Blog Archives

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა მიმართვა

20140309-PAL_3497-1200დიდი ასამბლეის (სინაქსისის) მონაწილეების მიერ, მართლმადიდებლობის ზეიმზე საკვირაო ლიტურგიაზე თანამწირველობის შემდეგ საზეიმოდ იქნა წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება, რომელსაც გუშინ ყველა ეკლესიის მიერ იქნა ხელმოწერილი (დროებით,  ანტიოქიის გარდა).

ასამბლეის მიმართვაში ნათქვამია, რომ გამოხატავენ ერთ ნებას და ერთიანად მოუწოდებენ მშვიდობისაკენ მსოფლიოში,
(შინაარსი)

იხილეთ სრული ვერსია ქართულად

– განსაკუთრებით იქ სადაც მიმდინარობს ქრისტიანთა დევნაა, მოუწოდეს სირიაში გატაცებული იერარქების განთავისუფლებისაკენ.

– ლოცულობენ უკრაინაში მშვიდობისათვის და მოუწოდებენ რათა დაგმობილ იქნას მართლმადიდებელ ეკლესია-მონასტერთა მიტაცების ყოველი საშიშროება, ლოცულობენ ასევე იმ ძმებისათვის, რომლებიც ერთი, წმიდა ეკლესიასთან არ არიან ევქარისტიულ კავშირში.

– მოუწოდეს მსოფლიოში საყოველთაო კრიზისის დაძლევისას სიყვარულისა, სამართლიანობის და მშვიდობიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობისაკენ

–  დაადგინეს რომ  2014 წლის სექტემბრიდან ვიდრე 2015 წლის აღდგომამდე,  სპეციალური კომისია იმუშავებს, რათა განიხილოს მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრების მოსამზადებელი ყველა საკითხი; რათა მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრება ჩატარდეს კონსტანტინეპოლში 2016 წელს, ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაურების და წარმომადგენლობის მონაწილეობით.

დედანი ბერძნულად

თარგმანი რუსულად

ფანარა, 9 მარტი 2014 წელი

+ ბართლომეოსი კონსტანტინეპოლელი
+ თეოდორე ალექსანდრიელი
+ თეოფილე იერუსალიმელი
+ კირილი მოსკოველი
+ ირინეოსი სერბელი
+ დანიელი რუმინელი
+ ნეოფიტოსი ბულგარელი
+ ილია ქართველი
+ ქრიზოსტომოსი კვიპრელი
+ იერონიმე ათენელი
+ საბა ვარშაველი
+ ანასტასიოსი ტირანელი

———-

+ Ὁ Κωνσταντινουπόλεως Βαρθολομαῖος

+ Ὁ Ἀλεξανδρείας Θεόδωρος
+ Ὁ Ἱεροσολύμων Θεόφιλος
+ Ὁ Μόσχας Κύριλλος
+ Ὁ Σερβίας Εἰρηναῖος
+ Ὁ Ρουμανίας Δανιήλ
+ Ὁ Βουλγαρίας Νεόφυτος
+ Ὁ Γεωργίας Ἠλίας
+ Ὁ Κύπρου Χρυσόστομος
+ Ὁ Ἀθηνῶν Ἱερώνυμος
+ Ὁ Βαρσοβίας Σάββας
+ Ὁ Τιράνων Ἀναστάσιος

წყარო:

http://www.amen.gr 

http://theorthodoxchurch.info 

მოამზადა სერგო ფარულავამ

სიახლეები კონსტანტინეპოლიდან: ანტიოქიის ეკლესიამ კრება დატოვა

uraaშაბათს, 8 მარტს, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა პატივი მიაგეს განსვენებულ კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში (“ცხოველმყოფელი წყარო”) არიან დაკრძალულნი, საღამოს კი ძმური ტრაპეზი შედგა; ტრაპეზის შემდეგ ეკლესიის მეთაურებმა მიღებულ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს (იხ. ვიდეო 1 ვიდეო 2 ), ხოლო 9 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე საზეიმოდ იქნება წაკითხული ასამბლეის გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, მართლმადიდებლობის ზეიმზე გასამართ ლიტურგიას არ დაესწრება, საერთო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და კრება ნაადრევად დატოვა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლობამ, რადგან , როგორც ქვემოთ ორ ენაზე მოყვანილი ცნობა იუწყება, ვერ მოხერხდა ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლებსა და იერუსალიმის პატრიარქს შორის კონსესუსის მიღწევა.

ანტიოქიის ეკლესიის ოფიციალურ  განცხადებაში ნათქვამია:
1. ანტიოქიის ეკლესიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოხსნას საკუთარი დელეგაცია ეკლესიის მეთაურთა კრებიდან, რომელიც კონსტანტინეპოლში 5 დან 8 მარტამდე მიმდინარეობდა და თავი შეიკავოს შემაჯამელი დოკუმენტის ხელმოწერიდან სანამ კრიზისი არ მოგვარდება

2.  დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას კვირას “მართლმადიდებლობის ზეიმზე” გასამართ საღვთო ლიტურგიაში, რათა ხაზი გაუსვას, რომ მართლმადიდებლური ერთიანობა ვერ გამოიხატება იმ ჩრდილქვეშ, როდესაც ერთი ეკლესია თავს ესხმის და – ეკლესიის საზღვრებს,მიუხედავად იმ შეთანხმებისა, რომელიც მსოფლიო პატრიარქის საქები ხელმძღვანელობით შედგა.

3. ეს საკითხი კიდევ ერთხელ განიხილება ანტიოქიის ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ ა.წ. 27 მარტს, რათა მიღებულ იქნას, ის ზომები, რომელსაც ეკლესია აუცილებელად ჩათვლის; დასასრულ ანტიოქიის ეკლესია მოუწოდებს და- მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღვრებს იმუშავონ ამ პრობლემის ეკლესიის კანონიკის ფარგლებში  უმოკლეს ვადებში მოგვარებისათვის.”

სრული ტექსტი ინგლისურად:

http://www.pravmir.com/antioch-withdraws-synaxis-jerusalem-refuses-mediation/
ორიგინალი ტექსტი არაბულად:

http://antiochpatriarchate.org/ar/page/بيان-صادر-عن-بطريركية-أنطاكية-وسائر-المشرق-للروم-الأرثوذكس/364/

ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიასა და იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიიებს შორის მთელი 2013 წლის განმავლობაში განიხილებოდა შექმნილი უთანხმობა რაც გამოიწვია იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ ყატარში  დისპუტირებადი ეპარქიის გახნამ, რომელსაც ანტიოქია საკუთარ იურისდიქციულ ტერიტორიად მიიჩნევს, ყატარის პრობლემასთან დაწვრილებით ცნობებისათვის იხილეთ:
http://www.sedmitza.ru/text/4173767.html
http://www.sedmitza.ru/text/3832170.html
http://www.sedmitza.ru/text/3650472.html

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ქრიზოსტომოსმა უკვე შესთავაზა ორივე ეკლესიის წარმომადგენლობას, პრობლემის გადასჭრელად კუნძულ კვიპროსზე გაიმართოს დიალოგები.

 

წყაროების:
http://theorthodoxchurch.info 

http://www.amen.gr 

http://www.pravmir.ru 

http://araborthodoxy.blogspot.fr 

ფოტო საიტიდან: http://www.amen.gr/

მოამზადა სერგო ფარულავამ

P.S. ჩვენის მხრივ შევნიშნავთ, რომ ანტიოქიის ეკლესიის პროტესტი მიმართულია არა მომავალი მართლმადიდებელთა დიდი და საყოველთაო კრების მიმართ, არამედ მათ და იერუსალიმის საპატრიარქოს ადგილობრივ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომელიც, იმედი გვაქვს, და – ეკლესიების ჩარევით მალე მოგვარდება

დადგინდა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი

fanara

ბერძნული საინფორმაციო სააგენტო http://www.amen.gr -ის მიხედვით, დღეს კონსტანტინეპოლში მიმდინარე დიდი ასამბლეის საბჭომ, რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღვრები და წარმომადგენლობა, დაადგინა  დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების თარიღი.

 დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება ჩატარდება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი). თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა,  და ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის პრინციპით და ერთხმად. 

შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მომაზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების  მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა, აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა; “ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია ყველა დღის წესრიგში შეტანილი საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებულ იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით; ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე , გავამყაროთ ჩვენი პოზიციები” – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია II.

წყაროების მიხედვით :
http://www.amen.gr/ 

http://www.patriarchate.org/news/

https://mospat.ru/

მოამზადა სერგო ფარულავამ

p.s. მოგვიანებთ სხვა ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტომ “რომფეამ” გავრცელებული ცნობა დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების  წლად 2016 დაადასტურა და დააზუსტა, რომ ის გაიმართება კონსტანტინეპოლის წმ. ირინეს ტაძარში ანუ იქვე სადაც ჩატარდა მეორე მსოფლიო კრება (381 წელს იგივე კონსტანტინეპოლის I კრება)

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების ჩატარების  წლად 2016 წელი გაავრცელეს ასევე სხვა ბერძნულმა და არა ბერძნულმა საერო და საეკლესიო საიტებმა; შემოგთავაზებთ ზოგიერთ მათგანს:

habemus….πανορθοδοξη συνοδο!
გვაქვს პანორთოდოქსული კრება!

http://www.briefingnews.gr 
http://www.tovima.gr 

“Επιτέλους! Αποφάσισαν την σύγκληση της Πανορθόδοξης Συνόδου”
“აღსრულდა!მათ გადაწყვიტეს, რომ ჩატარდეს პანორთოდოქსული კრება”

http://www.dogma.gr/ 

theorthodoxchurch.info -ს ცნობით ასამბლეის პირველ სხდომამდე დიდი ხანი გასტანა განხილვებმა კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის პატრიარქებს შორის.

http://theorthodoxchurch.info

ΙΣΤΟΡΙΚΗ AΠΟΦΑΣΗ ΓΙΑ ΤΗΝ ΜΕΓΑΛΗ ΠΑΝΟΡΘΟΔΟΞΗ ΣΥΝΟΔΟ ΤΟ 2016
ისტორიული გადაწყვეტილება 2016 წელი დიდი პანორთოდოქსული კრების ჩატარების შესახებ

www.axortagos.gr/

 

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა შეკრება გაიხსნა

synaxis2014კონსტანტინეპოლში (სტამბოლი, თურქეთი) ყველა ადგილობრივი, ავტოკეფალიური და ავტონომიური ეკლესიების წინამძღვრებისა თუ წარმომადგენლობის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა ასამბლეა; რომელიც , როგორც ვიუწყებოდით, განიხილავს მართლმადიდებლობის ძირითადი საკითხებს და განსაკუთრებით მათ , რომლებიც უკავშირდება წმიდა და მსოფლიო კრების მოწვევას; კრებას სხვა პირველიერარქებთან ერთად ესწრება უწმიდესი და უნეტარესი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია II დელეგაციასთან ერთად.

ლოცვის შემდეგ, კრება საზეიმო მისალმებით გახსნა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა

იხილეთ სიტყვა ინგლისურ ენაზე და რუსულ ენაზე

წყარო :
http://www.patriarchate.org/
http://www.amen.gr/

ფოტოალბომი 

article_17136_55469

ეთიკის ფილოსოფიურ–რელიგიური ასპექტები

ავტორი: guligonieriთეოლოგიის დოქტორი თემურ ბუაძე

ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას უხდის ჟურნალ “გული გონიერის” რედაქციას, ამ და სხვა სტატიების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებისათვის 

ადამიანის ზნეობრივი ცხოვრება – ზოგადი ეთიკური პრინციპები და კონკრეტულ ქმედებათა მორალური მოტივები – რელიგიურ რწმენას ან ფილოსოფიურ მფსოფლმხედველობას ეფუძნება. ამასთან, ნებისმიერი რწმენის რელიგიური შინაარსი შეიძლება ფილოსოფიური ტერმინებით იქნას გადმოცემული, ანუ ყოველ რელიგიას თავისი რელიგიური ფილოსოფია შეესაბამება. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ, საზოგადოდ, ნებისმიერი ზნეობრივი კრედოს უკან გარკვეული ფილოსოფიური მსოფლმხედველობა დგას.
ჩვენი სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ გარკვეულ ფილოსოფიურ სისტემებსა და ტრადიციებთან დაკავშირებული ეთიკური მოძღვრებები; ეს ნათლად დაგვანახებს ამ მოძღვრებებს შორის არსებულ განსხვავებებს და შესაძლებლობას მოგვცემს, ქრისტიანული ეთიკის უნიკალურ ხასიათზე მივუთითოთ.

Read more »

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა შეკრება

 oikemმსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

“სიხარულით გაუწყებთ, რომ მისი  ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მოწვევით, 6 დან 9 მარტამდე ფანარაში (კონსტანტინეპოლი, სტამბოლი; თურქეთი) შეიკრიბება ყველა ადგილობრივი, ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრები, რათა განიხილონ მართლმადიდებლობის ძირითადი საკითხები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უკავშირდება წმიდა და მსოფლიო კრების მოწვევას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოებები უკვე სრულდება.

4-5 მარტს, მსოფლიო საპატრიარქოში, პერგამოსელი მიტროპოლიტის იოანეს (ზიზიულასი) ხელმძღვანელობით, შეიკრიბება სპეციალური კომისა, რომელიც რომელიც შეადგენს ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლების შეხვედრის პროგრამას, იერარქები კვირას “მართლმადიდებლობის ზეიმზე” (θρίαμβο της Ορθοδοξίας) ერთად იმსახურებენ წმ.გიორგის სახელობის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში და ამ სახით გამოხატავენ მართლმადიდებლობის ერთობას.

მსოფლიო საპატრიარქო 3 მარტი, 2014 წელი

მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მდივანი “

წყარო

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამ დღეებში გაემგზავრება სტამბულში.

მოამზადა სერგო ფარულავამ

რატომ ვცემთ თაყვანს წმინდანთა წმინდა ნაწილებს?

32-116069ავტორი: მამა ანტონ ალევიზოპულოსი

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ

გვწამს, რომ ადამიანის სხეული, ეკლესიის სწავლებით ხდება ჭურჭელი ღმრთის უქმნელი საღვთო ენერგიისა, ქრისტეშემოსილი და სულიწმიდით აღვსილი: „არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? . . . ანდა, არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა, რომელიც ღმრთისაგან გაქვთ, და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?. . . აბა, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომელიც ღმრთისაა.“ (1კორ.6,15-20;), „თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მრთელად, თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მოსვლისას. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც.“ (1თეს.5,23-24).

Read more »

პატრიარქი კირილე – ხელისუფლების დასარწმუნებლად ყველაფერს გავაკეთებ

3_1_1_1მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე უკრაინის ეკლესიას მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი.
“პოლიტიკურ უთანხმოებებს კონფრონტაციებამდე და ადამიანთა დაყოფამდე მივყავართ, მათ შორის მათი, ვინც საერთო რწმენით არის დაკავშირებული. უკრაინა, როგორც ერთიანი სახელმწიფო, საფრთხის ქვეშ დგას. ეკლესია არ იკავებს ამა თუ იმ მხარეს პოლიტიკურ ბრძოლაში. ეკლესიის ვალია იზრუნოს მათზე, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ვინც დაცვას საჭიროებს და ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია.
ყველაფერს გავაკეთებ მათ დასარწმუნებლად, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი ჩემთვის ძვირფას უკრაინის მიწაზე. ღმერთმა შეაჩეროს ყოველი ხელი, რომელიც აღიმართება ტკივილისა და მწუხარების მოსატანად, ხოლო აკურთხოს ისინი, რომლებიც იცავენ მშვიდობას. ნუ დაუშვებს უფალი, რომ ძმამ ძმის წინააღმდეგ აღმართოს ხელი. დაე, ნუღარ იქნება მსხვერპლი უკრაინის მიწაზე. ამისთვის მხურვალე ლოცვას აღვავლენთ”, – ნათქვამია პატრიარქ კირილეს მიმართვაში.

იხილეთ მიმართვის სრული ტექსტი რუსულ ენაზე

წყარო: http://www.interpressnews.ge

კიევის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრის მიმართვა მოსკოვის პატრიარქს

UKRუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრემ ჩერნოვიცკისა და ბუკოვინის მიტროპოლიტმა  ონოფრემ ღია წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს 

        მის უწმიდესობას,მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს – კირილს

თქვენო უწმიდესობავ!

დღეს უკრაინას, თავისი  უახლეს ისტორიაში  ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას. სამთვიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის, კიევის ცენტრის სისხლიანი დაპირისპირებისა და ათობის ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ, არა ნაკლებ მძიმე  განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით.

1 მარტს, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებულ იქნა განცხადებები უკრაინაში რუსული სამხედრო კონტიგენტის განსაზღვრული რაოდენობის შეყვანასტან დაკავშირებით. თუ ეს მოხდა, უკრაინელი და რუსი ხალხი ჩათრეულ იქნება დაპირისპირებაში, რასაც მოყვება კატასტროფული შედეგები ჩვენი ქვეყნებისათვის.

როგორც კიევის სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე  თხოვნით მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ, რათა გააკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა უკრაინის ტერიტორიაზე. გთხოვთ , აღიმაღლოთ ხმა უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნებისათვის

ამ მძიმე ჟამს უფლისა ჩვენი იესუ ქრისტეს მიმართ აღვავლენთ მხურვალე ლოცვებს, რათა ყოვლადწმიდა დედის შეწევნით, აგვარიდოს მოძმე ერების უკრაინის და რუსეთის ურთიერთშეტაკება.

შვილებრ:

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სამიტროპოლიტო ტახტის მოსაყდრე ჩერნოვიცკისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი  ონოფრე

წყარო

 თარგმნა სერგო ფარულავამ

შესავალი კანონიკურ სამართალში

 0219_canonავტორი: კანონიკური სამართლის მაგისტრი – ვლადიმერ ნარსია

კანონიკური სამართალი თეოლოგიისა და სამართლის მეცნიერებათა საყრდენებზე დგას. მისი შინაარსი წმინდად თეოლოგიურია, მაგრამ გამოხატვის ფორმები სამართლებრივი. ამიტომ, კანონიკური სამართლის საკითხების შესწავლა და მათში გარკვევა მხოლოდ სამართლის მეცნიერებათა თეორიებითა და ორიენტაციებით შეუძლებელია. თეოლოგიური განათლება აუცილებელი წინაპირობაა ამ მეცნიერების შესწავლისათვის.
წინამდებარე სტატიაში მოკლედ არის გადმოცემული კანონიკური სამართლის შინაარსი და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი არსებითი ცნება. თავდაპირველად ხაზგასმულია ეკლესიის სამართლის ორი მიმართულებით განსხვავება: ა) „საეკლესიო სამართალი“ და ბ) „კანონიკური სამართალი“ და დახასიათებულია ისინი საკუთარი ნიშნის მიხედვით. Read more »