არათეოლოგიური შრომები

ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებების შესახებ

14/07/2016
By

3095478_origსადღეისო წერილი მეგობართან

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის… მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ…

წყარო

საახალწლოდ

news_44426წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

წყარო: reportiori.ge

ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. Read more »

მოწოდება ქველმოქმედებისაკენ

ვავრცელებთ ჩვენი ცენტრის წევრის მღვდელ ილია ჭიღლაძის იდეას და ჩვენი ცენტრი ვუერთდებით ამ მოწოდებას, გთხოვთ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა ამ კეთილშობილი იდეის განხორციელებაში; ჩვენის მხრივ ვიმედოვნებთ, რომ იდეის განხორციელების შემთხვევაში ქველმოქმედითი საქმიანობა დაყრდნობილი იქნება ღიაობის პრინციპზე.

Come aiutare il CAV di Siena“ჩვენს ქვეყანაში სოციალური სიღატაკის ფონზე მომხდარ იმ ტრაგედიებიდან რაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე ორმა მამამ მოიკლა თავი (ვანში და რუსთავში), რადგან ვერ აძლევდნენ თავის მცირეწლოვან შვილებს ელემენტარულ საარსებოს. საზოგადოება იფარგლება მხოლოდ შეშფოთებით და სოციალურ ქსელებში ამ ინფორმაციების გაზიარებით, რეალურად ვართ აბსოლუტურად უმოქმედონი. ამ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ სივრცეში ზიარდებოდა იდეა, რომ ვისაც აქვს სახელფასო დარიცხვა საბანკო სისტემაში, ყოველთვიურად, ნებაყოფლობით ერთი ლარი ჩამოჭროდათ სოციალურად დაუცველთა დახმარების ფონდისათვის, ვფიქრობ ეს იდეა აუცილებლად მხარდასაჭერია, იგი ძალიან პროდუქტიული იქნება!

Read more »

ბავშვობას აქვს შედეგები

lass_die_kindheit_hinter_dir-9783423347082„მიუხედავად  იმისა თუ  რა მნიშვნელობას  ანიჭებთ  საკუთარ ბავშვობას დღეს, პასუხი  მრავალ კითხვაზე შორეულ  წლებში დევს.  ამ კითხვებს  ხშირად უსვამთ საკუთარ თავს და მათ  ერთი მთავარი კითხვა  აერთიანებთ:  „რატომ ვარ ისეთი, როგორიც  ვარ?““  –  წიგნიდან  „უკან  მოიტოვე  ბავშვობა“ უ. ნუბერ, 2009 / „Lass die Kindheit hinter dir“,  U. Nuber, Campus Verlag, Frankfurt/New York 2009

გერმანულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ბავშვობას აქვს შედეგები

კარგი მოგონებები, ცუდი მოგონებები, მოგონებების არარსებობა  – მიუხედავად იმისა თუ  რამდენად ცოცხალია  წარსული  თქვენში და ასევე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად დაინტერესებულხართ  აქამდე თქვენი აღზრდით – ერთი რამ ცხადია: თქვენ გქონდათ ბავშვობა. ამ ბავშვობას აქვს შედეგები. განცდები ადრეული წლებიდან კვალს ტოვებენ ჩვენში.  ისინი ჩვენი „ცხოვრების რუკაზეა“ აღბეჭდილი. მსაგავსად ნამდვილი რუკისა, რომელზეც ყველა გზა, ადგილი და მდინარე მოჩანს, ჩვენს შინაგან რუკაზეც მონიშნულია ყველა ჩვენი ადრეული განცდა მასში  მონაწილე  ადამიანებთან ერთად. მათმა შესახედაობამ,  სიცილმა, ჩაცმის სტილმა, ასევე შეხედულებებმა, გაფრთხილებებმა, შექებამ და კრიტიკამ, ალერსმა და გულგრილობამ  გავლენა იქონია   და ყველაფერი აღიბეჭდა ჩვენში.  „ყველა ადამიანს ჰყავს ბიოლოგიური მამა და დედა. შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ისინი,  არ აღიარებდეს და  არ ენდობოდეს  მათ. მაგრამ, ისინი არსებობენ  მათი სახეებით,  ქცევით, მანერებით და მანიებით, მათი ილუზიებით და იმედებით.  მათი ხელების და ცერების ფორმა,  თვალების და თმების ფერი, ლაპარაკის მანერა, მათი აზრები და  სავარაუდოდ მათი სიკვდილის ასაკი, ყველაფერი ეს შევითვისეთ ჩვენში“,  წერს ფრანგი მწერალი ჟან-მარი  გ.  ლეკლეზიო.

Read more »