Blog Archives

მეცნიერება და რწმენა

ავტორი: ლევან აბაშიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 30 ივნისი, 2006 წელი

აღნიშნული სტატია განთავსებულია ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტის ვებ გვერდზე.

სიტყვა მეცნიერებაში მე ვგულისხმობ მეცნიერებას თანამედროვე გაგებით, რასაც ეწოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერება (science), რომელიც ჩამოყალიბდა XVII საუკუნიდან. ამ მეცნიერებას განუზომლად დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ცივილიზაციაზე და ის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება არაპროფესიონალებისთვის რაც შეიძლება ცრურწმენებისა და უსაფუძვლო შიშის წყარო იყოს.

“ღმერთი სიყუარულ არს”……

ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)


თქვენს ხელთაა იმ ორი გამოსვლის ტექსტი (ტექსტის მეორე ნაწილს – “მართლმადიდებლობა და ეკოლოგიური კრიზისი” შემოგთავაზებთ ოდნავ მოგვიანებით) , რომლითაც ქართველი მსმენელის წინაშე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1997 წლის მაისში წარსდგა ეპისკოპოსი კალისტე (უეარი).
დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კალისტე (უეარი) დაიბადა ინგლისში, ქ. ბათში 1934 წელს. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. Read more »

მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში “რწმენისა და საეკლესიო წყობისათვის“

ეკუმენიზმის თემა მორწმუნე საზოგადოებაში ძირითადად ტაბუდადებულია. ხშირად ამ საკითხისადმი დამოკიდებულება ეფუძნება საკითხის ძალიან პრიმიტიულ ხედვას და რაც მთავარია, მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის გაუთვალისწინებლობას.
წარმოგიდგენთ წმინდა გრიგოლ ფერაძის ნარკვევს ლოზანაში ეკუმენური მოძრაობის შესახებ და მის სიტყვას წარმოთქმულს ამ კონფერენციაზე.
სტატია პირველად დაიბეჭდა წიგნში “ეკლესიის საზღვრები” თამარ გრძელიძის რედაქციით, შემდეგ კი ბიბლიურ თეოლოგიური ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში “დიალოგი” (N 4). გერმანულიდან თარგმნა თამარ ჭუმბურიძემ
––––––––––––––––––––––––––

Read more »

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

ავტორი: პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი
 
თარგმანი: ქეთი ქევანიშვილი

მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ცვალებადობისა და უცვლელობის შესახებ

მართლმადიდებლური, ან „კათოლიკე(საყოველთაო)“ ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ქრისტიანული რწმენა იყო განუყოფელი ლოცვისა და ღვთისმსახურებისგან, ხოლო ღვთისმსახურება კი ასახავდა ეკლესიის რწმენას. Lex Orandi–სა და Lex Credendi–ის განუყოფელობას (ლათინ.: ლოცვის წესი და რწმენის წესი – რედაქ. შენიშვ.) ცნობდნენ ძველი პერიოდის ბერობა. აბბა ევაგრი წერდა: „ვინც ლოცულობს, ის ღვთისმსახურია“, ხოლო ჩვენმა აღმოსავლურმა მართლმადიდებლობამ გამოცდილებით გამოსცადა და ეხლაც ცდის, თუ როგორ ნარჩუნდება რწმენა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. მრავალი საუკუნის მანძილზე მართლმადიდებლური ღვთისმსახურება ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ახლო აღმოსავლეთში თურქეთის ბატონობის ქვეშ.
Read more »

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია

ავტორი: იოანე ბელუში – კორჩეს მიტროპოლიტი
(ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია)

თარგმანი ინგლისურიდან – ნანა ბაღათურია

მეუფე იოანე ბელუში დაიბადა 1 იანვარს 1956 წელს. დაამთავრა წმ. ჯვრის სახელობის მართლმადიდებელი სემინარია (ბოსტონი, აშშ), დაბრუნდა სამშობლოში (ალბანეთი), სადაც ხელდასხმულ იქნა და მღვდელი იოანე რამოდენიმე წელი იყო დერესის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1998 წელს გამოირჩეს ეპისკოპოსად.
ალბანურ ენაზე თარგმნა წმიდა მამათა და საღვთისმეტყველო ნაშრომთა კრებულები, მათ შორის წმ. ბასილი დიდის “სულიწმიდის შესახებ”, პროტოპრესვიტერ თომას ჰოპკოს ოთხტომეული “მართლმადიდებლური რწმენის შესახებ”, ღირს სილუან ათონელის შრომები და ბევრი სხვა.

Read more »

შეუძლია თუ არა ქალს ყოველთვის შევიდეს ტაძარში

ავტორი: სერბეთის პატრიარქი პავლე

ჩვენი ბლოგის მკითხველთა თხოვნით და ამავდროულად საკითხისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ვაქვეყნებთ სერბეთის პატრიარქ პავლეს ცნობილ ნაშრომს

“შეუძლია თუ არა ქალს შევიდეს ტაძარში, დაესწროს ლოცვას, ემთხვიოს ჯვარ-ხატებს და ეზიაროს, როდესაც მას დედათა წესი აქვს?”

რომელიც ვფიქრობთ უფრო დაეხმარება ყოველ დაინტერესებულ პირს აღნიშნული საკითხის სიღმისეულად შესწავლაში.

Read more »

კალენდრული საკითხის შესახებ

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

ბოლო დროს გაჩნდა ძალიან საინტერესო ტენდენცია. თუ აქამდე კალენდრულ საკითხს საეკლესიო ტრადიციის და კანონიკის კონტექსტში წარმოგვიდგენდნენ, ახლა უკვე არის მცდელობა, რომ მეცნიერულად გაამართლონ იულიუსის კალენდრის გამოყენება იმ “მოტივით”, თითქოს ის უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიუსის კალენდარი ან ე.წ. შესწორებული იულიუსის კალენდარი. საუბარი გვაქვს დეკანოზ ბიძინა გუნიას რამდენიმე ვრცელ სტატიასა თუ პუბლიკაციაზე, სადაც ავტორი ცდილობს კალენდრული საკითხი წარმოგვიდგინოს არა მარტო წმინდა წერილის; სჯულის კანონის დაწმინდა მამათა სწავლების ფონზე, არამედ აგრეთვე გვთავაზობს საკუთარი პოზიციის ასტრონომიულ “მოტივაციას”.

აქედან გამომდინარე საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნული პრობლემის დეტალური განხილვა, სხვადასხვა კალენდრულ სისტემათა შედარება და ამ საკითხის პასქალური თვალსაზრისით კრიტიკული მიმოხილვა.

სრულად წაკითვა

კოსმოსის ევოლუცია VS “კრეაციონიზმი”

სემინარი წაკითხული იქნა ზაზა ოსმანოვის მიერ კავკასიურ სახლში
სემინარის ორგანიზატორი: ბიბლიურ-თეოლოგიური ინსტიტუტი

მოხსენების სლაიდის გადმოტვირთვა

განათლების ერთ-ერთი ფუნდამენტური, ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ასპექტი სასწავლო დაწესებულებებში წარმოდგენილი შესაბამისი კურსებია. შედეგად, განათლების დონე შესაძლებელია შეფასდეს ამ კურსების დონით, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე.  Read more »

დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

სამყაროს წარმოშობის და მოწყობის თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენების შესახებ
სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალებში “ხვამლი” და ”საპატრიარქო უწყებანი” (იხ. ხვამლი, 2(16), გვ. 51 (2007);
საპატრიარქო უწყებანი, N3 (489), გვ.14 (2009))
ჩვენს წინაშე ორი დიდი წიგნია ბიბლია და მეცნიერება ბუნების შესახებ. და თუ ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ორი წიგნი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავად ვერ გებულობს ან ერთს, ან მეორეს.
(მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრისას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან) Read more »