Blog Archives

ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობა და მიზანი

მსოფლიო პატრიარქის,  ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I –ის სიტყვა, წარმოთქმული
2006 წლის 22 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო სხდომაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტო, ასამბლეის პატივცემულო წევრებო, ძვირფასო მეგობრებო,

მოგესალმებით სიყვარულითა და პატივისცემით კონსტანტინოპოლის ეკლესიის სახელით, რომელიც საუკუნეებია დღევანდელი სტამბულის ტერიტორიაზე მკვიდრობს. გლოცავთ და გულითადად გისურვებთ როგორც პირად, ისე საერთო ბედნიერებასა და დღეგრძელობას.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინაიდან შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი დამოკიდებულება და აზრი გამოვხატოთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე  ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობასა და მიზნებზე. Read more »

ავტორიტეტი და თავისუფლება ეკლესიაში

ავტორი: დეკანოზი ალექსანდრე შმემანი

 

1967 წელს ბიევრში საეკლესიო ყრილობაზე წაკითხული მოხსენება

თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს“ (გალატ. 5,1)

1.

თემა უაღრესად რთულია და ერთობ კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამძიმებს ყველას, ვინც მასთან მიახლებას ბედავს. ამიტომ შევეცდები ყოველგვარი რიტორიკული აქცენტირებისა და გადაჭარბების თავიდან არიდებას. ჩვენ მეტისმეტად დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ და საეკლესიო სინამდვილეში ეს საკითხი აკადემიური აბსტრაქცია კი არა, ცოცხალი ტკივილია. ყველას უნდა გვახსოვდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: „გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა…“

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე -2012 წელი


სააღდგომო ეპისტოლე 
უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის
ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!
მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

Read more »

უფლის საშინელი განსჯა (გასამართლება)

მამა იუსტინე (პოპოვიჩი)

(საუბარი დიდ პარასკევთან დაკავშირებით)

ღვთის ხატება ადამიანში არასდროს ყოფილა ისე დაკნინებული, საყვარელო ძმაო, როგორც დღეს, არასდროს ყოფილა ღმერთი ისე დამცირებული, როგორც დღეს. დღეს ეშმაკი ჩასახლდა ადამიანში, რათა განხორციელებული ღმერთკაცი განყოს. დღეს მთელმა ბოროტებამ ადამიანის სხეულში მოიყარა თავი, რათა ღმერთი განაგდოს. დღეს მთელი ჯოჯოხეთი დედამიწაზე გადმოსახლდა; ნუთუ ვინმეს ახსოვს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სამოთხე იყო? ადამიანის დღევანდელი დაცემა გაცილებით დიდია, ვიდრე პირველი. მაშინ ადამიანი ღმერთს დაშორდა, დღეს კი მან ჯვარს აცვა ღმერთი, ღმერთი მოკლა. ადამიანო, რა გქვია შენ, თუ არა ეშმაკი? მაგრამ რას ვამბობთ? ეს ხომ ეშმაკის ცილისწამებაა. ეშმაკი არასდროს ყოფილა ასე ბოროტი, ასე ოსტატურად ბოროტი, როგორც ადამიანია. უფალი იესო ქრისტე ჯოჯოხეთშიც ჩავიდა, მაგრამ იქ იგი ჯვარზე არ გაუკრავთ. ჩვენ კი ჯვარს ვაცვით! განა ადამიანები ეშმაკზე უარესნი არა ვართ, განა დედამიწა ჯოჯოხეთზე ცეცხლშეგზნებული არაა? ჯოჯოხეთიდან ქრისტე არ განუდევნიათ, დღეს კი ის ადამიანებმა დედამიწიდან გააძევეს, თავისი სხეულიდან, თავისი გულიდან, თავისი ქალაქიდან გააგდეს…  Read more »

სწავლებანი ვნების შვიდეულზე

   წმიდა თეოდორე სტუდიელი 
– სწავლებანი ვნების შვიდეულზე

–ვნების კვირის ორშაბათის სწავლება სიმდაბლისა და მოთმინებისათვის

ძმანო და მამანო! დღევანდელი დღე წმიდა და თაყვანსაცემელია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის!“ შეიკრიბა ერი და ბოროტი განიზრახა მეუფისათვის, მზაკვარი იუდა უარყოფს სახიერ მოძღვარს და ცრუ ამბორის-ყოფით გასცემს მას. შეკრულს მიიყვანენ და სიცრუის სამსჯავროზე წარადგენენ უფალს. განკიცხავენ და შეასმენენ, ის კი მიუგებს, თანაც რაოდენ საშინელი სასმენელია ეს მიგება! – სულგრძელებით აიტანს მონისაგან ყვრიმალში ცემას და ეტყვის: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, ჰსწამე ბოროტისათვის, ხოლო უკუეთუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე?“ და შემდეგ განიკითხავენ, განბასრავენ, შეურაცხყოფენ, აყუედრებენ, შეანერწყვავენ და ჯვარზე გააკრავენ! Read more »

სიტყვა ბზობის კვირიაკესა

               
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და შევიდა იესო ტაძარსა მას ღვთისასა და გამოასხა ყოველივე
იგი გამსყიდველი, და ყოველი, რომელი ისყიდდა ტაძარსა შინა
და ტაბლები იგი მეკერმეთა დაუქცია… და რქვა, წერილ არს:
სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს; ხოლო თქვენ გიყოფიეს
იგი ქვაბ ავაზაკთა (მათ. 21.12–13)

დღესასწაულობითი შესვლა მაცხოვრისა იერუსალიმს, რომელსა დღეს იხსენებს წმიდა ეკკლესია, იყო ერთობ შესანიშნავი შემთხვევა სოფლიურსა ცხოვრებასა შინა მისსა მით, რომელ აქ მაცხოვარი მოიქცა თითქმის წინააღმდეგ თვისისა ჩვეულებისა: მან არა თუ არ დაჰფარა, ჩვეულებრივ, თვისი დიდება, არამედ განცხადებულად მიიღო ერისაგან უჩვეულო პატივისცემა. იგი შევიდა იერუსალიმს, ვითარცა ერთი ძლევა-მოსილი მეფე შევალს სატახტოსა ქალაქსა თვისსა. მას მიეგებნენ ყოველნი ქალაქის მცხოვრებნი, დაუფენდენ მას შესამოსელსა და რტოებსა ბაიასასა და ღაღადებდენ ყოველნი აღტაცებულითა ხმითა: ოსანნა ძესა დავითისსა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანნა მაღალთა შინა.
Read more »

თავისუფლება ქრისტიანისა, თავისუფლება ეკლესიისა და რელიგიური თავისუფლება

ავტორი: ალექსი ოსიპოვი

გაგება თავისუფლებისა მნიშვნელობათა საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მხოლოდ სამს აღვნიშნავთ.    პირველი – მეტაფიზიკურია, როცა თავისუფლებაში იგულისხმება კაცობრივი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება – ნების თავისუფლება, რომელიც გამოიხატება პიროვნების შინაგანი თვითგამორკვევით სიკეთისა და ბოროტების წინაშე. ნების თავისუფლება ისეთ თვისებას წარმოადგენს, რომლის დაკარგვას პიროვნება სრულ დეგრადაციამდე მიჰყავს. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავინ უფლობს: არც სხვა ადამიანი, არც საზოგადოება, არც კანონები, არც ნებისმიერი მთავრობა, არც დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი.
Read more »

„როგორ გავუმკლავდეთ დროს“

ავტორი: მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი)

ჩვენს დაძაბულ საუკუნეში დროსთან გამკლავების პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია. მე არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ დრო თავზე საყრელად გვაქვს და შეგვიძლია, ვილოცოთ მაშინ, როცა მოგვესურვება. მე მინდა, ვთქვა იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ დროს ამ დაძაბულობის, ცხოვრების ზეწოლის კონტექსტში. მე ვერ მოგცემთ რეცეპტს, თუ როგორ გამოვნახოთ დრო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ მას ნაკლებად გავფლანგავთ, უფრო მეტი დაგვრჩება, თუ შევკრებთ გაფლანგული დროის ნამცეცებს და მათ გონების მოკრებისა და ლოცვის პერიოდად შევაკოწიწებთ, აღმოვაჩენთ, რომ დრო საკმაოდ ბევრი გვაქვს. თუ გავიხსენებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი წუთების რაოდენობას, როდესაც რაღაცას ვაკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ სიცარიელის, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენისა გვეშინოდა, მაშინ აღმოჩნდება: არსებობს საკმაოდ დიდი პერიოდები, რომლებიც შეუძლებელია ჩვენ და ღმერთს ერთდროულად გვეკუთვნოდეს. მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცის შესახებ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანი გვგონია იმაზე, თუ როგორ გავაკონტროლოთ დრო და შევაჩეროთ ის. Read more »