Blog Archives

ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები

qristianuli-saidumlo-jvriswera-2დოკუმენტი, მიღებული ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების კრებაზე, (ანტოქიისა და საქართველოს საპატრიარქოთა გამოკლებით) შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.

ქვეყნდება ეკლესიის მეთაურთა კრების დადგენილების თანახმად.

Read more »

ავტონომია და მისი გამოცხადების წესი

msoflio_eklesia_მეხუთე საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირის განჩინება, შამბეზი, 10-17 ოქტომბერი, 2015 წ.
ქვეყნდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების სინაქსისის განჩინების საფუძველზე, შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წ.
მეხუთე საერთომართლმადიდებლურმა კრებისწინა თათბირმა, ჩაატარა რა სამუშაო საერთომართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისიის 2009 წლის 9-17 დეკემბრის შამბეზიში მიერ შეთანხმებულ და მიღებულ დოკუმენტის „ავტონომიისა და მისი გამოცხადების წესი“ საფუძველზე, განიხილა ეკლესიოლოგიური, კანონიკური და სამოძღვრო საკითხები ავტონომიის ინსტიტუტისა და შეიმუშავა საერთომართლმადიდებლური მიდგომა ამ საკითხისადმი. Read more »

მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების გამართვისა და საქმიანობის რეგლამენტი

009დოკუმენტი შეთანხმებულია ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრაზე შამბეზიში (21-28 იანვარი, 2016 წ.), არ მიიღო ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლობამ.

ქვეყნდება მეთაურთა შეკრების განჩინების საფუძველზე.

  Read more »

კომუნიკე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა სინაქსისისა

DSC_6511_w747_h800_q100შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წელი.

შეჯამება

წმიდა და დიდი კრების სამდივნოდან, 27 იანვარი 2016 წ.

მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი შამბეზი-ჟენევაში.

მისი ყოვლადუწმიდესობის კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიწვევით, 2016 წლის 21-28 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლურ ცენტრში, შამბეზიში (ჟენევა) გაიმართა ადგილობრივ მართლმადიდებელ ელესიათა მეთაურების სინაქსისი. Read more »

მსოფლიო საეკლესიო კრება კუნძულ კრეტაზე ჩატარდება

DSC_6511_w747_h800_q10027-28 იანვარს სრულდება შამბეზიში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა პრიმატთა შეხვედრა.

სინაქსისის გადაწყვეტილებით წმინდა და დიდი კრების ჩატარების ადგილად განისაზღვრა კუნძული კრეტა, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავარეპისკოპოსო დიოცეზია. კრების თარიღად განისაზღვრა 16-27 ივნისი, ჰერაკლიაში, წმ. მინას საკათედრო ტაძარში 19 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაულს ეკლესიათა პრიმატები ერთად აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას. Read more »

შამბეზიში მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა სამუშაო შეხვედრა გრძელდება

DSC_6784_w747_h800_q100შამბეზიში მსოფლიო სპატრიარქოს ცენტრში გრძელდება მართლმადიდებელ ეკლესიათა პრიმატთა სინაქსი, რომელმაც მუშაობა 22 იანვარს დაიწყო.

დღეს 24 იანვარს აღევლინა საღმრთო ლიტურგია, თანამწირველობდნენ მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ყოვლადუწმინდესი ბართლომე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია და სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურები. Read more »

დეზინფორმაცია ჩვილთა ნათლობასთან დაკავშირებით

1სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ევროპაში ჩვილთა ნათლობის აკრძალვა დააკანონა.

ცხადია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

ჩვენი საღვთისმეტყველო ცენტრის ერთ-ერთი წევრი – დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ეკლესიაში მსახურებს, საკუთარ Facebook გვერდზე აცხადებს:

“დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლიდან ევროპაში ჩვილების ნათლობა იკრძალება. ვერცერთ სერიოზულ ევროპულ მედია-გამოცემაში, ვერც ვატიკანის და ვერც თვით სტრასბურგის სასამართლოს გვერდებზე ვერ იპოვით მსგავს ინფორმაციას.

მორიგი დეზინფორმაციაა ანტიევროპული განწყობის გასაღვივებლად!

P. S. ეს რომ ასე იყოს, ამის შესახებ პირველ რიგში ევროპაში მოქმედმა ეკლესიებმა უნდა ვიცოდეთ, მათ შორის ჩვენც. სხვათაშორის, ამ კვირაში ორი ჩვილი მოვნათლეთ უკვე.”

ჩვენ შევეცადეთ დაგვეზუსტებინა თუ საიდან იღებს სათავეს ეს დეზინფორმაცია.

როგორც გაირკვა, ჭორი ერთ-ერთ იტალიურ წყვილის კონფლიქტის გამო აღმოცენილა, სადაც დედა მისი შვილის ნათლობას აპროტესტებდა. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, მამამ შვილი მაინც მოანათლინა. დედამ სარჩელით ჯერ იტალიის სასამართლოს, ხოლო უარის შემდგომ ECHR – ს მიმართა (European Court Of Human Rights). იტალიის ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემა დაუკავშირდა სასამართლოს და ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. ECHR კატეგორიულად გამორიცხავს ჩვილთა ნათლობის აკრძალვის დაკანონებას. აღნიშნული საქმე კი ჯერაც გამოძიების მოლოდინშია.

არსებულ დეზინფორმაციას დიაკონი ანდრეი კურაევიც ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ იტალიური ინტერნეტ გვერდების მიერ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება პირველი შემთხვევა არ არის.

ისინი კი, ვინც მხოლოდ სათაურს კითხულობენ და არ ინტერესდებიან არც შინაარსით და არც ინფორმაციის წყაროს წარმომავლობით, არ აკვირდებიან ისეთ დეტალებს როგორებიცაა ,მაგალითად, საიტის დასახელება il giomale, რომელიც ცნობილი იტალიური ჟურნალის il giornale – ს ცრუ ასლია. და არც ცრუ-სტატიის ავტორის – ჟურნალისტ Andrew McFarrell სახელია ცნობილი ვინმესთვის.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს გადაუმოწმებელ და არაზუსტ ინფორმაციას. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ მსგავსი სახის  ქმედება არ ხდება განგებ, არამედ მხოლოდ არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა (რაც არანაკლებ საზიანო და სამარცხვინოა).

მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა სინაქსის პირველი სამუშაო დღე

01822 იანვრიდან ჟენევაში, მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრში, შამბეზიში მუშაობას შეუდგა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების სინაქსისი.

სხდოდმა გახსნა ყოვლადუწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ. მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ეკლესიათა პრიმატებს შეხვედრისათვის, კიდევ ერთხელ ჩამოთვალა 1976 წელს პანორთოდოქსულ შეკრებაზე ფიქსირებული 10 თემა Read more »

გილოცავთ შობის დღესასწაულს

Christmas2016გთავაზობთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ს საშობაო ეპისტოლეს

ტექსტს კითხულობს არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)

სამების საკათედრო ტაძარი
ქრისტეშობა 2016 წელი. Read more »

სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი

200px-Gabriel_qiqodzeწმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

წყარო: www.studieli.com

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ამა ქვეყნიერთა კაცთა შორის არსებობს ერთი შესანიშნავი და სასარგებლო ჩვეულება: როგორც რომ გათავდება ძველი წელიწადი და დადგება ახალი, მაშინ ყოველი მოხელე და ყოველი თანამდებობის აღმასრულებელი კაცი შეადგენს თავის საქმის ანუ თანამდებობის წარმოების ანგარიშსა და წარუდგენს თავის უმფროსსა, ანუ თვითონვე მოიხმარს. მაგალითად, კაცი, რომელსაც აბარია სასამართლო, შეადგენს ანგარიშსა, რაოდენი საქმე წარმოებდა მისს სასამართლოში წარსულისწლის განმავლობის დროს, რავდენი მათგანი გათავდა და რავდენი დარჩა გაუთავებელი და რისთვის. ვინც სასწავლებლის უფროსია, მან უნდა შეადგინოს ანგარიში, რაოდენი მოწაფენი სწავლობდნენ მისს სასწავლებელში, როგორ სწავლობდენ და იქცეოდნენ;…… Read more »