პატრიარქებისა და მაღალიერარქების ვიზიტი საქართველოში

bartiliaდღეს, 13 იანვარს, ჩატარდა კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ს, სერბეთის პატრიარქის უწმინდეს ირინეოსის, ბულგარეთის საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრის მიტროპოლიტ კირილეს და სხვა ავტოკეფალური ეკლესიების მაღალიერარქების ერთობლივი წირვა სამების საკათედრო ტაძარში. გთავაზობთ წარმოთქმულ სიტყვათა აუდიო ჩანაწერს, რომელიც წირვის დასრულებისთანავე წარმოთქვეს სრულიად საქართველოს ქათოლიკოს პატრირქმა უწმინდესმა ილია II მ, კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა უნეტარესმა ბართლომემ, საქართველოს პრემიერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, სერბეთის პატრიარქმა უწმინდესმა ირინეოს II მ, ბულგარეთის საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ მიტროპოლიტმა კირილემ,  ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ალექსანდრიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ზიმბაბვესი და ანგოლასი სერაფიმემ, ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა არკადიის მიტროპოლიტმა და ლიბანის ეგზარქოსმა  ბასილეოსმა , იერუსალიმის ეკლესიის წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა ნექტარიოსმა, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა ვოლოკალამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, კვიპროსის ეკლესიის წარმომადგენელმა მესაორიის ეპისკოპოსმა გრიგოლმა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელმა კიფისოს და ამარუსის მიტროპოლიტმა კირილემ, პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა პაისმა, ალბანეთის, ტირანასა და ტრაქიის ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა არგიროკასტროს მიტროპოლიტმა დიმიტრიოსმა.

ნაწილი I

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ნაწილი II 

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ნაწილი III 

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

 

Print Friendly

Comments are closed.