ეპისკოპოსი მაქსიმე: დავინახოთ ქრისტე ტანჯულებში

Bishop-Maxim-Vasiljevic-1024x7618 აპრილს სერბეთის საპატრიარქოს დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მაქსიმე ვასილევიჩმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნა მრევლს:

ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვცხოვრობთ არნახულ დროში, სადაც მსოფლიო ფოკუსირებულია კორონა ვირუსის პანდემიაზე. კორონა ვირუსი მიესალმა სამყაროს და შეცვალა ყველა გზა, ხალხმა თავიდან დაიწყო ფიქრი თუ როგორ აკეთონ საქმეები და როგორ დააფასონ სიცოცხლე.

ჩვენთვის, ეს ცხოვრებისეული დიდი მარხვა, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ ქრისტეს ცხოვრებაში, არა მენტალურად, არამედ ეგზისტენციალურად. დაიმახსოვრეთ, როცა ვინმე ქრისტესაგან ცარიელია, ასობით რამ მოდის მის შესავსებად: ეჭვიანობა, სიძულვილი, მოწყენილობა, დეპრესია, ნეგატივი. დროა, არა მხოლოდ ვცადოთ გააზრება, არამედ თავად განვიცადოთ თუ რას ნიშნავს ვიყოთ იდენტიფიცირებულნი გაჭირვებულებთან, განდეგილებთან, მათ თავშეკავებულ ცხოვრებასთან, პატიმრებთან, ავადმყოფებთან…

თუ გვექნება თავმდაბლობა, უნდა ველოდოთ სიმართლისა და მადლის მოულოდნელად მოსვლას, რომელიც მოედინება ყოველთვის და ყველაფერში. თუ ჩავიხედებით სახარებაში, ვნახავთ, რომ იესო ქრისტე სხვადასხვანაირად წარმოჩნდება: ხანდახან ძლევამოსილია, ხანდახან კი – მსახური, მაგრამ იგი ყოველთვის ემსახურება დაცემულ კაცობრიობას. მაშასადამე, ეკლესიაც ემსახურება კაცობრიობას, მისი არსისა და მისი უწყების გაწირვის გარეშე. ქრისტეს ეთოსით ცხოვრებით ეკლესიას შეუძლია გამბედავად იბრძოლოს ისტორიაში, დასუსტებულიც იყოს და ძლევამოსილიც; დამცირებულმა, შეურაცხყოფილმა და შევიწროებულმა შეძლოს გაამხნევოს დაცემულნი, აღადგინოს მკვდრები და ისტორიის არენაზე გამოცხადოს სხვადასხვა ფორმით, იარსებოს მაშინაც კი, როდესაც ფენომენოლოგიურად შეზღუდულია.

კორონა ვირუსის პანდემიის პირპობებში აუცილებელია განმრჩეველობის ნიჭი, რათა გავარკვიოთ რა მოდის ღვთის მადლისაგან, ბუნების აქტივობებისაგან, ბოროტი ძალისაგან თუ ადამიანური მდგომარეობისგან. ამიტომ გვყავს ეკლესია, ეპისკოპოსებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, რათა დაგეხმაროთ.

ცარიელი ეკლესიები არ არის ლამაზი სანახავი და აღძრავს ფიქრებს ქრისტიანობის მომავლის შესახებ. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, ჩვენგან ითხოვს კელიებში ჩაკეტვას, და არა მკვეთრ აქტივობებს, სწორედ ეს არის ის, რასაც ძვირფასი ადამიანები ელოდებიან ჩვენგან. თავად ეპისკოპოსებმაც, უნდა განახორციელონ სამოძღვრო მსახურება სიყვარულითა და ღვთიური სიბრძნით.

სცადეთ, რომ იყოთ კრეატიულები და არტისტულები. შემოუშვით თქვენს ოთახში სინათლე. რეკომენდაციას გავუწევ, გემუშავათ ხატების ან ცნობილი მხატვრობების შესწავლა-დამუშავებაზე. ძალიან რთულია ყველა დარჩეს შინ, მაგრამ ბევრი ესთეტიური გადაწყვეტილება მიგვიღია როდესაც ერთ ოთახში ჩაკეტილები წარმოვიდგენთ ლანდშაფტებს და თვალის გახელის შემდეგ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ულამაზესი პეიზაჟები. ფიზიკურად და ონტოლოგიურად ჩვენ ვცხოვრობთ სახლში, მაგრამ სულიერად და ესთეტიურად ჩვენ ვიღებთ უდიდეს სიამოვნებას ბუნების სილამაზით. ფართოდ გახელილი თვალებით შეხედეთ ჰორიზონტის ხაზს, ეს იქნება თავისუფლების საზღვარი.

გახსოვდეთ, კორონა ვირუსის უცნაურ დროში მარხვის საბოლოო მიზანი არის გამოკვება ზეციური პურით, რომელიც თავად იესო ქრისტეა, განტეხილი და არა განყოფილი, მზრდელი ჩვენი ცხოვრებისა. დღეს ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ქრისტე ტანჯულ ადამიანებში, ღატაკებში, დევნილებსა და პატიმრებში. დავანახოთ ქრისტეს უხილავი მყოფობა ყველგან და ყველაფერში, მაშინაც კი, როცა ჩვენ მას ვერ ვხედავთ. მას ყველასი ესმის და ყველას მფარველობს. ჩვენ, სასულიერო პირები, ვლოცულობთ თქვენთვის და მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ. დაე, დედა ღვთისმშობელმა დაგიცვათ ყოველთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიბანეთ ხელები. ღმერთმა დაგლოცოთ. გისურვებთ ბედნიერ აღდგომას და კეთილად გასვლას სახლიდან, როცა ღმერთი ამის ნებას დაგვრთავს.

Print Friendly

Tags: , ,

Comments are closed.