Blog Archives

ბართლომე I იწვევს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს.

Ecumenical Patriarch Bartholomew I atten              ინგლისურიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა                             

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა მოიწვია ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და მთავარეპისკოპოსი შეხვედრაზე სტამბოლში, მომავალ მარტის თვეში, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები 2015 წლისთვის დაგეგმილი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მოსამზადებელი კომისიისთვის მითითებებისა და დროის განრიგის თაობაზე. ამ დრომდე შეხვედრების უმეტესობა ეთმობოდა მხოლოდ პროცედურულ საკითხებს.

მეთაურთა ბოლო შეხვედრა შედგა 2008 წელს, ასევე სტამბოლში.

მოსამზადებელი კომისიის შესახებ საუბრის გარდა მარტის შეხვედრა ასევე მოტივირებულია კონსტანტინოპოლის საყდრის სურვილით, შეახსენოს და ეკლესიებს, რომ მათ არ ძალუძთ ერთობლივი ინიციატივების გარეშე მიიღონ ეკონომიურად გლობალიზებული და სულიერად დანაწევრებული მსოფლიოს გამოწვევები. მართლმადიდებლურ წრეებში ეს განიხილება როგორც მცდელობა თავი დააღწიონ თვით-მარგინალიზაციას გამოწვეულს ადგილობრივი ნაციონალური მენტალობით, რაც ახასიათებთ მართლმადიდებელ ეკლესიებს თანამედროვე ეპოქაში და რაც ნაწილობრივ განპირობებულია პოსტ-ოტომანური ფილეტიზმით (ნაციონალიზმით).

აგრეთვე მისი ისტორიული ზენაციონალური მენტალობის წყალობით კონსტანტინეპოლი ცდილობს ხელი შეუშალოს მართლმადიდებელი სამყაროს ჩაკეტვას თავის თავში. ეს იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ბევრს წარმოუდგენია მართლმადიდებელი ეკლესია დამფრთხალი ახალი ეპოქის სოციალური გამოწვევებით, ეკლესია, რომელიც კმაყოფილდება მარტივი ქველმოქმედებით და მხოლოდ დაკავებულია ცალკეულ სოციალურ საკითხებზე მსჯელობით (ზოგიერთ ეკლესიებში ესეც არ აინტერესებთ, ზ.ჯ.), და თავს არიდებს უპასუხოს მთელ კრიზისს, რომელსაც მოუცავს ადამიანის ყოფიერება თანამედროვე საზოგადოებაში. ასევე იმიტომ, რომ ცალკეული მართლმადიდებელი ეკლესიები მათი სინოდების თანხმობით იღებენ “ადგილობრივ” გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ ითვალისწინებენ საყოველთაო უნივერსალურ მოთხოვნილებებს და გამოწვევებს.

კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ეკუმენური დიალოგის თანათავჯდომარე პერგამოს მიტროპოლიტი და გამოჩენილი ღვთისმეტყველი იოანე ზიზიულასი ამასთან დაკავშირებით წერს: “მართლმადიდებლობისთვის, და ასევე მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, უდიდეს საფრთხეს არ წარმოადგენს ათეიზმი, ზოგადად სეკულარული ძალაუფლება ან მისი სხვადასხვა სახის მტრები. ისტორიის განმავლობაში ვერავინ შეძლო ჭეშმარიტების განქარვება. უდიდესი საფრთხე მოდის თვით-მარგინალიზაციისგან. და ეს ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც მოძრაობა, სულიერი ძალა უარს ამბობს პირისპირ დადგეს და დიალოგში ჩაებას მისი ეპოქის ყველა სოციალურ და ინტელექტუალურ მოძრაობებთან. რა საჭიროა იმის მუდმივად შეხსენება, რომ ისტორია არ არის მონოლითური.”

ზიზიულასი დასძენს: “ისტორია არის სივრცე, რომელშიც შენ ახორციელებ ადამიანის თავისუფლებას. და თავისუფლება ადამიანის “ცხოვრების რკალში” ხასიათდება სხვადასხვა მოსაზრებების გამოხატვით და აქედან გამომდინარე “შენ” და “არას” დიალექტიკით. მხოლოდ დასასრულს (ესქატოლოგიური მნიშვნელობით) ადამიანის თავისუფლება გამოიხატება როგორც “დიახ”, რომელიც მიმართულია ღმერთისა და ჭეშმარიტებისაკენ.

ჟამთა სვლაში ეკლესია დაფუძნებულ იქნა ამ შეხედულებაზე. თავიდანვე პირველმა ქრისტიანულმა თემებმა თავი მიუძღვნეს კონსტრუქციულ დიალოგს იუდაიზმსა და ბერძნულ სამყაროსთან. ამან მიაღწია თავის უმაღლეს მწვერვალს ეგრეთ წოდებულ პატრისტიკულ (წმინდა მამათა, ზ.ჯ.) პერიოდში, როდესაც ეკლესიას ჰქონდა იმის სიმხნევე, რომ შეჭიდებოდა კონსტრუქციულ დიალოგს მისი დროის კულტურასთან, და ის აღებეჭდა მისი ჭეშმარიტების ნიშნით. მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოში მოხდა კულტურის სივრცეში ეგრედ წოდებული დაყოფა საკრალურსა და პროფანულს შორის, რამაც განდევნა ეკლესია კულტურისა და სამოქალაქო სფეროდან. ეს გახდა ზიანის მომტანი არამხოლოდ ეკლესიისათვის არამედ თვითონ ცივილიზაციისათვის”.

“ამიტომ – განაგრძობს ზიზიულასი – ნებისმიერი გაქცევა ისტორიული რეალობიდან და იდენტობის ძებნა მხოლოდ წარსულში იმ ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რომელშიც განვითარდა ამ იდენტობის ტრადიცია, ტოლფასია პირველ რიგში მართლმადიდებლობის რომანტიზაციის და შემდეგ მისი მარგინალიზაციის”.

“ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია – ამბობს პერგამოსის მიტროპოლიტი – რომ ჩვენ ეკლესიურმა ადამიანებმა, ჩვენ ვთქვათ უარი ჩვენს ნარცისისტულ თვითკმაყოფილებაზე, რასაც მივყავართ უნაყოფო დაპირისპირებამდე. ამის სანაცვლოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევთავაზოთ ქმნილებას ჩვენი უფლის ჭეშმარიტი მოწმობის არსი”.

 

წყარო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.asianews.it/news-en/Bartholomew-convokes-the-Primates-of-the-Orthodox-Churches-29964.html

მართლმადიდებელი ქრისტიანი – “სხვაზე” მოძალადე თუ ძალადობაზე პასუხისმგებელი?

JNB_6204

17 მაისის მოვლენების მოწმე ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს არ შეიძლებოდა თავში უნებლიედ არ გაელვებოდა გამოჩენილი ფიზიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სტივენ ვაინბერგის მსგავსი აზრი: „რელიგიით თუ რელიგიის გარეშე კარგ ადამიანებს შეუძლიათ კარგად მოქცევა და ცუდ ადამიანებს შეუძლიათ ცუდი საქმეების კეთება, მაგრამ იმისათვის რომ კარგმა ადამიანებმა ცუდი საქმეები აკეთონ, საჭიროა რელიგია“. ეს უნებლიე გაელვება უკვე დიდი ხანია პერიოდულად გაიელვებს და მაშინათვე ქრება ქართულ საზოგადოებაში. საკმაოდ დიდია შიში ცოტა ხნით გავაჩეროთ ეს აზრი და მის შუქზე გავაანალიზოთ ჩვენი ახლო წარსულის მოვლენები და გამოვიტანოთ შესაბამისი გაკვეთილები. Read more »

ქალები – აღდგომის მაცნეები

JesusKneelstoaWoman
ავტორი:  პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე შმემანი

 რუსულიდან თარგმნა თეონა რუხაძემ


ქრისტე აღდგა! ეკლესია აღდგომიდან მეორე კვირას, იხსენიებს მენელსაცხებლე დედებს, ანუ იმ ქალებს, რომლებიც დილაადრიანად მივიდნენ ქრისტეს საფლავთან, რათა მისი სხეული დაკრძალვისთვის მოემზადებინათ. აქ კი მისი აღდგომის პირველი მოწმეები გახდნენ. სახარების მიხედვით, ქრისტე პირველად მათ ეცხადება, მათ ეუბნება: „გიხაროდენ!“ მათ აგზავნის მოციქულებთან აღდგომის მაცნეებად. და აი, ამასთან დაკავშირებით დროული და მიზანშეწონილია დავაკვირდეთ ქალთა სახეებს, როგორად გვიხატავს მათ სახარება. ჩავუფიქრდეთ ქრისტიანულ სწავლებას, ანდა იქნებ უკეთესია ვთქვათ _ ქალთა ქრისტიანულ განცდებს, რადგან სწორედ სახარებაშია ყველაზე უკეთ ფესვგადგმული და ნაჩვენები ეს განცდები, და ის, თუ რა ადგილს იკავებენ აქ ქალები. Read more »

მართლმადიდებელი ეკლესიის ეთიკური აზროვნების ტრადიცია.

unknown-Italian-mosaic-artist-early-13th-century-venice-I-christ-washing-the-feet-of-his-disciples

მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ სტერეოტიპების ჩამოყალიბებას თავის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სხვადასხვა სახის ბრალდებები გაისმოდა როგორც განსხვავებული კონფესიური პოზიციებიდან ასევე მოგვიანებით ათეისტური მეცნიერული პოზიციებიდან. ისტორიული ძნელბედობის გამო, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, ეკლესია ყოველთვის ვერ ახერხებდა წარმატებით გაეცა პასუხი ამ ბრალდებებზე და მისი მოძღვრების არსი უკეთესად წარმოეჩინა საზოგადოების წინაშე. ეს ისტორია სათანადო კვლევას საჭიროებს, რის საშუალებასაც არ იძლევა ჩვენი სტატიის არც სიდიდე და არც ხასიათი. ჩვენი სტატიის მიზანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ სტერეოტიპების მსხვრევის ამოცანა დღიდან ეკლესიის დაარსებისა იდგა და დღესაც დგას მის წინაშე მთელი აქტუალურობით, რადგან საქმე ეხება არა ეკლესიის დაცვასა და გამართლებას, არამედ საზოგადოებისათვის მისი მაცხოვნებელი მადლის შეუბღლავად შეთავაზებაში. Read more »

პიროვნებები თანაზიარებაში

clement1988-photo-cavanagh-ciricოლივიე კლემანი

ოლივიე-მორის კლემანი იყო გამოჩენილი ფრანგი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და ისტორიკოსი. იგი დაიბადა 1921 წლის 17 ნოემბერს. მისი მშობლები ათეისტები იყვნენ. ახალგაზრდობაში იყო არარელიგიური, აინტერესებდა სოციალიზმი, სწავლობდა მარქსს. შემდეგ საუნივერსიტეტო განათლება მიიღო რელიგიის ისტორიის მიმართულებით. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობაში. მოგვიანებით მისი რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენა მოახდინა საფრანგეთში ემიგრირებულმა რუსმა ფილოსოფოსმა ნიკოლოზ ბერდიაევმა და თეოლოგებმა პავლე ევდოკიმოვმა და ვლადიმერ ლოსკიმ. საბოლოოდ მან მიიღო მართლმადიდებლობა და გახდა გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი. იგი მეგობრობდა და საუბრებს მართავდა სულიერ თემებზე ისეთ პიროვნებებთან როგორებიც იყვნენ მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I, რომის პაპი იოანე პავლე II, გამოჩენილი რუმინელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი დუმიტრუ სტანილოე და ეკუმენური სამონასტრო თემის ტეზეს დამფუძნებელი ძმა როჟე. Read more »