)

2 ნაწილი

3 ნაწილი

თავი 4. დიდი მარხვის მოგზაურობა

1. დასაწყისი: დიდი კანონი

ახლა უნდა დავუბრუნდეთ დიდი მარხვის, როგორც მოგზაურობის, იდეასა და გამოცდილებას. ამ მოგზაურობის მიზანია, ერთი სულიერი მდგომარეობიდან მეორეში გადაგვიყვანოს. როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვე ქრისტიანთა უმრავლესობას არ ესმის დიდი მარხვის ეს მიზანი და მასში მხოლოდ წელიწადის იმ პერიოდს ხედავს, როცა მათ რელიგიური მოვალეობების შესრულება ეკისრებათ. ზიარება (წელიწადში ერთხელ!) და საკვების გარკვეული მეზღუდვების დაცვა, რომელიც სულ მალე ანაზღაურდება აღდგომის დღესასწაულზე მარხვის შეწყვეტით. იმის წყალობით, რომ არა მარტო საერონი, არამედ მრავალი სამღვდელო პირიც შეურიგდა დიდი მარხვის ამგვარ გამარტივებულსა და ფორმალურ გაგებას, მარხვის ჭეშმარიტი სულისკვეთება თითქმის განიდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. დიდი მარხვის საღვთისმეტყველო და სულიერი მნიშვნელობის აღდგენა ჩვენი უმნიშვნელოვანესი და არსებითი ამოცანაა, მაგრამ ეს აღდგენა მხოლოდ დიდი მარხვის საღვთისმსახურო რიტმისა და აგებულების ჭეშმარიტი გაგების შემთხვევაშია შესაძლებელი.

Read more »

ადამიანის შესახებ

24/03/2015
By

news_15895ავტორი პროტოდიაკვანი ანდრეი კურაევი. მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი. სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის წევრი. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ერთერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რუსი ღვთისმეტყველი. მრავალი წიგნის ავტორი, ბრწყინვალე ლექტორი, პედაგოგი და პოლემისტი. გთავაზობთ 1994 წლის ვიდეოჩანაწერის თარგმანს.

***

დღეს ჩვენ ადამიანზე ვისაუბრებთ. შეიძლება ითქვას, ეს ცენტრალური თემაა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმ. ფოტიმ, ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში ასე აღნიშნა: “მე ადამიანში ვხედავ ღვთისმეტყველების საიდუმლოს.” რელიგიის მთელი არსიც ხომ იმაში არ მდგომარეობს, რომ ადამიანს რამე უამბოს ღვთის შესახებ, არამედ იმაში, რომ რამე უთხრას თავად მის შესახებ – ადამიანზე, იმაზე, რომ მას არ შეუძლია ღმერთის გარეშე ცხოვრება, იმაზე, თუ რატომ იწყებს ჩაძირვას, შეხუთვას ზეცის გარეშე მისი სული, დაეხმაროს შეიგრძნოს საკუთარ თავში ზეცის ეს მოწოდება, დაეხმაროს მის გააზრებაში, რეალიზებაში. სწორედ ეს არის ღვთიმეტყველების ამოცანა და ამიტომ, რასაკვირველია, გაიგო ის, თუ რა არის ადამიანი, ნიშნავს ჩასწვდე ქრისტიანობის არსს.

Read more »

შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ მწამს ღმერთის

19/03/2015
By

gmerti1ავტორი: აბრაჰამ კრესმ მორისონი

ჩვენ სამეცნიერო ცოდნის ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე ვიმყოფებით, რაც უფრო ახლოს ვართ განთიადთან, მით უფრო ნათელია ჩვენი დილა, მით უფრო ცხადად გვეხატება გონიერი შემოქმედის ქმნილებანი. ახლა სამეცნიერო მორჩილების სულისკვეთებით, ცოდნაზე დაფუძნებული რწმენის სულისკვეთებით, ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ღმერთის არსებობის ურყევ რწმენას. პირადად მე შვიდი გარემოება მაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩემს რწმენას ღმერთში. აი ისინიც:

Read more »

დიდი მარხვა, ნაწილი 3 (გაგრძელება)

16/03/2015
By

525740ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

წიგნიდან: “დიდი მარხვა”

დასაწყისი(ნაწილი 1)

2 ნაწილი

თავი 3. პირველშეწირულის ლიტურგია

1. ზიარების ორი მნიშვნელობა

დიდი მარხვის განმავლობაში მოქმედ ყველა საღმრთისმსახურო წესს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია – გავიგოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი აღმსარებლობისათვის არის დამახასიათებელი და შეიძლება გამოდგეს მთელი საღმრთისმსახურო გადმოცემის გასაგებ საშუალებად. ეს წესია საღმრთო ლიტურგიის აღსრულების აკრძალვა დიდი მარხვის სადაგ დღეებში. ტიპიკონში ცხადადაა ნათქვამი, რომ არ შეიძლება საღმრთო ლიტურგიის აღსრულება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ დღეთაგან ერთ-ერთს ხარების დღესასწაული დაემთხვევა. ამის მაგიერ ოთხშაბათობით და პარასკევობით აღესრულება მწუხრთან შეერთებული განსაკუთრებული ღმრთისმსახურება, პირველშეწირულის ლიტურგიად წოდებული, რომლის დროსაც შესაძლებელია ზიარება.

Read more »