ავტორი – დეკანოზი თამაზ ლომიძე
ფოტოზე ჩანს იუდეველი კაცი, რომელიც ტეფილინებით ლოცულობს. ტეფილინი არის იუდეველთა ლოცვის ატრიბუტი. ესაა ტყავის ქამარი და მათზე დამაგრებული შავი, პატარა კოლოფი, რომელშიც დევს პერგამენტზე დაწერილი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ციტატა თორიდან (მოსეს ხუთწიგნეულიდან). კოლოფებში თავისთავად შეუძლებელია იდოს მოსეს რჯულის 613-ვე მცნება, მაგრამ, იქაა უმთავრესი, იუდეველთა მრწამსი:
-“ისმინე ისრაელ, ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი…გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, სულით და მთელი შენი ძალით…” (2 რჯ. 6, 4-9) Read more »