ავტონომია და მისი გამოცხადების წესი

msoflio_eklesia_მეხუთე საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირის განჩინება, შამბეზი, 10-17 ოქტომბერი, 2015 წ.
ქვეყნდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების სინაქსისის განჩინების საფუძველზე, შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წ.
მეხუთე საერთომართლმადიდებლურმა კრებისწინა თათბირმა, ჩაატარა რა სამუშაო საერთომართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისიის 2009 წლის 9-17 დეკემბრის შამბეზიში მიერ შეთანხმებულ და მიღებულ დოკუმენტის „ავტონომიისა და მისი გამოცხადების წესი“ საფუძველზე, განიხილა ეკლესიოლოგიური, კანონიკური და სამოძღვრო საკითხები ავტონომიის ინსტიტუტისა და შეიმუშავა საერთომართლმადიდებლური მიდგომა ამ საკითხისადმი.
საკითხები, რომელსაც განიხილავდა მეხუთე საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი და რომლებიც გამომდინარეობდა ზემოთხსენებულ საერთომართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისიის ტექსტიდან იყო:
ა) ავტონომიის რაობა, შინაარსი და განსხვავებული ფორმები;
ბ) გარემოებები, რომლის მიხედვითაც გარკვეული ადგილის ეკლესია ითხოვს ავტონომიას იმ ავტოკეფალური ეკლესიისგან, რომელსაც მიეკუთვნება;
გ) ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებული უფლებამოსილება აღძრას და დაასრულოს ავტონომიის მინიჭების პროცესი თავისი კანონიკური იურისდიქციის ნაწილისადმი. ამასთანავე, მართლმადიდებლური დიასპორის ტერიტორიაზე ავტონომიური ეკლესიები არ ფუძნდება;
დ) შედეგები, რომელთაც ეს საეკლესიო ქმედება იქონიებს გამოცხადებულ ავტონომიური ეკლესიის ურთუერთობაზე, როგორც მის ავტოკეფალურ ეკლესიასთან, ისე სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან;

1. ავტონომიის ინსტიტუტი გამოხატავს კანონიკური სახით ცალკეული საეკლესიო ოლქის შედარებით ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობის სტატუსს ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციიდან, რომელსაც იგი კანონიკურად მიეკუთვნება;

ა) საეკლესიო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ამ ინსტიტუტის გამოყენების სხვადასხვა ხარისხი, რომლითაც გამოიხატება დამოკიდებულება ავტოკეფალურ ეკლესიასა და მის კუთვნილ ავტონომიურ ეკლესიას შორის;
ბ) ავტონომიური ეკლესიის მეთაურის არჩევა დასტურდება, ან აღესრულება ავტოკეფალური ეკლესიის კომპტენეტური ორგანოს მიერ. მეთაური, რომელსაც იგი იხსენიებს და იმყოფება მასთან კანონიკურ ურთიერთობაში;
გ) ავტონომიის ინსტიტუტი სხვადასხვა ფორმით მოქმდებს საეკლესიო პრაქტიკაში. ეს ფორმები განისაზღება ავტონომიურ და ავტოკეფალურ ეკლესიას შორის დამოკიდებულების ხარისხით;
დ) ავტონომიის ზოგიერთი შემთხვევაში ავტონომიური ეკლესიის დამოკიდებულების ხარისხი გამოიხატება მისი მეთაურის მონაწილეობით ავტოკეფალური ეკლესიის სინოდზე;

2. ავტონომიის მინიჭების პროცესის აღძვრა და დასრულება ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის რომელიმე ნაწილისადმი, შედის იმ ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკურ კომპეტენციაში, რომელსაც მიეკუთვნება ავტონომიურად გამოსაცხადებელი ეკლესია. ამგვარად:

ა) თუ რომელიმე ადგილის ეკლესიას, რომელიც ითხოვს ავტონომიას, გააჩნია ყველა საჭირო საეკლესიო და სამოძღვრო მიზეზი ამისთვის, იგი მიმართავს შესაბამისი სახით ავტოკეფალურ ეკლესიას, რომელსაც მიეკუთვნება, განმარტავს რა მნიშვნელოვან მიზეზებს, რამაც განაპირობა მსგავსი თხოვნის წარდგენა;
ბ) იღებს რა ამ თხოვნას, ავტოკეფალური ეკლესია განიხილავს სინოდზე მიზეზებს და იღებს გადაწყვეტილებას ავტონიმიის მინიჭების ან არმინიჭების შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხევევაში იგი გამოსცემს ტომოსს, რომელიც განსაზღვრავს ავტონომიური ეკლესიის ტერიტორიის საზღვრებს და მის დამოკიდებულებას ავტოკეფალური ეკლესიისადმი, საეკლესიო გადმოცემის მიღებული კრიტერიუმებისამებრ;
გ) ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური აუწყებს მსოფლიო საპატრიარქოს და სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს ავტონომიური ეკლესიის გამოცხადების შესახებ;
გ) ავტონომიური ეკლესია მონაწილეობას იღებს საერთომართლმადიდებლურ, საერთოსაქრისტიანო და რელიგიათაშორის უერთიერთობებში ავტოკეფალური ეკლესიის გზით, რომლისაგანაც მან მიიღო ავტონომია;
დ) ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ავტონომიის მინიჭინება მხოლოდ იმ ეკლესიისათვის, რომელიც იმყოფება მისი გეოგრაფიული არეალის ფარგლებში. მართლმადიდებელი დიასპორის ტერიტორიაზე ავტონომიური ეკლესიები არ ფუძნდება, საერთომადიდებლური შეთანხების გარეშე, რომელსაც უზრუნველყოფს მსოფლიო პატრიარქი საერთომართლმადიდებლური პროცედურისამებრ;
ე) იმ შემთხვევაში, თუ ერთსა და იმავე გეოგრაფიულ საეკლესიო ოლქს ორი ავტოკეფალური ეკლესია მიანიჭებს ავტონომიურ სტატუსს, ამ ავტონომიათა შესახებ უთანხმოების შემთხევევაში, მოქმედი მხარეები ერთობლივ ან ცალ-ცალკე მიმართავენ მსოფლიო პატრიარქს, რათა მან მონახოს საკითხის კანონიკური გადაწყვეტა საერთომადიდებლური პროცედურისამებრ;

3. შედეგები, რომლებიც შეეხება ავტონომიურად გამოცხადებული ეკლესიასა და მის დამოკიდებულებას ავტოკეფალური ეკლესიისადმი:

ა) ავტონომიური ეკლესიის მეთაური მოიხსენიებს მხოლოდ მისი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს;
ბ) ავტონომიური ეკლესიის მეთაურის სახელი არ შედის დიპტიხ(ებ)ში;
გ) ავტონომიური ეკლესია იღებს მირონს ავტოკეფალური ეკლესიისაგან;
დ) ავტონომიური ეკლესიის ეპისკოპოსები აღირჩევიან და დაგინდებიან მისი კომპეტენტური საეკლესიო ორგანოს მიერ, იმ შემთხვევაში თუ ავტონომიური ეკლესიისთვის ეს შეუძლებელია, მას ეხმარება ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც იგი მიეკუთვნება.

2015 წლის 15 ოქტომბერი, შამბეზი.

თარგმანი ირაკლი თეზელაშვილისა

© წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი
წყარო: mospat.ru

Print Friendly

Comments are closed.