მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2016

26/12/2016
By

8e16c75337ბართლომე

წყალობითა ღვთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა

და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა

ბეთლემის მაცხოვნებელი შობისგან

„ქრისტეს განკაცება არის ჩემი ახალი შექმნა“

 გრიგოლ ღვთისმეტყველი

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო

ჩვენ ვუგალობთ და ვადიდებთ ერთარს და სამპიროვან ღმერთს. მან წელსაც ღირსგვყო გვეზეიმა მისი ძის იესოს შობის უდიდესი დღესასწაული, რომლის ხორცშესხმა ბეთლემში მოხდა.

წმინდა ეკლესია სიხარულით აღვსილი ზეიმობს, ვინაიდან ქრისტემ „ხორციელი სხეული მიიღო“ (იოანე ოქროპირი, ქადაგება იესოს გაძევების შესახებ) და ამგვარად გახდა „კოსმოსი კოსმოსში“(ორიგენე, იოანეს სახარების კომენტარები). ღვთის წყალობას მარტო ადამიანთა მოდგმა არ ზეიმობს, არამედ „მთელი შესაქმე“. „დღეს ყოველივე აღივსება სიხარულით, რადგან ქრისტე ქალწულისაგან იშვა“ (ქრისტეშობის ცისკრის საგალობელი).

ანტიკურ ღმერთებთან  შედარებით ჩვენი ღმერთი  სიყვარულის საზოგადოების მსგავსია. იგი ადამიანებს ამქვეყანაზე სიყვარულით მოგვევლინება. „სიყვარული ისაა, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ“. (1 იოან 4,10)

თავდაპირველი სიტყვა ღვთისა, რომელმაც ადამიანს სიცოცხლე უბოძა,  თავისი განკაცებით ჩუქნის  „კეთილდღეობას“. „ეს დღესასწაული ნიშნავს, რომ ჩვენ ვზეიმობთ: ღმერთის მოსვლას ადამიანებთან, ამით ჩვენ ღმერთთან გადასახლება, უფრო სწორად სამშობლოში დაბრუნება შეგვიძლია…  ჩვენ ძველი კაცი განვიმოსეთ, ახლით შევიმოსეთ და ასე, როგორც ადამთან ერთად გარდავიცვალეთ, ქრისტესთან ერთად ვიცხოვრებთ, ქრისტესთან ერთად ვიშვებით, ჯვარს ვეცვებით, დავიმარხებით და აღვსდგებით“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი). ყოველი ამქვეყნად მოვლენილი ადამიანი  განღმრთობისაკენ ღია  წყალობის გზაზე დგას. ჩვენ ყველას შეგვწევს „უნარი, მივიღოთ ღმერთი“. „აღარ არის არც იუდეველი და არც ელინი, არ არის მონა და არც თავისუფალი, არ არის მამრი არც მდედრი, რადგან თქვენ ყველანი ერთნი ხართ ქრისტე იესოში“. (გალ. 2,28)

სამწუხაროდ შობას სახარება კვლავ იქადაგება იარაღის ჟღარუნით სავსე მსოფლიოში. სადაც უსაფუძვლო ძალადობა ცალკეული ადამიანების  თუ ერების წინააღმდეგ მოქმედებაშია მოყვანილი, იქ კი უთანსწორობა და საზოგადოებრივი უსამართლობა ბატონობს. ყოვლადწარმოუდგენელია იმ უთვალავი ბავშვის მდგომარეობა, რომლებიც უმძიმეს გაჭირვებაში იმყოფებიან. ამის მიზეზი კი საომარი მოქმედებები, სხვადასხვა სახის ბავშვთა ექსპლუატაცია, დევნა, დისკრიმინაცია, შიმშილი და წყურვილია.

გასულ აპრილში ჩვენ მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან და მის უნეტარესობა ათენისა და ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან  ერთად შესაძლებლობა გვქონდა საკუთარი თვალით გვეხილა კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილების და მიგრანტების ბედი, განსაკუთრებით კი აღნიშვნის ღირსია იქ მყოფი ტანჯული ბავშვების მწვავე პრობლემები. ეს ომის, ძალადობის, რასიზმის, რელიგიური მოტივებით დისკრიმინაციისა და უსამართლობის უდანაშაულო და ღირებულებადაკარგული მსხვერპლია. ზემოთხსენებულის გამო ეს ბავშვები იტანჯებიან, ხოლო მათი რიცხვი  მუდმივად მატულობს.

კაცობრიობის გამო ბავშვად მოვლენილი ღვთის სიტყვის დღესასწაული კვლავ გამოძახილია ძალადობისაკენ სწრაფვის შეწყვეტის, როგორც ამას მათე მახარებელი  გვამცნობს (2,13). ეს არის შეხსენება და მოწოდება ვიზრუნოთ ბავშვებზე, დავიცვათ ეს უცოდველი მსხვერპლი და პატივი ვცეთ მათ სიწმინდეს.

რა თქმა უნდა განვითარებულ და პოლიტიკურად სტაბილურ მსოფლიოში ბავშვების და მათი მგრძნობიარე სულისათვის  სხვადასხვა საფრთხეები არსებობს: ქორწინების და ოჯახის კრიზისი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ელექტრონული საინფორმაციო საშუალებების უარყოფითი გავლენა, განსაკუთრებით ტელევიზიისა და ინტერნეტის, რომელიც დიდ ადგილს იკავებს მათ ყოველდღიურობაში. ასევე საზოგადოებრივი გარემოს საფუძვლიანი ცვლილება –  ბავშვის სულს აზიანებს. ყოვლისმომცველი ეკონომიკური აფეთქება ადრეული ასაკიდანვე გარდაქმნის მათ მომხმარებლებად, ევდემონიზმი სწრაფად კლავს მათში ბავშვურ უმწიკვლოებას.

ამ საფრთხეების შემხედვარე მართლმადიდებელი ეკლესიის კრეტის კრების ენციკლიკა  „განსაკუთრებული სიყვარულით და მზრუნველობით“ მიემართება ბავშვებს და ახალგაზრდებს.

„ამ შუაგულ ქაოსში ერთიმეორეს ეწინააღმდეგება ბავშვის არსის განსაზღვრულობა, ჩვენი წმინდა ეკლესია კი ღვთის სიტყვას ეყრდნობა:  „ თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათ 18,3), „და ვინც არ მიიღებს ღვთის სასუფეველს როგორც ყრმა, ვერ შევა მასში“(ლუკ. 18,17) ასევე მათ ვინც  ბავშვებს „აბრკოლებენ“ (ლუკ. 18,16) მხსნელთან მისასვლელ გზაზე სასჯელს იმზადებენ. (მათ. 18,6).

შობის საიდუმლო შემდეგი სიტყვებით არის  სადღესასწაულო კონდაკში შეჯამებული: “რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“.  სიტყვა ღვთისა როგორც ბავშვი და ბავშვი როგორც ღმერთი ადამიანებს ეჩვენება „წმინდა გულით“ და ბავშვური უბრალოებით. ბავშვებს ესმით ჭეშმარიტება, რომელიც „ სხვადასხვა ხერხებითა და გონებით“ ვერ შეიძლება იქნეს აღქმული. „მხოლოდ ბავშვისაგან შექმნი შენ იერუსალიმს“  შენიშნავს ელიტისი თავის ნაშრომში „სიახლოვისგან“.

ძმებო და შვილებო ქრისტეში

ჩვენ თქვენ ყველას მოგიწოდებთ პატივი სცეთ  ბავშვებს და მათ სიწმინდეს. მსოფლიოში არსებული დევნილების კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვების უფლებებს არღვევს.  ბავშვთა  სიკვდილიანობის, შიმშილის, ბავშვების სამუშაო ძალად გამოყენების, მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ფსიქოლოგიური ძალადობის, ასევე ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით და სამომხმარებლო ტერორით მათი ფსიქიკის საფრთხეში ჩაგდებით  2017 წელს „ბავშვთა წმინდა  ბუნების დაცვის“ წლად ვაცხადებთ და ყველას მოვუწოდებთ, აღიარონ და პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს.

ქრისტეს ეკლესია კრეტის კრების  სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტში შენიშნავს: „მის სიტყვას, ხალხისადმი მიმართულს, პირველ რიგში, მიზნად აქვს არა მათი განკითხვა და განსჯა (იხ. იოან. 3,17 და 12,47), არამედ შეთავაზება ღვთის სასუფევლის სახარებისა, ვითარცა გზამკვლევისა, რომ მისცეს მათ იმედი და დაარწმუნოს, რომ ბოროტებას, რა სახითაც უნდა ავლენდეს იგი თავს, არ აქვს საბოლოო სიტყვა ისტორიაში და არ უნდა მიეცეს იმის ნება, რომ წარმართოს მისი მსვლელობა“. (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში. შესავალი )

ჩვენ თავმდაბლად და მოწიწებით პატივს მივაგებთ ჩვენ მხსნელს, ვადიდებთ და ხოტბას ვასხამთ საღვთო საგალობლებში. ასევე მუხლს ვიყრით ყოვლაწმნიდა ღვთისმშობლის წინაშე, რომლის ხელებში დაბრძანებულია ბავშვი – იესო ქრისტე. კვლავაც დაუღალავად მოვუწოდებთ მუდამ მზარდი ფანარიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის თითოეულ შვილს, მიუხედავად მათი სიშორისა თუ სიახლოვისა სადღესასწაულო მოკითხვით : „”ქრისტე იშვება: ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად!“. ვუგზავნით ყველას მამობრივ სურვილებს  და ჩვენ საპატრიარქო კურთხევას.

„გაძლიერდი მადლში, რომელიც იესო ქრისტეშია“ (2 ტიმ. 2,1) დაე ყველამ ერთსულოვნად, რწმენითა და სიყვარულით  ვიღვაწოთ ახალი სიცოცხლისათვის  ეკლესიაში და დავიცვათ ის რაც ქრისტემ მოგვიწოდა. რომელიც „ყოველდღე საუკუნეთა დასასრულამდე“ (მათ. 28,20) ჩვენთან ერთად არის.

ქრისტეშობა 2016

+ ბართლომე კონსტანტინოპოლელი

ღვთის წინაშე თქვენთის მხურვალედ მლოცველი

გერმანულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა
წყარო: http://www.orthodoxie.net/

 

***

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ბატონ შოთასადმი, მის მიერ ნათარგმნი მასალების გამოქვეყნების უფლებისათვის.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ მსოფლიო პატრიარქის წინა ხუთი წლის საშობაო ეპისტოლეებს:

 

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2015 წლის საშობაო ეპისტოლე

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2014 წლის საშობაო ეპისტოლე

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2013 წლის საშობაო ეპისტოლე

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2012 წლის საშობაო ეპისტოლე

მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის 2011 წლის საშობაო ეპისტოლე

Print Friendly

Tags: , , ,

Comments are closed.