Blog Archives

საეკლესიო თემები მედიაში (ღია წერილი „24 საათს“)

07/02/2013
By

levan abashidzeავტორი: ლევან აბაშიძე

3 თებერვალს გაზეთში Weekend („24 საათის“ ყოველკვირეული გამოცემა) გამოქვეყნდა ლადო გოგიაშვილის წერილი: “პარლამენტი, თეოლოგია და…

სამწუხაროდ ეს წერილი შეიცავს მრავალ უზუსტობას და ზერელე დასკვნებს, რასაც შეცდომაში შეჰყავს მკითხველი და ხელს არ უწყობს დასმულ საკითხებში ნათლის შეტანას.

ჩემი რეპლიკა სრულიადაც არ ნიშნავს რომ მე არსობრივად არც ერთ საკითხში არ ვეთანხმები ავტორის დასკვნებს. დიახ, პარლამენტის (შესაძლო) გადაწყვეტილებას აღიჭურვოს საპატრიარქო სამეცნიერო ხარისხის მინიჭების უფლებით მეც არ ვეთანხმები და საქართველოს ეკლესიაში არსებული განათლების სისტემას მეც კრიტიკულად ვუდგები. მაგრამ  გაზეთის ფურცლებზე არაკვალიფიციური მსჯელობა  მხოლოდ აზიანებს კონსტრუქციული და არსობრივი კრიტიკის საქმეს. სხვა სიტყვებით, ჩემი კრიტიკა  სტატიის ხარისხს უფრო ეხება ვიდრე მის დასკვნებს.

Read more »

წმ. თეოფანე დაყუდებული არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ

04/02/2013
By

seti1

ავტორი: წმინდა თეოფანე დაყუდებული

დღეს ასტრონომიაში და განსაკუთრებით ისეთ თანამედროვე მულტიდისციპლინარულ დარგში, როგორიც ასტრობიოლოგიაა სრული სერიოზულობით მიდის მსჯელობა სიცოცხლის არსებობის შესახებ დედამიწის გარდა, სამყაროს სხვა ადგილებშიც. ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ საიტზე მსგავსი კითხვით მოგვმართეს და მეორე მხრივ, სავსებით ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კითხვები მორწმუნე საზოგადოებაშიც არსებობს, გვსურს წარმოგიდგინოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლის წმინდა თეოფანე დაყუდებულის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ მისი თვალსაზრისი მეტწილად ძალიან მეცნიერული მიდგომით ხასიათდება, რის გამოც ინტერესი ამ წერილის მიმართ კიდევ უფრო იზრდება. ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ წმ. თეოფანე პასუხობს მის სულიერ შვილს, რომელმაც სავარაუდოდ კითხვით მიმართა მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  [1].


ექსკლუზიურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »

რა არის რწმენა

19/12/2012
By

faithავტორი: დიაკვანი გურამ ოთხოზორია

აღსანიშნავია ქართულ მეტყველებაში სიტყვა „რწმენის“ სინონიმი – დაჯერება. მე მწამს, ანუ მე მჯერა, რომლის ფუძეა – ჯერ, ჯეროვანება – ანუ კმაობა, სისრულე, სისავსე; ისეთი განცდა, როცა შინაგანად ფლობ სისავსეს და დამატებით, გარედან არ საჭიროებ, არ ეძიებ ამ მოწმობის გამაგრებას, „მორწმუნეს თა­ ვის თავში აქვს მოწმობა“ – ამბობს იოანე მახარობელი. ჯერება,­ დაჯერება ასევე ნიშნავს მორჩილებას. საქმე მო­ციქულთა 28,24­ში წერია: „ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარა­ კევს, სხვებმა კი არ იწამეს“. მთაწმინდელის თარგმანში კი გვაქვს: „და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.“ ბერძნულ, ანუ ორიგინალის ტექსტში წერია: „დე ეპისტუნ“ – არ იწამეს. თუ სიტყვა წამებას ჯერებად შევცვლით – ანუ“არ დაუჯერეს“ – მაშინ ამ ერთი სიტყვით ურჩობასაც გამოვ­ ხატავთ და ურწმუნოებასაც – არ ერჩდნენ – ანუ, არ დაემორჩილ­ ნენ, არ დაუჯერეს, არ ირწმუნეს პავლეს სიტყვების. იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: „ვისაც სწამს ძე – აქვს მარადიული სიცოცხლე, ხოლო ურჩი ძისა დასჯილია.“ ურჩი, ანუ ურწმუნო, უჯერო.

Read more »

ეწინააღმდეგება თუ არა ბუნებისმეტყველება ღვთისმეტყველებას?

03/12/2012
By

ავტორი: გიორგი მაჩაბელი

წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი მეცნიერის, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის ბატონი გიორგი მაჩაბლის სტატიას, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი საიტისთვის დაწერა, რისთვისაც მთელი ცენტრის სახელით მადლობას ვუხდით მას.

Read more »

შესაქმეს წიგნი და ევოლუციის თეორია

05/11/2012
By

ავტორი: ალექსი გომანკოვი.

ევოლუციის თეორიის და შესაქმეს წიგნის თავსებადობის შესახებ წარმოგიდგენთ გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, პალეონტოლოგის და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ალექსი ვლადიმერის ძე გომანკოვის სტატიას „შესაქმეს წიგნი და ევოლუციის თეორია“.

 

ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »

ადამიანის თავისუფლება და ღვთის განგებულება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მიხედვით

02/11/2012
By

ავტორი: ზურაბ ჯაში

გრიგოლ ნაზიანზელის საღვთისმეტყველო აზროვნებაში ადამიანის თავისუფლების მნშივნელობა დიდი ხანია შენიშნული და აღიარებული აქვთ მის მკვლევრებს. მაგრამ მისი თავისუფლების კონცეპციის კომპლექსური ბუნებას ჯერ არ მიუქცევია სათანადო ყურადღება. მართლაც, როგორც ჟან პლანიო აღნიშნავს, გრიგოლი იყო „ღვთის წინაშე ადამიანის თავისუფლების დამცველი“. მაგრამ გვთავაზობს ის რაიმე სახის თანმიმდევრულ თეოლოგიურ სწავლებას ამ „ღვთის წინაშე ადამიანის თავისუფლების“ შესახებ? თუ მხოლოდ მისი პიროვნული განწყობა მოქმედებს მისი თეოლოგიური ხედვის აგებისას?

Read more »

პასტორი შნაიდერი – ვიღაცამ ჯოჯოხეთშიც უნდა იქადაგოს საღვთო წერილი

05/10/2012
By

წარმოგიდგენთ ნაცისტური გერმანიის ერთერთი მსხვერპლის, ცნობილი პასტორის პაულ რობერტ შნაიდერის მოკლე ბიოგრაფიულ ნარკვევს. პაულ შნაიდერი გახლავთ პირველი პროტესტანტი სასულიერო პირი, რომელიც შეეწირა ჰიტლერის რეჟიმს მისი ანტინაცისტური და ძალადობის წინააღმდეგ მამხილებელი ქადაგებების გამო.

მასალა მოამზადა და ბლოგზე განსათავსებლად გადმოგვცა ბატონმა ანდრია როგავამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

წყარო

Read more »

ქრისტეს ეკლესიის დამოკიდებულება მისგან გამოყოფილი საზოგადოებების მიმართ

01/10/2012
By

ავტორი: მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი)

მეოცე საუკუნეში ეკუმენურმა მოძრაობამ უამრავი საკითხი კვლავ აქტუალური გახადა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, კერძოდ, არის თუ არა სული წმინდის მადლი არამართლმადიდებლურ თემში? რას ნიშნავს არამართლმადიდებელთა მართლმადიდებლობაში გადმოსვლისას მიღების არსებული ლიტურგიკული პრაქტიკა? და ემთხვევა თუ არა ეკლესიის კანონიკური საზღვრები მის საკრამენტალურ საზღვრებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ცნობილი რუსი ღვთისმეტყველის მიტროპოლიტი სერგის ერთერთ მნიშვნელოვან ნაშრომს. აღნიშნული საკითხი ბლოგზე წარმოდგენილი იყო გიორგი ფლოროვსკის სტატიით: “ეკლესიის საზღვრების შესახებ“.
სტატია სპეციალურად საიტისთვის თარგმნა ჯიპას ისტორიის ლექტორმა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნინო თომაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას.

პასუხი ბატონ ალექსი გერასიმოვს

03/09/2012
By

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

მცირე ხნის წინ საიტზე განვათავსეთ სტატია: „ეკლესიის მჭიდრო კავშირი მეცნიერებასთან, თუ ფსევდომეცნიერული მისიოლოგია?“ [1], სადაც გავაკრიტიკეთ 2011 წელს ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებული სამეცნიერო სემინარის „სარწმუნოება და მეცნიერება“ ფარგლებში წაკითხული მოხსენება: „მართლმადიდებლური სწავლება და მეცნიერება“. მომხსენებელი გახლდათ ფიზ.–მატ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ალექსი გერასიმოვი, რომელმაც ჩვენს კრიტიკულ სტატიაზე საპასუხო წერილი (იხ. ამ ბმულზე) გამოგვიგზავნა. ამჯერად გთავაზობთ ბატონი ალექსის წერილზე პასუხს, სადაც შეძლებისდაგვარად შევეცადეთ ყველა საკვანძო საკითხი განგვეხილა.

Read more »

ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები

27/08/2012
By

ავტორი: მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი (1953–2007)

წარმოგიდგენთ საინტერესო სტატიას “ფანატიზმის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები”, რომლის ავტორი გახლავთ მეცნიერი სასულიერო პირი (როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ), მ. გიორგი ჩესტიაკოვი. მცირე ინფორმაცია მის შესახებ: მ. გიორგიმ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1975 წელს ისტორიის სპეციალობით და ამავე დარგში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე მუშაობდა დოცენტის თანამდებობაზე. ფლობდა ლათინურ, ძველ ბერძნულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

სტატია რუსულიდან თარგმნა ლევან სულაბერიძემ

Read more »