ახალი ამბები

ცენტრის მილოცვა

22/06/2017
By

m.leonideწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი  გულითადად ულოცავს ჩვენი ცენტრის ახალგაზრდა წევრს, იეროდიაკვან ლეონიდე ებრალიძეს ლიტურგიკის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას. მამა ლეონიდემ რომის აღმოსავლეთმცოდნეობის პონტიფიკალურ ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო თემა- ”Il rito gerosolimitano dell’ordinazione episcopale e il rito del intornizzazione del Kathalikos in Georgia durante i secoli.”  (”ეპისკოპოსად კურთხევის იერუსალიმური განგება და კათოლიკოსად აღსაყდრების განგება საქართველოში, საუკუნეთა მანძილზე”) მაგისტრატურის უმაღლესი შეფასებით (Summa cum laude) დახურვის შემდეგ, მ. ლეონიდე ჩაირიცხა ამავე ინსტიტუტის დოქტორანტურაში.

 

ჩვენი ცენტრი განსაკუთრებით ამაყობს ჩვენი ახალგაზრდა წევრის წარმატებით და წინსვლას უსურვებს მას.

პატივისცემით

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 15.06.2017

16/06/2017
By

geopat,,გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია „arb“-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“.

სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია „atv“-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, _ მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება.”

 

წყარო: http://patriarchate.ge

მართლმადიდებელ პატრიარქთა სააღდგომო ეპისტოლეები ქართულ ენაზე

28/04/2017
By

აფეთქებები კოპტურ ტაძრებში და ეკლესიათა სამძიმარი

11/04/2017
By

egitto ansa-2თავდასხმა ეგვიპტელ ქრისტიანებზე.

ეგვიპტეში ISIS-ის მიერ განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია არანაკლებ 44, ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი აქედან ორივე შემთხვევა კოპტურ ქრისტიანულ ეკლესიებში მოხდა,მაშინ როდესაც მრევლი შეკრებილი იყო ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად

პირველი აფეთქება განხორციელდა ქალაქ ტანტაში, წმ. გიორგის სახელობის კოპტურ ქრისტიანულ ტაძარში, როდესაც მიმდინარეობდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება. აღნიშნული აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 27 ადამიანი, ხოლო დაშავდა 78-ზე მეტი

მეორე აფეთქება მოხდა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ, ამჯერად ქალაქ ალექსანდრიის წმ.მარკოზის სახელობის საკათედრო ტაძარში, რის შედეგადაც გარდაცვლილია 17, ხოლო დაშავებულია 48 ადამიანი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აფეთქების დროს ტაძარში ასევე იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის არ დაშავებულა.

აფეთქების გეგმის მიხედვით, რაც შეიძლება დიდი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, ამიტომ ტერაქტისთვის ბზობის დღესასწაული შეარჩიეს, მომხდარი დაგმო მუსლიმანური სამყაროს ლიდერებმა, ადგილობრივმა მუსლიმებმა  დაშავებულთათვის სისხლი გაიღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტელი მუსლიმები მეჩეთებში შეიკრიბნენ და კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს. მათ ქალაქ ტანტაში ხმის გამაძლიერებლები გამოიყენეს, რათა მოქალაქეებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ მოეწოდებინათ, რადგან საავადმყოფოებში სისხლის მარაგი იწურებოდა.

ამას გარდა ამ დღეებში ქრისტიანი და მუსლიმი ეგვიპტელები ერთობლივად პატივს მიაგებენ მუსლიმან პოლიციელ ქალბატონს 55 წლის ნაგვა აბდელ – ალიმს, რომელიც დაიღუპა მაშინ, როცა ცდილობდა შეეჩერებინა ISIS-ის ტერორისტი ალექსანდრიის ქრისტიანულ ტაძარში შესვლისგან.

კოპტი ქრისტიანების განცხადებით ვერავინ შეძლებს მტრობა ჩამოაგდოს ეგვიპტელ ქრისტიან და მუსლიმ ძმებს შორის, ეგვიპტეში ქრისტიანთა რაოდენობა 10%-ს აღწევს, მათ შორის უმრავლესობა არის ე.წ. მიაფიზიტური ქრისტიანული მიმდინარეობის, რომლებიც არ აღიარებენ ქალკედონის კრების მიერ მიღებულ დოგმატს ქრისტეში ორ ბუნებას განკაცების შემდეგ .

კოპტ ქრისტიანებს სამძიმრის წერილით მიმართეს მსოფლიო რელიგიათა ლიდერებმა, მათ შორის ალექსანდრიის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოდოროს II მ , რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა,   რუსეთის პატრიარქმა კირილემ

ცენტრის კვლევა საერთაშორისო ჟურნალში მოხვდა

05/04/2017
By

otcწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი, უკვე 7 წელია ფუნქციონირებს,ითარგმნება ან მზადდება მაღალი დონის თეოლოგიური ნაშრომები, სტატიები, კვლევები და სიახლეები, თუმცა განსაკუთრებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ცენტრის ერთერთი დამფუძვნებლის დიაკონ, დოქტორ  ერეკლე წაქაძის კვლევა : “პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრონომიულ ჭრილში”, რომელიც ჩვენს საიტზე გასული წლის დეკემებრში დაიდო,  მისი ინგლისურენოვანი ვერსია გამოქვეყნდა საერთაშორისო მართლმადიდებლურ რეცენზირებად ჟურნალში INTERNATIONAL JOURNAL OF ORTHODOX THEOLOGY(აქედან შესაძლებელია ინგლისურენოვანი სტატიის  უფასო pdf ვერსიის გადმოწერა) , ვულოცავთ მ. ერეკლეს და ზოგადად ჩვენი ცენტრის ყველა წევრს და მეგობარს ქართულენოვანი თეოლოგიურ-მეცნიერული კვლევის ასეთი მაღალი დონის ჟურნალში განთავსებას.

მ. თეოდორე ზისისის პარასინაგოგე

23/03/2017
By

orthodoxiaonline-71პროტოპრესვიტერ თეოდორე ზისისის პარასინაგოგე [1]

მართლმადიდებლობის ზეიმზე, კვირას, 2017 წლის 5 მარტს, პროტოპრესვიტერმა თეოდორე ზისისმა განაცხადა, რომ წყვეტს თესალონიკის მიტროპოლიტ, უნეტარეს ანთიმოზის მოხსენიებას. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კი ასახელებს მიტროპოლიტის ეკუმენისტურ მიდრეკილებებს და ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ, კუნძულ კრეტაზე ჩატარებული კრების აღირებას.

სანაცვლოდ, თესალონიკის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანთიმოზმა თავისი ეპარქიის ყველა ტაძარში, მ. თეოდორე ზისისს აუკრძალა ღვთისმსახურების ჩატარება.

http://neataksi.blogspot.gr/2017/03/blog-post.html

https://www.youtube.com/watch?v=BnkHkhEMSQc

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა (www.palamacentre.com)

[1] -παρασυναγωγή-ქართ.- გარეშესაკრებელი ან კიდეშესაკრებელი

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები – პატრიარქი

22/03/2017
By

cms_image_000009581_19418დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საპატრიარქოში აღნიშნული დელეგაციის წევრებთან  შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურლიეცეს მიმართა და მათი ვიზიტისათვის საქართველოში მადლობა გადაუხადა.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ლატვიის სეიმის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი იქნება და დიდ გავლენას მოახდენს.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წელი იყო აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, თუმცა დღესაც არ აქვს შესაძლებლობა აფხაზეთში ჩავიდეს და იქაურ მორწმუნეებს შეხვდეს.

”თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება საქართველოს საპატრიარქოში მიგიღოთ 5 ქვეყნის სპიკერები და ჩვენ მადლობას გიძღვნით მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% დაპყრობილია რუსეთის მიერ და თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. დღესაც ვითვლები ხელმძღვანელი აფხაზეთის ეპარქიისა, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება, რომ ჩავიდე და ყურადღება მივაქციო ჩვენ მორწმუნე ხალხს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ ინახულეთ ის საზღვრები, სადაც ხელოვნურად დაყოფილია ჩვენი ტერიტორია. დაუსრულებლად ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები. ამიტომ თქვენი ჩამობრძანება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მადლობას გწირავთ ამისთვის. მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ თქვენი ჩამობრძანებისათვის და დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი იქონიებს დიდ გავლენას”, – განაცხადა უწმინდესმა შეხვედრაზე.

 

წყარო

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა

21/03/2017
By

 33327437421_9147209376_z,,ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს… კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’ (მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I)

მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა, საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელთან და სმირნის მიტროპოლიტ ბართლომეოსთან ერთად, 2017 წლის 15 მარტს, ეკუმენური საპატრიარქოს რეზიდენციაში (სტამბული, ფანარი) უმასპინძლა უკრაინის პრემიერ მინისტრ ვლადიმერ გროისმანსა და მის თანმხლებ დელეგაციას.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი და ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსის წვლილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისათვს გაწეულ საქმიანობაში. ,,ჩვენს ურთიერთკავშირს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. უკრაინა მიისწრაფვის დამოუკიდებელი ეკლესიის ქონისათვის, რაშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ პატივს ვცემთ თქვენს ყოვლადუწმინდესობას იმ მხარდაჭერისა და ძალისხმევისათვის, რაც უკრაინაში მართლმადიდებლობის ერთიანობისათვის გასწიეთ.’’

პრემიერის სიტყვების საპასუხოდ მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ ხალხს: ,,მათი ღრმა რწმენისა და ეკლესიისადმი თავდადებისათვის… ვლოცულობთ, რომ უკრაინის ხალხი ერთ ეკლესიაში გაერთიანდეს… კონსტანტინეპოლის დედაეკლესია დაგეხმარებათ, რათა გქონდეთ ერთიანი ეკლესია. მომავლისადმი იმედით უნდა ვიყოთ განწყობილნი’’

უკრაინის პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს დღევანდელი სიტუაციის გამოსწორებისა და რუსეთის აგრესიისგან დასაცავად აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის.

,,მსურს გამოვხატო ჩვენი მადლიერება თქვენი კეთილგონიერების, უკრაინისადმი გამოხატულ სიყვარულის, ზრუნვისა და ლოცვისათვის, რომლითაც გასაჭირში შეგვეწიეთ. თქვენი აღნიშვნისამებრ იმედით ვუცქერთ მომავალს ერთიან და დემოკრატიულ ქვეყანაში.

უკრაინის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს მეწინამძღვრე როლი 2016 წლის ივნისში კრეტის წმინდა და დიდი კრების ჩატარებისათვის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ისტორიული მოვლენა გახლავთ. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ვლადიმერმა მადლობა გადაუხადა ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს, რომლის ძალისხმევითაც სტამბულში, წმ. ნიკოლოზის უკრაინის მართლმადიდებელ სამრევლოში ღვთისმსახურება აღესრულება.

  თავის მხრივ მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა: ,,მივესალმებით ძვირფასი და ერთიან უკრაინელ ერის შვილებს მსოფლიო საპატრიარქოს რეიდენციიდან, არა როგორც უცხოებს, არამედ როგორც დედა ეკლესიის საყვარელ და სულიერ შვილებს. ის სულიერი ურთიერთობები რომელიც დედაეკლესიასა და უკრაინელებს შორისაა არასოდეს გაქრება. ჩვენ თქვენთან ვართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს რთულია. ვლოცულობთ და გლოცავთ, გიგზავნით ჩვენს კურთხევას, სიყვარულსა და მზურნელობას უკლებლივ  ყველა უკრაინელს.’’

ქართული წყარო

 

წყაროები: http://uocofusa.org/news_170315_3.html

http://www.kmu.gov.ua

https://www.patriarchate.org/photo-galleries?p_p_id=flickr_WAR_goarchflickrportlet&p_p_lifecycle=0&p_p_state=normal&p_p_mode=view&p_p_col_id=column-3&p_p_col_pos=1&p_p_col_count=2&_flickr_WAR_goarchflickrportlet_id=72157681347654716&_flickr_WAR_goarchflickrportlet_action=openSet

ცენტრის მილოცვა

19/03/2017
By

palamaწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი  გულითადად ულოცავს ჩვენი ცენტრის ახალგაზრდა მეგობრებს, წარმატებულ სტუდენტებს და მომავალ თეოლოგებს: გურამ ლურსმანაშვილს, იეროდიაკონ სტეფანეს (თინიკაშვილი), დავით ნებიერიძეს, ნიკო ღონღაძეს, დავით ზაზაშვილს, იოანე შოშიაშვილს,  დავით პაპიაშვილს და ნინო საძაგლიშვილს მათ მიერ წმ. გრიგოლ პალამას სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის დაარსებას.

საგულისხმოა , რომ წმ. გრიგოლ პალამას ცენტრის დამაარსებელები არიან ის ქართველი სტუდენტები, რომლებიც საღვთისმეტყველო ცოდნას საბერძნეთში იღრმავებენ, წლების განმავლობაში ისინი გვერდში ედგნენ ჩვენს ცენტრსაც, ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულია მათი არაერთი თარგმანი თუ სტატია, დღეს კი როგორც მათი უფროსი თაობა დიდი სიხარულით ვაქვეყნებთ პირველ სტატიას ( წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილებები და მათი მიღების პრობლემა ) ჩვენი ახალგაზრდა პარტნიორების ახლადშექმნილი ცენტრის საიტიდან.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ ესოდენ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რადგან სწორედ განათლებული მომავალი თაობა არის ის მტკიცე საფუძველი, რომელსაც უნდა დაეშენოს თეოლოგიის სწორი და პროფესიონალური განვითარება ჩვენს ეკლესიაში.

პატივისცემით

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

 

შეთანხმება თანამედროვე მონობის წინააღმდეგ

09/03/2017
By

img_4348

  1. ჩვენ, ბართლომე, ახალი რომის-კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, და იუსტინე, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი და სრულიად ინგლისის პრიმატი, ერთად ვუკეთებთ ორგანიზებას ინტერნაციონალურ ფორუმს თანამედროვე მონობაზე სახელად „ცოდვა ჩვენს თვალწინ“, რომელიც 2017 წლის 6-7 თებერვალს იმართება ქალაქ ფანარაში. ფორუმის გამართვის იდეა თავდაპირველად 2015 წელს, ლამბეტის სასახლეში მსოფლიო პატრიარქის ვიზიტისას გაჩნდა, სადაც მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და გავლენიან პოლიტიკოსებს მოეყარათ თავი. ისინი შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ადამიანის ექსპლუატაციის პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ფორუმი 2017 წლის კონტექსტში ჩაჯდება: ბავშვთა ხელშეუხებლობის წელი, როგორც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა.
    Read more »