Blog Archives

ევროკავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს სცემს (დოკუმენტი)

CEPoSS-EU-Flagsევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი

.ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც ასოცირების შეთანხმების მითებსა და ფაქტებს ასახავს.

“მითი: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს”. ფაქტი: ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა”, -ნათქვამია 40 პუნქტიან დოკუმენტში.

ამასთან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს არ უქმნის. მითების სია სწორედ ამ თემით იწყება.“მითი 1: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის”. ფაქტი: ნამდვილად არ არის ასე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს და ხოტბას ასხამს მრავალფეროვნებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.

ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ ფასეულობათა დაცვას”, – ნათქვამია დოკუმენტში.სიაში რიგით მეორეა მითი იმის შესახებ, თითქოს, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება.”“ფაქტი: არა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მისივე თანახმად, მითია, რომ ,,ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას”.“ფაქტი: სულაც არა! საქართველო ახორციელებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნას ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა უბრალოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორ მოპყრობას, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც უმცირესობებს განეკუთვნებიან. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქეთა უფლებას, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე”, -ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ 40 პუნქტიანი დოკუმენტის PDF ფაილს ინგლისურ ენაზე mythbuster_2_2014_en
ართული ვერსია

წყარო ევროკავშირის ოფიციალური საიტი http://eumm.eu

ღვთიური სიყვარულის შესახებ

profiriწმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

თავად ქრისტეა ჩვენი უსაზღვრო სიყვარული, სიხარული, აბსოლუტური ბედნიერება, ჭეშმარიტი ნათელი, იმედი. . . ადამიანის სურვილი მოიპოვოს ეს ყველაფერი, სინამდვილეში ღვთიურობასთან, ქრისტესთან ზიარების წყურვილი და მოშურნეობაა. ქრისტესმიერი სიყვარული განუყოფელი, განუსაზღვრელი და ისეთი სიხარულის მომნიჭებელია, რომელიც ადამიანს სრულიად ცვლის, ასხვაფერებს. გიჟური სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი! ის სუფთა, გაუზავებელი სულიერი ღვინოა, რომელიც ათრობს. ბიბლიური დავითი ამბობს: “განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან” (ფს. 22, 5). სულიერი ღვინო სუფთაა, მინარევებს არ შეიცავს და ძალიან მაგარია. როცა მას სვამ, თვრები. ღვთიური თრობა – ეს უფლის საჩუქარია, რომელიც გულით წმიდათ ეძლევათ (მთ. 5, 8).
იმდენი იმარხულეთ, რამდენიც შეგიძლიათ; იმდენი მეტანია გააკეთეთ და იმდენი ღამე ათიეთ, რამდენის ძალა შეგწევთ; ოღონდ მუდამ მხიარულნი იყავით, გქონდეთ ქრისტესმიერი სიმხნევე, რომელიც მარადისობის ზეიმია და საუკუნეების განმავლობაში არ განელდება, რადგან უფლისმიერია, გვიძღვნის იმედიან სიმშვიდეს, წყნარ სიტკბოებასა და ნეტარებას. ეს სიხარულთა სიხარულია, ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტე აფრქვევს სიხარულს, რათა მორწმუნენი გაამდიდროს ამით: “რათა სიხარული თქუენი სავსებით იყოს” (იოან. 16.24). აი, ჩვენი რელიგია! აი ის, რასაც უნდა ვესწრაფოთ!

Read more »

ბავშვობას აქვს შედეგები

lass_die_kindheit_hinter_dir-9783423347082„მიუხედავად  იმისა თუ  რა მნიშვნელობას  ანიჭებთ  საკუთარ ბავშვობას დღეს, პასუხი  მრავალ კითხვაზე შორეულ  წლებში დევს.  ამ კითხვებს  ხშირად უსვამთ საკუთარ თავს და მათ  ერთი მთავარი კითხვა  აერთიანებთ:  „რატომ ვარ ისეთი, როგორიც  ვარ?““  –  წიგნიდან  „უკან  მოიტოვე  ბავშვობა“ უ. ნუბერ, 2009 / „Lass die Kindheit hinter dir“,  U. Nuber, Campus Verlag, Frankfurt/New York 2009

გერმანულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ბავშვობას აქვს შედეგები

კარგი მოგონებები, ცუდი მოგონებები, მოგონებების არარსებობა  – მიუხედავად იმისა თუ  რამდენად ცოცხალია  წარსული  თქვენში და ასევე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად დაინტერესებულხართ  აქამდე თქვენი აღზრდით – ერთი რამ ცხადია: თქვენ გქონდათ ბავშვობა. ამ ბავშვობას აქვს შედეგები. განცდები ადრეული წლებიდან კვალს ტოვებენ ჩვენში.  ისინი ჩვენი „ცხოვრების რუკაზეა“ აღბეჭდილი. მსაგავსად ნამდვილი რუკისა, რომელზეც ყველა გზა, ადგილი და მდინარე მოჩანს, ჩვენს შინაგან რუკაზეც მონიშნულია ყველა ჩვენი ადრეული განცდა მასში  მონაწილე  ადამიანებთან ერთად. მათმა შესახედაობამ,  სიცილმა, ჩაცმის სტილმა, ასევე შეხედულებებმა, გაფრთხილებებმა, შექებამ და კრიტიკამ, ალერსმა და გულგრილობამ  გავლენა იქონია   და ყველაფერი აღიბეჭდა ჩვენში.  „ყველა ადამიანს ჰყავს ბიოლოგიური მამა და დედა. შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ისინი,  არ აღიარებდეს და  არ ენდობოდეს  მათ. მაგრამ, ისინი არსებობენ  მათი სახეებით,  ქცევით, მანერებით და მანიებით, მათი ილუზიებით და იმედებით.  მათი ხელების და ცერების ფორმა,  თვალების და თმების ფერი, ლაპარაკის მანერა, მათი აზრები და  სავარაუდოდ მათი სიკვდილის ასაკი, ყველაფერი ეს შევითვისეთ ჩვენში“,  წერს ფრანგი მწერალი ჟან-მარი  გ.  ლეკლეზიო.

Read more »

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის სამკაული

herman4aebayწმინდა გერმანე ალიასკელის ცხოვრება

თარგმნა ინგლისურიდან რონი ცხოიძემ

რედაქტორი მღვდელი ილია ჭიღლაძე

ტროპარი(ხმა 7)

სიხარულით სავსეო, ჩრდილოეთის ვარკვლავო ქრისტეს ეკლესიისაო, წინამძღოლო ერისა უფლის სასუფეველისაკენ, მასწავლებელო და მოციქულო ჭეშმარიტი სარწმუნოებისაო, შუამდგომელო და ქომაგო შევიწროებულთაო, სამკაულო ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისაო, კურთხეულო მამაო გერმანე ალიასკელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. 

კონდაკი

ქრისტეს საუკუნო ნათლის მქადაგებელო,,

წმინდაო მამაო გერმანე,

მეგზურო  სახარების განვრცობისათვის ამერიკის მიწაზე,

გამცხადებელო ხარების სიმშვიდისა,

მდგომარეო წინაშე დიდების გვირგივნისა,

უშუამდგომელე შენს მიწას და ხალხს,

მშვიდობისათვის და შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

Read more »

დიაკონი ანდრეი კურაევი: რუსეთი ყირიმის შემოერთების შემდეგ უარესს უნდა ელოდოს

kuraev-1ცნობილმა თეოლოგმა და საეკლესიო მოღვაწემ, დიაკონმა ანდრეი კურაევმა საკუთარ ინტერნეტ ბლოგზე  გამოაქვეყნა სტატია სათაურით “Политическая аскетика” (პოლიტიკური ასკეტიკა), სადაც ის ხაზს უსვამს იმ შესაძლო მკვეთრად უარყოფით მოვლენებს რაც შეიძლება რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის შემოერთებას მოყვეს თან , კერძოდ ის საუბრობს სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე რაც შეიძლება რუსეთს შეექმნას, მათ შორის იმაზე, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის იზოლაციას დასავლეთისაგან, როდესაც მას მოუწევს აქცენტი გააკეთოს აღმოსავლეთზე, სადაც მას არათანაბარ პოზიციაში მოუწევს ყოფნა, გახდება რა ჩინეთის სატელიტი; ასევე დასავლეთთან კონფრონტაცია გამოიწვევს რუსეთის საგანგებო რეჟიმში გადასვლას, რაც გულისხმობს იდეოლოგიურ წნეხსაც, როდესაც სიცრუე პატრიოტიზმის უცილობელ მოთხოვნად იქცევა, რადგან როდესაც ომია, საკუთარი მხარის კრიტიკა არ შეიძლება, დაიწყება თვალთვალი, დასმენა, სამსახურებიდან განთავისუფლებები და მთავრობის ნებისმიერი ქმედების უალტერნატივო აპლოდისმენტები; დიაკონი აქცენტს აკეთებს უკრაინელი მუშა-ხელის გადინებაზეც და ფასების ზრდაზე ყირიმში; იგი საუბრობს, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა თვითონვე მოიწვია ნატო უკრაინაში, და რომ რუსული საზღვაო ძალების ყოფნა ყირიმში არაეფექტურია, რადგან ნატოს წევრ ქვეყანას ხელს ვერ ახლებენ, ხოლო იქ (შავ ზღვაში) არანატოს წევრი მხოლოდ ორია, ერთი უკრაინა, რომელსაც უკვე აღარ ყავს საზღვაო ძალები და საქართველო, რომელსაც იგი ისედაც არ ყავდა, ხოლო ნატოს რუსეთი შავი ზღვის აუზში კონკურენციას ვერ გაუწევს.

დიაკვანი იმ რელიგიურ პრობლემებზეც აკეთებს აქცენტს, რაც მოსკოვის საპატრიარქოს შეიძლება შეექმნას უკრაინაში (უკრაინა შედის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში), პირველ რიგში უმკ  (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქო) კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს მოსკოვს, ისე რომ რმე-ს (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია) იმაზე ფიქრიც მოუწევს რომ განთავისუფლდეს უკრაინული კონტროლისაგან, რადგან უკრაინულ ეპისკოპატს დამბლოკველი  ხმათა პაკეტი გააჩნია რუსეთის ეკლესიის სინოდალურ კრებაზე, დიაკონი აკრიტიკებს პატრიარქ კირილსაც, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდში არ ჩავიდა კიევში, უკრაინელებთან, რომელთაც საკუთარ სამწყსოდ მიიჩნევს, უკრაინელები ამას ალბათ აღარ დაუვიწყებენ, წერს მ. ანდრეი.

ღვთის ქმნილების შესახებ

PorfiriyK_sავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი

წმიდა პორფირი კავსოკალიველი  2013 წლის 2 დეკემბერს იქნა კანონიზირებული მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ.

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

(ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო)

ღვთის ქმნილების შესახებ

იხარეთ ყველაფრით, რაც თქვენს გარშემოა! გარემომცველი სამყაროს ყოველი დეტალი, სულიერიც და უსულოც: მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, მთები და ზღვები, დაისი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. . . ღვთის სიყვარულის მცირე წვეთებია, რომლებიც გვმოძღვრავენ და დიად სიყვარულამდე – ქრისტემდე მიგვიძღვიან. ყვავილების სილამაზე და კეთილსურნელება როგორც ცოდვილებისთვის, ისე მართალთათვის, ერთნაირად იფრქვევა და ეს ბუნების ენით გამოთქმული დიადი სწავლებაა.
ქრისტიანს ფაქიზი სული უნდა გქონდეს, პოეტი უნდა იყოს. ქრისტეს არ სურს „უხეშ“ სულთა გვერდით ყოფნა. მხოლოდ ის სული შეიძლება იქცეს პოეტად, რომელიც სიყვარულს ისრუტავს, ეხუტება და ღრმად შეიგრძნობს მას.

Read more »

ანონსი: ყოველთვიური საჯარო თეოლოგიური საუბრები – ლექცია მესამე

Screen-Shot-2012-07-18-at-10.56.30-AM-300x243დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (National Library of Georgia ) მესამე კორპუსში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჩვენი, წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის , 2014 წლის რიგით მეორე საჯარო ლექცია, მომხსენებლი გახლდათ მეცნიერებათა დოქტორი საეკლესიო სამართალში, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი; თემა: ეკლესია და ბიოეთიკური საკითხები.

რიგით მეორე საჯარო თეოლოგიური ლექციაც, როგორც პირველი შეხვედრა,   საინტერესოდ წარიმართა, მადლობას ვუხდით მამა ალექსის და ყველა სტუმარს, მათ კვლავ ველით ჩვენს შემდგომ ლექციებზე (ყველა ლექციის ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი რამოდენიმე ხანში გამოქვენდება ჩვენს საიტზე).

დღესვე, გამოვაცხადეთ, რომ 7 აპრილს გაიმართება რიგით მე-3 ლექცია

მისამართი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
/National Library of Georgia

კორპუსი მესამე – საკონფერენციო დარბაზი

17.00 საათი

თემა: ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები

მომხსენებელი:
თეოლოგიის მაგისტრი, სამართლის დოქტორანტი (საქართველოს უნივერსიტეტი) არჩილ მეტრეველი

დასწრება თავისუფალია;
მობრძანდით.

შეგიძლიათ ჩაეწეროთ ფეისბუქში გამოცხადებულ ივენთზეც:
https://www.facebook.com/events/265422476951913/?context=create&source=49

 

___
ლექცია დაჯავშნილია მაისშიც, თემა მოგვიანებით გამოქვეყნდება

დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

ixtisავტორი: ედიშერ ჭელიძე

ჟურნალი “გული გონიერი”, N2,

სააღდგომო გამოცემა, თბ. 2011 წ.

მცირე სჯულისკანონის”, წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში “კანონარი” (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში“ნომოკანონი” (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი “რჩულისკანონი”, იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია “ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა” (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).

Read more »

საეკლესიო ძალაუფლების განაწილება

0219_canonსრული სათაური:
საეკლესიო ძალაუფლების განაწილება  ეკლესიის წევრებზე მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში

სტატიის ავტორი: კანონიკური სამართლის და თეოლოგიის მაგისტრი

ვლადიმერ ნარსია

წინამდებარე სტატიის მიზანია განმარტოს საეკლესიო ძალაუფლების ცნება და მისი განაწილების პრინციპი ეკლესიის წევრებზე, მათი იერარქიული სტატუსის გათვალისწინებით, და ასევე, ის თუ რა თავისებურებით ხასიათდება საეკლესიო, ე.წ. სულიერი, ძალაუფლება განსხვავებით ფიზიკური, ანუ მატერიალური ძალაუფლებისაგან.

Read more »

მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების ე პ ი ს ტ ო ლ ე

20140309-PAL_3497-12006-9 მარტი, 2014 წელი, ფანარიონი (კონსტანტინეპოლი; სტამბოლი, თურქეთი)

 

9 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების და წარმომადგენლებს სინაქსისის მონაწილეთა ეპისტოლე გამოცხადდა ღმრთისმსახურების დასრულებისას, წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფანარაში.

  Read more »