Blog Archives

გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის პროტესტი

germeklგუშინ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გერმანიისა და ავტრიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), რომელსაც, რამდენიმე თვის წინ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასწრაფოდ დატოვება მოუწია, მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებების გამო.

ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის. ეს გადაწყვეტილება მორწმუნეებში იწვევს აღშფოთებას, განხეთქილებას და მღელვარებას. იგი ჩვენს სამრევლოებში ხელს არ შეუწყობს სიმშვიდესა და ერთიანობას. Read more »

ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

Patrსამწუხაროდ იმ დროს, როდესაც ქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვით განიცდიან შინაგან კრიზისს, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიცრელიგიური ფუნდამენტალიზმისადმი. თუმცა მე მტკიცედ მჯერა,თუ  როგორ  ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულია ინდივიდის თავისუფალ ნებასთან.  „თავისუფალი ინდივიდი“- გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ის  დასავლურ აზროვნებას. თავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარად, ვიდრე ორგანულ საზოგადოებაში. თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს   ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანსრელიგიის არჩევანის საკითხზე. Read more »

ტერმინის – „ეკლესია-ეკლესიები“ გამოყენება კრეტის კრების დოკუმენტში

holyandgreat_logo-1ტერმინისეკლესიაეკლესიები“ გამოყენება დოკუმენტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ   სამყაროსადმი

ავტორი: მესსინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი  ( ერისკაცობაში გიორგიოს საბატოსი – Γεώργιος Σαββάτος – მსოფლიო საპატრიარქო)

ექსკლუზიურად წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრისათვის ტექსტი თარგმნეს: თორნიკე მამნიაშვილმა, დავით ნებიერიძემ და ნიკო ღონღაძემ Read more »

სინოდალურობა და პრიმატი: მოსაზრებები კიეტის დოკუმენტის შესახებ

kპროფესორი დიმიტრი კერამიდასი

დოკუმენტი “სინოდალურობა და პრიმატი პირველ ათასწლეულში” ერთ-ერთია კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თეოლოგიური დიალოგისთვის შექმნილი შერეული საერთაშორისო კომისიის დოკუმენტთა სიიდან.  კიეტის შეხვედრის მიზანი იყო 1980 წელს დაწყებული ორმხრივი დიალოგის გაგრძელება და ეკლესიის საკრალურ ბუნებასთან დაკავშირებული თემებზე დადებითი განწყობით კონცენტრირება.  Read more »

პაპ ფრანცისკეს 5 ოქტომბრის საკვირაო აუდიენციის მიმართვა

ოთხშაბათს ,,General Audience’’-ში პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანში თავის ბოლოდროინდელ ვიზიტზე.

წმინდა მამამ განაცხადა: ,,ამ ვიზიტმა შეავსო ჩემი სომხეთში სტუმრობა (2016 წლის ივნისი) და ამისრულა სურვილი, რომ მომენახულებინა კავკასიის სამი ერი, რათა შევწეოდი კათოლიკე თემს და გამემხნევებინა ხალხი ძმობისა და მშვიდობისაკენ სავალ გზაზე.’’ პაპმა თავისი მიმართვა ლოცვით შეაჯამა: ,,ღმერთმა დალოცოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და უწინამძღვროს მის წმინდა ხალხს საკუთარ ქვეყნებში.’’

პაპ  ფრანცისკეს  5 ოქტომბრის  საკვირაო აუდიენციის  მიმართვა: Read more »

Зачем Кремль атакует Вселенского патриарха

1137706Зачем Кремль атакует Вселенского патриарха. В своем соперничестве с Фанаром Москва рассчитывает на поддержку Афона и видит там новый центр “мирового православия”

В своем традиционном послании Верховой Раде президент Петр Порошенко подтвердил намерение добиваться для украинской православной церкви автокефального статуса. Также он отметил, что церковный вопрос на фоне войны становится вопросом государственной безопасности, поскольку церковь и верующие оказываются объектом манипуляций со стороны врага.
Read more »

გარდაცვალების საიდუმლო

მეუფე ზენონიავტორი – მთავარეპისკოპოსი ზენონი

„თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.“ მოც. ეპისტ.

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების საიდუმლოსათვის. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, რადგან იგი უფლის ნებას არ წარმოაჩენს. როდესაც შემოქმედმა ადამიანი დაბადა, სულისა და ხორცის ერთობაში ქმნა და ასეთ მდგომარეობაში დაუდგინა ცხოვრება. ამიტომ პირველი ადამიანებიც უფალთან ერთობას ამდაგვარად ახორციელებდნენ, ვიდრე პირადი ნების არჩევანის შედეგად საკუთარი თავისთვის სიკვდილს მოიწევდნენ. არის რა დამბადებელი სიბრძნისმეტყველი და სახიერების, ეს სიკვდილიც სიცოცხლისაკენ წარუმართა მათ. როდესაც ადამს და ევას ცოდვამ უფალთან ერთობის პირვანდელი სახე წაართვა და ხორციელ ხრწნილებას დაუქვემდებარა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებულებამ დროებითი გაყრა სულისა და ხორცის საუკუნო აღდგომით შეუცვალა. ასე შეიქმნა გარდაცვალება მარადიული სიცოცხლის საწყისად. ეს არის მართლაც გარდაცვალება და არა – სიკვდილი. კვდება ის, რაც აღარ აღდგება და გარდაიცვლება ის, ვინც იცვალა. Read more »

მამა ალექსანდრე მენის უკანასკნელი ლექცია

Menьქრისტიანობა

მამა ალექსანდრე მენი
1990 წლის 8 სექტემბერს წაკითხული ლექცია

ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით ეპოქათა დასასრულს, სამყაროს შექმნის წრეში მოგზაურობის დასასრულს. და ჩვენ მივადექით მწვერვალს, იმ მოელვარე ყინულო-ვან მთას, სადაც აირეკლება მზე და რასაც ქრისტიანობა ეწოდება.
ცხადია, ქრისტიანობამ ბრძოლა გამოუცხადა მრავალ ფილოსოფიურ თუ რელიგ-იურ სისტემას. მაგრამ, იმავდროულად ამ ფილოსოფიურ და რელიგიურ სისტემათა უმთავრეს კითხვებზე გასცა პასუხი. და ქრისტიანულ სულიერებაში მნიშვნელოვანია არა უარყოფა, არამედ მტკიცება, ყოვლისმომცველობა და სისავსე. Read more »

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე (2016)

ilia_meore_4აუდიო ჩანაწერი

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ტექსტს კითხულობს არქიდიაკვანი დემეტრე (დავითაშვილი)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

“დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან
და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში” (II ტიმ. 4,18)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო!

ქრისტე აღდგა! Read more »

შემოქმედების თავისუფლების შესახებ

Creación_de_Adán_(Miguel_Ángel)ნიკოლაი ბერდიაევი

აქ არა პოლიტიკურ, არამედ სულიერი კულტურის შემოქმედების თავისუფლებაზეა საუბარი.

საკითხი შესაძლოა ელემენტარულადაც მოგეჩვენოთ. შემოქმედება შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. მის გარეშე ის უბრალოდ ჭკნება. შრომა შესაძლოა არსებობდეს იძულებითი, რაც არც თუ ისე იშვიათად შეგვხვედრია და არც მისგან გამოთავისუფლების მცდელობა დაუკლია ვინმეს, მაგრამ იძულებითი შემოქმედება სრულიად უაზრო სიტყვათაშეთანხმებაა. Read more »