Blog Archives

სამყაროს ევოლუცია VS მეცნიერული კრეაციონიზმი

17/06/2014
By

the-challenge-of-cosmology2014 წლის 8 მაისს სტუდენტების თხოვნით თავისუფალ უნივერსიტეტში ზაზა ოსმანოვმა ჩაატარა ლექცია თემაზე “სამყაროს ევოლუცია VS მეცნიერული კრეაციონიზმი“, სადაც ავტორი შეეხო ამ ორი კონცეფციის ურთიერთმიმართების საკითხებს და შეძლებისდაგვარად მათი შედარებითი ანალიზი წარმოადგინა. ვინაიდან მორწმუნე ადამიანთა ნაწილს ძალიან აინტერესებს ეს საკითხები, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ხსენებული ვიდეო ლექცია.

ვიდეო ლექციის საყურებლად გადადით ბმულზე

ეკლესია და კალენდრული საკითხი

05/05/2014
By

calendarწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის მიერ დაგეგმილი საჯარო ლექცია, რომელიც გაიმართა 2014 წლის 10 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიეძღვნა თემას “ეკლესია და კალენდრული საკითხი“.

მოხსენება წაიკითხეს ზაზა ოსმანოვმა და მამა ილია ჭიღლაძემ Read more »

ადამიანები და ცხოველები ღვთის საბრძანებელში

03/02/2014
By

F130ავტორი: რობერტ ფლანაგანი

გთავაზობთ მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც ეხება ადამიანების და ცხოველების ურთიერთობას წმინდა საღვთისმეტყველო პოზიციიდან.

სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გოგუაძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

Read more »

ეკლესია და საზოგადოება

19/01/2014
By

churchandsocietyლევან აბაშიძე

წარმოგიდგენთ ლექცია–სემინარს თემაზე: ეკლესია და საზოგადოება, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში 2013 წლის 17 დეკემბერს კავკასიურ სახლში წაიკითხა ლევან აბაშიძემ.

ვიდეოს საყურებლად გადადით ბმულზე

ქრისტიანობა და მეცნიერება

19/01/2014
By

open-sky-through-clouds-1 (1)ზაზა ოსმანოვი

წარმოგიდგენთ ლექცია–სემინარს თემაზე: ქრისტიანობა და მეცნიერება, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში 2013 წლის 18 დეკემბერს კავკასიურ სახლში წაიკითხა ზაზა ოსმანოვმა.

 

ვიდეოს საყურებლად გადადით ბმულზე

მეცნიერული და ბიბლიური წარმოდგენები სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის შესახებ

07/10/2013
By

universe.297213213_stdავტორი: ვლადიმირ გომანკოვი

წარმოგიდგენთ სტატიას სამყაროს წარმოშობის და ევოლუციის შესახებ, რომლის ავტორიც გახლავთ ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ბარდინის სახელობის შავი მეტალურგიის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  ვლადიმირ გომანკოვი.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »

მეცნიერული კრეაციონიზმი, როგორც ფსევდომეცნიერება

02/09/2013
By

science_vsავტორი: ზაზა ოსმანოვი

დღეს მართლმადიდებელ მორწმუნეთა წრეებში ძალიან აქტუალურია ე.წ. კრეაციონიზმის რადიკალური ფორმა, რომლის აღიარება ხშირ შემთხვევაში ეკლესიას მეტად რთულ მდგომარეობაში აყენებს. პირველ რიგში გავმიჯნოთ კრეაციონიზმის ორი გაგება. კრეაციონიზმი წარმოადგენს რელიგიურ რწმენას, რომ სიცოცხლე, დედამიწა და მთელი სამყარო ზებუნებრივი და ყოვლისშემძლე არსების მიერ არის შექმნილი. ასე განმარტებული კონცეფცია არანაირ პრობლემას არ ქმნის თანამედროვე მეცნიერულ თეორიებთან მიმართებაში, რადგან ის, თუ როგორც განიხილავს მეცნიერება სამყაროს და ამ სამყაროში სიცოცხლის წარმოშობას, შეიძლება მოერგოს ქრისტიანულ კოსმოგონიას და ანთროპოლოგიას, რაზეც არაერთი ღვთისმეტყველი და მკვლევარი მიუთითებს [1-4].

Read more »

სამყაროს შემეცნება და ღმერთის იდეა

01/04/2013
By

hinduism-philosophy-godავტორი: ზაზა ოსმანოვი

რწმენის გარდუვალობა – ჰიუმის პრობლემა

ბოლო პერიოდში შეინიშნება მატერიალისტური იდეოლოგიის მომძლავრების ტენდენცია, რომელსაც მისი ადეფტები უპირისპირებენ თეისტურ ხედვას და როგორც წესი ამას აკეთებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე აპელირებით. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბარიკადების ერთ მხარეს არიან განათლებული და მეცნიერებაში წარმატებული ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოების მორწმუნე ნაწილი, რომელიც თითქოს საკუთარი უგუნრების შედეგად მეცნიერულ მიღწევებს იგნორირებას უკეთებს  და კვლავ სიბნელეში რჩება. ჩვენს მიზანს წარმოადგენს იმის ჩვენება, რომ თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში არის რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელთა ახსნა გონიერი ჩარევის გარეშე, კიდევ უფრო ჩახლართულს ხდის ათეისტურ იდეოლოგიას. სტატიის მიზანი არ გახლავთ სხვადასხვა სპეკულაციებზე დაყრდნობით ღმერთის არსებობის მტკიცებულებათა ძიება – ჩვენი მიზანია იმ საინტერესო მინიშნებებს გავუსვათ ხაზი, რომელთა არგათვალისწინება სამყაროს შემეცნების პროცესში, არაობიექტური იქნებოდა.

Read more »

სამყაროს წარმოშობა ფიზიკის და თეოლოგიის მიხედვით

28/03/2013
By

blood-flowing-through-the-entire-universeწარმოგიდგენთ გადაცემას დიდი დრო.

წამყვანი: ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი

სტუმრად მიწვეულია ასტროფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი

აქვს თუ არა სამყაროს დასაწყისი და დასასრული დროსა და სივრცეში? არის თუ არა ჩვენი სამყარო მოწყობილი იმ პრინციპით, რომ  მასში თითქოს თავიდანვე იგულისხმებოდა ადამიანის ყოფნა?  როგორ უყურებს ამ საკითხებს ფიზიკა და თეოლოგია და როგორია მათი ერთმანეთთან მიმართება? ამ და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება ხსენებული გადაცემა, რომელიც ცოტა ხნის წინ მეცხრე არხის სტუდიაში ჩაიწერა და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. Read more »

დიდი აფეთქების თეორიის შესახებ

18/02/2013
By

the big bangბოლო პერიოდში შეინიშნება მატერიალისტური იდეოლოგიის მომძლავრების ტენდენცია, რომელსაც მისი ადეფტები უპირისპირებენ თეისტურ ხედვას და როგორც წესი ამას აკეთებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერების თანამედროვე მიღწევებზე აპელირებით. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბარიკადების ერთ მხარეს არიან განათლებული და მეცნიერებაში წარმატებული ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოების მორწმუნე ნაწილი, რომელიც თითქოს მეცნიერული მიღწევების იგნორირებას ახდენს.

აღნიშნულ თემას მიეძღვნა გადაცემა, რომელიც ჩაწერილი იქნა ტელესტუდიაში კვირიკე, რის გამოც გთავაზობთ ჩანაწერის სრულ ვერსიას.

გადაცემის წამყვანი: ნიკოლოზ კოლბაია

სტუმრად მიწვეულია: ასტროფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი

ჩანაწერის საყურებლად გადადით ამ ბმულზე