Blog Archives

ეკლესიის მჭიდრო კავშირი მეცნიერებასთან, თუ ფსევდომეცნიერული მისიოლოგია?

30/07/2012
By

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

გასულ წელს (2011) ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარდა სამეცნიერო სემინარი „სარწმუნოება და მეცნიერება“, რომლის ფარგლებშიც წაკითხული იქნა ორი ლექცია „ღვთაებრივი და ამსოფლიური სიბრძნე“ (მომხს. დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე) და „მართლმადიდებლური სწავლება და მეცნიერება“ (მომხს. ფიზ.–მათ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ალექსი გერასიმოვი) [1]. მხოლოდ მისასალმებელია, როდესაც ასეთი თემატიკისადმი მიძღვნილი სემინარის ჩატარებით ინტერესდება საზოგადოება და განსაკუთრებით, თუ ასეთი ინიციატივა მოდის ეკლესიიდან და კერძოდ „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრიდან“. სწორედ ამიტომ, როდესაც პირველად შევიტყვეთ აღნიშნული ღონისძიების ჩატარების შესახებ, გარკვეული იმედი მოგვეცა, რომ ნელნელა დაიძლეოდა ის წყალგამყოფი ხაზი, რაც ნებით, თუ უნებლიედ, ბოლო დროს გაჩნდა რელიგიასა და მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებს შორის.

Read more »

კრეაციონიზმი და მეცნიერება თ. ჰაინცის წინგში „შექმნა თუ ევოლუცია“

12/07/2012
By

ავტორი: სერგეი მეიენი

გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი სერგეი ვიქტორის ძე მეიენი (1935–1987) გახლდათ გამოჩენილი პალეობოტანიკოსი, სტრატიგრაფი და ევოლუციური ბიოლოგიის თეორეტიკოსი. დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რის შემდეგაც მრავალი წელი მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. აღნიშნული სტატია დაწერილია 1981 წელს როგორც რეცენზია თ. ჰაინცის წიგნისა, რომელიც წარმოადგენს ერთერთ ყველაზე პირველ, რუსულად დაწერილ წიგნს კრეაციონიზმის თემაზე. სტატიაში განხილულია მეტად საინტერესო მიდგომა, რომლის მიზანია მეცნიერების პოზიტიურად წარმოჩენა წმინდა მისიონერული თვალსაზრისით.

ჩვენს ბლოგზე უკვე განთავსებულია აღნიშნული თემატიკისადმი მიძღვნილი სამი პუბლიკაცია: „დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა“, „სამყაროს ევოლუცია vs კრეაციონიზმი“ და „ქრისტიანობა თუ ანტიმეცნიერული დემაგოგია“.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »

ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი და ქრისტიანული ანთროპოცენტრიზმი

09/07/2012
By

ავტორი: ვლადიმირ გომანკოვი

წარმოგიდგენთ სტატიას კოსმოლოგიური ანთროპული პრინციპის შესახებ, რომლის ავტორიც გახლავთ ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ბარდინის სახელობის შავი მეტალურგიის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი  ვლადიმირ გომანკოვი.

ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი არის კონცეფცია, რომლის თანახმად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა-ასტროფიზიკა და ქიმია), იმისათვის, რომ სწორად ახსნან ბუნებაში მიმდინარე მოვლენები, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ სამყაროში ადამიანის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სამყაროს მიზერულ ნაწილს იკავებს. აღნიშნული საკითხი ჩვენს ბლოგზე უკვე წარმოდგენილი იყო თემით “ანთროპული კოსმოლოგიური პრინციპი“.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »

ევოლუციური ბიოლოგიის პრინციპების თავსებადობა აღმოსავლურ მართლმადიდებლობასთან

02/07/2012
By

ავტორი: გეილ ვოლოჩაკი

ბოლო დროს მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთკავშირის შესახებ დისპუტები ასახვას პოულობს ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის, რადიოლოგიის და უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრების პროფესორის გეილ ვოლოჩაკის სტატიაში. ავტორი გვთავაზობს საკუთარ ვარიანტს კითხვაზე, თუ რამდენად თავსებადნი არიან ბიოლოგიური ევოლუციის პრინციპები მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან. გეილ ვოლოჩაკი პრაქტიკოსი მართლმადიდებელია, ის გახლავთ ამერიკის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საზოგადოების და ამერიკის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეგზარქატთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისიის აქტიური წევრი.

ექსკლუზიურად ბლოგისთვის რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

Read more »

ქრისტიანული დემითოლოგიზაცია: გზა მეცნიერებისკენ

24/05/2012
By

ავტორი: დიაკონი ანდრეი კურაევი

ვაგრძელებთ თანამედროვეობის ცნობილი რუსი ღვთისმეტყველისა და მისიონერის, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის წევრის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის დიაკონ ანდრეი კურაევის ნაშრომების გამოქვეყნებას ჩვენს ბლოგზე.

ამჯერად გთავაზობთ მისი ცნობილი მონოგრაფიიდან „Дары и анафемы. Что христианство принесло в мир“ რამდენიმე თავის თარგმანს.

რუსულიდან ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ზაზა ოსმანოვმა.

Read more »

საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ

26/03/2012
By

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

ჩვენს ბლოგზე ბოლო პერიოდში განთავსდა საეკლესიო კალენდრის თემატიკისადმი მიძღვნილი რამდენიმე სტატია, სადაც კალენდრული საკითხი სხვადასხვა კუთხით იქნა გაშუქებული. კერძოდ [1]–ში წარმოვადგინეთ ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის მთავარეპისკოპოსის – პეტრე ლ’იულეს ნარკვევი, სადაც ავტორის მიერ დეტალურად არის წარმოდგენილი ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ პასქალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. ბატონ ზურაბ კიკნაძის მიერ შემოთავაზებული პუბლიკაცია ძირითადად პოლემიკური ხასიათისაა, რომელიც გვთავაზობს არქ. რაფაელ კარელინის და მ. ანდრია ბოროდას სტატიების კრიტიკას [2]. Read more »