Bloger 6

ზაზა ოსმანოვი

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ამავე უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, ხოლო მომდევნო პერიოდში გაემგზავრა ტურინის (იტალია) უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაიცვა სადოქტორო ხარისხი ფიზიკის დარგში. დისერტაციის დაცვის შემდეგ აქტიურ სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას ეწევა ასტროფიზიკაში, ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის რამდენიმე წამყვან კვლევით ცენტრთან. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკის სკოლის კოორდინატორია. ცენტრის ფარგლებში სტატიებს აქვეყნებს რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის თემაზე, აღნიშნული თემატიკის გარშემო ხშირად მართავს სემინარებს და ცენტრში კურირებს მეცნიერებისა და რელიგიის მიმართების საკითხებს.

Print Friendly

Comments are closed.